სამხედრო

Exocet და PJ-10 Brahmos

ფრანგული ხომალდსაწინაამღდეგო რაკეტა Exocet. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული რაკეტა რომლის პირველი ვარიანტები შეიქმნა 1979 წელს.
სამხედრო ნათლობა მიიღო 1982 წელს ფოლკლენდის კონფლიქტში, სადაც წარმოჩინდა მისი რეალური შესაძლებლობები. არგენტინელებმა ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავი Super Entendant-დან გაშვებული Exocet-ებით ჩაძირეს ბრიტანული ფრეგატი “შეფილდი” და 15000 ტონიანი მშრალტვირთ მზიდი “Atlantic Conveyor”. არგენტინელებმა მოძველებული ფრეგატი “ARA Seguí” რომელზეც დაყენებული იყო Exocet-ით დააზიანი ბრიტანული ფრეგატი “გლამორგან”.
Exocet-მა თავი ირან-ერაყის ომშიც გამოიჩინა, ერაყელებმა 200 რაკეტა ისროლეს, რითაც ჩაძირეს ბევრი ირანული ტანკერი და სხვა სამოქალაქო გემი. ამ ომის დროს კერძოდ 1987 წლის 17 მაის “კურიოზული” შემთხვევაც მოხდა როდესაც ერაყული მირაჟ F 1-ს პილოტს ამერიკული ოლივერ ჰაზარდ პერის ტიპის ფრეგატი ირანულ ტანკერში შეეშალა და ორი Exocet ესროლა, ამ ინციდენტს შეეწირა ფრეგატის ეკიპაჟის 37 წევრი, ხოლო 21 დაშავდა, ერაყელებმა პილოტი სიკვდილით დასაჯეს. (მაშინ ა.შ.შ და ერაყი მეგორბრობდნენ).
არსებობს Exocet-ის 5 ვარიანტი გამშვები პლათფორმების მიხედვით.
MM38 (ხმელეთიდან გასაშვები)
AM38 (შვეულმფრენიდან გასაშვები)
AM39 (თვითმფრინავიდან გასაშვები)
SM39 (წყალქვეშა ნავიდან გასაშვები)
MM40 (ხმელეთიდან გასაშვები)
ყველაზე თანამედროვე არის MM40 block 3,
მოქმედების სიშორე 180 კმ.
სიჩქარე 315 მ/წმ
წონა 670 კგ
ასაფეთქებელი ქობინი 165 კგ
სიგრძე 4.7 მ
მისი გამოყენება შეიძლება ასევე სახმელეთო სამიზნეების გასანადგურებლად.


ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი PJ-10 Brahmos წარმოადგენს რუსეთ-ინდოეთის ერთობლივ პროექტს. რაკეტის პირველი გამოცდა შედგა 2001 წლის 12 ივნისს, ხოლო შეიარაღებაში 2007 წელს მიიღეს. კომპლექსი აღჭურვილია რაკეტა PJ-10-ით. აღნიშნული რაკეტის გაშვება შეიძლება როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო (მათ შორის წყალქვეშა ნავებიდან) და საჰაერო გამშვები სისტემებიდან. იგეგმება რაკეტა PJ-10-ით გამანადგურებელ Су-30МКИ-ის აღჭურვა, რომლის შეძენასაც ინდოეთი რუსეთისაგან გეგმავს. რაკეტა PJ-10 ორსაფეხურიანია, პირველი საფეხური მყარსაწვავიანია, რომელიც რაკეტის საჭირო აჩქარებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე საფეხური თხევადსაწვავიანი ძრავისგან შედგება. რაკეტის სიჩქარე 2 700 კმ/სთ-ზე მეტია, ხოლო მოქმედების რადიუსი 300კმ. რაკეტის წონა 3 ტონაა, აქედან საბრძოლო ქობინის 200 კგ. რაკეტას შეუძლია იფრინოს დაბალ 5-10 მ-ის სიმაღლეზე და შეასრულოს რთული მანევრები, რაც ართულებს მის აღმოჩენას და შესაბამისად მის განადგურებას. Brahmos-ის პროექტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ PJ-10-ს მიყიდიან მხოლოდ რუსეთისა და ინდოეთის მეგობარ მესამე სახელმწიფოებს. აქნედან გამომდინარე აღნიშნული კომპლექსის ყიდვის შანსი არ გვაქვს…

წყარო army.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close