ახალი ამბებიგასართობისასარგებლოუცნაური

თანამედროვე ქართული სიტყვები

წარმოგიდგენთ ახალ ქართულ სიტყვათა განმარტებებს . . .  თავდაპირველად დავიწყოთ მხოლოდ “” ასოდან და შემდეგ ეტაპობრივად მივყვეთ . .

” ა

აბაროტის აღება _ ნაცვლის მიგებად მცდელობა

აბიჟნიკი _ წყენის მთესველი

აეწელა _ ფიცხად წინა აღუდგა

ავარდნა _ ჟინთ აშლა

აიწია _ ფრიად განკარდა

ამტუტება _ წესთ აღრევა

ანტიფრონცკი _ ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა

არიფი _ ჰარიფთან ნახე

არღნის ჩიტი _ მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყვიან

ატაშოლი _ ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა

აუდე _ წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება

აყლისთავება _ ესე არს მუშტის შემოკვრით ყირამალა გარდასლვა; ანუ ფეხისა აცურებით ზურგზედ დაცემა;
გარნა აყლისთავებას უეცარი, გინა უცხო შეგრძნებისაგან თავბრუ დახვევაზეც იტყვიან

აჩათლახა _ სახეზედ მუშტი ჰკრა

აწევა _ თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა

ახევა _ წართმევა მძლავრისაგან

ახვევა _ წარსლვა უპატიურისა

ახუვლიშ _ ოღონდაც

ახურუშებული _ ქუთანა გრძნობათ აყოლილი

სულ მალე მოგაწოდებთ ასევე ახალ ქართულ სიტყვათა განმარტებას ჩვენი ანბანის შემდეგ ასოზე, ანუ “” – ზე

მსგავსი ამბები

Close
Close