არქივი

სტალინი… ჯერ კიდევ ცოცხალია ჩვენს გულებში(?)

f2f1f421513d

ვიღაცას გაუჩნდა საინტერესო შეკითხვა: რატომ უნდა იდგეს ამხანაგი სტალინის ძეგლი საქართველოს ტერიტორიაზე?

(ეს არაა ძეგლი ქალაქ გორში)
ეს ამბავი მოხდა აგვისტოს ომის შემდეგ. საინტერესოა თქვენი აზრი, ძეგლების არსებობის შესახებ; აქვე გთავაზობთ ჩემს დასაბუთებულ მოსაზრებას, რატომ არ უნდა იყოს სტალინის ძეგლები საქართველოში.

იოსებ ბესარიოვიჩ სტალინი, დაბადებული და გაზრდილი საქართველოში, “საბჭოთა სოციალისტური კავშირის” ლიდერი გახდა. ვაღიარებ რომ ეს ადამიანი იყო დიდი გენია, მაგრამ, აქვე საჭიროდ მიმაჩნია დავამატო, რომ ამ გენიამ გაანადგურა მილონობით ადამიანის სიცოცხლე. მე არ ვაპირებ ჩამოვთვალო იმ ცნობილ ადამიანთა სახელები, ვინც რეპრესიებს შეეწირა, რადგან მიმაჩნია, რომ თუ ამ თემით დაინტერესდებით, ადვილად გაიგებთ და საერთოდ უმეტესობამ უნდა იცოდეს ვისზე მაქვს საუბარი(ვგულისხმობ რეპრესირებულ მოაზროვნეებს, საზოგადო მოღვაწეებს და ა.შ.)!
ისტორიულად მიჩნეული, რომ 1921 წელს, წითელი არმიის საქართველოში შემოსვლა იყო ოკუპაცია! ე.ი. საბჭოთა კავშირი იყო ოკუპანტი, ხოლო ამხანაგი სტალინი ამ სისტემის მმართველი დიქტატორი!
მიჩნდება კითხვა: რატომ უნდა არსებობდეს საქართველოში ამ ოკუპანტი დიქტატორის ძეგლები? კი ბატონო, ქართველი იყო, და თუ უნდათ დადგან ძეგლები მუზეუმების და კერძო ტერიტორიაზე, მაგრამ დაუშვებელია ასეთი ძეგლების არსებობა, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ! ვებრძვით იმავე ოკუპანტს(რუსეთს), და ოკუპანტისავე ძეგლები გვიდგას სხვა და სხვა ქალაქში!

აქვს კი აზრი თავისუფლებისათვის ბრძოლას, თუ ამას არ ვიმსახურებთ? და განა ვიმსახურებთ თავისუფლებას, თუ უკვე დამხობილი დიქტატორის ძეგლს არ გავამხობთ?

ავტ: Faustus
11.11.2009

P.S.

იმედია ამჯერად არ წაიშლება…

Back to top button