საკითხავიუცნაური

პიცა მარიხუანით: ანუ რამდენი ”ბედნიერება” დაგიმატოთ? :D

პიცა მარიხუანით – ყველაზე პოპულარული კერძია კამბოჯას რესტორნებში

სუფთა იტალიური წარმოშობის პიცას დაემატა ”მარცვალი”, რომელიც გეხმარებათ თავი იგრძნოთ ბედნიერად.კამბოჯაში პიცას უმატებენ ამ რეგიონისთვის ტრადიციულ ინგრედიენტს, რომლის შედეგებითაც ამ კერძმა მიიღო სახელწოდება ”ბედნიერების პიცა”.

ეს პროდუქტი განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ამ ეგზოტიკურ აზიურ ქვეყანაში იმყოფებიან. ბედნიერების პიცა ისეთი პოპულარული გახდა, რომ მის დაგემოვნებას რეკომენდაციას უწევს პოპულარული გზამკვლევი Lonely Planet.

უმეტესი რესტორნები, სადაც ეს კერძი იყიდება, განლაგებულია მდინარის პირას, რომელიც კამბოჯის დედაქალაქ პნომპენს გვერდით ჩაუდის. მარიხუანას რაოდენობა, რომელითაც პიცა იკაზმება, დამოკიდებულია თუ რამდენი ”ბედნიერება” სურს კლიენტს

როცა კლიენტი უკვეთავს პიცას , ოფიციანტი თითქმის ყოველთვის კითხულობს: ”თქვენ გსურთ სულ ცოტა ბედნიერება, საკმარისი ბედნიერება თუ დიდი ბედნიერება?” , რათა გაიგოს , რამდენი მარიხუანა უნდა დაემატოს კერძს მომზადებისას.

ზოგიერთმა კლიენტმა პიცის შეკვეთისას არც კი იცის მისი დამატებითი შემადგენლობის შესახებ, მათ უბრალოდ მისი სახელწოდება ხიბლავთ. მარიხუანას ეფექტი სადღაც ერთი საათის შემდეგ დგება.

თუმცაღა ”ბედნიერების პიცა” , რომელიც უკვე 10 წელია ითვლება ყველაზე პოპულარულ კერძად მრავალ რესტორანში, შეიძლება მენიუდან ამოღებულ იქნეს. კამბოჯის მთავრობა, ომის დამთავრების შემდეგ 1991 წლიდან ირწმუნება, რომ მარიხუანას, რომელიც თითქმის ტრადიციად იქცა, საერთოდ გააქრობს ქვეყნიდან.
ამჯერად ”ბედნიერების პიცა” ნარჩუნდება , მაგრამ ფასები იზრდება

ANTI MARIJUANA

P.S  საზოგადოებაში გავრცელებული ტერმინი “მსუბუქი ნარკოტიკი”, სამედიცინო თვალსაზრისით, მცდარია. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ მარიხუანაზე, რომლის 2-3-ჯერ მოწევაც კმარა, რომ ნარკოტიკისთვის დამახასიათებელი ძირითადი თვისება – მიჩვევა და შემდეგში განმეორებით მიღების მოთხოვნილება გამოავლინოს: უფრო მეტიც, მარიხუანამ ერთხელ მოწევის დროსაც კი შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ფსიქიკური ძვრები, რომელზეც ფსიქიატრები დღემდე კამათობენ – ეს არის შიზოფრენია, რომელიც დაიწყო მარიხუანას მოხმარებით, თუ ჰაშიშური ფსიქოზი, რომელიც შიზოფრენიას ჰგავს. “კარიბჭის თეორიის” თანახმად, კანაბისის მწეველი შემდეგ სხვა, მძიმე ნარკოტიკების – ჰეროინის და კოკაინის მოხმარებაზე გადადის. არსებობს რამდენიმე ჰიპოთეზა იმის ასახსნელად, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ეფექტი. ერთის მიხედვით, მარიხუანა ერთგვარი “პირველი საფეხურია”, რომელიც შემდეგ აიოლებს სხვა, უფრო ცუდ საფეხურებზე გადასვლას. მეორეს მიხედვით, კანაბისი ტვინს დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნას აჩვევს და ამიტომ შემდეგ მწეველი უფრო ადვილად ხდება ნარკოდამოკიდებული…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close