კრეატივისაკითხავი

გამომყვები ცოლად?


როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის მეტად მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაიწყებენ ერთად ცხოვრებას, ამას კი წინ უსწრებს ხელის თხოვნის რიტუალი. თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მოიგონოს ისეთი რამ, რაც მისი საყვარელი ადამიანისთვის დასამახსოვრებელი და სასიამოვნო იქნება, ზოგი აღწევს კიდეც ამას, ახლა გადავხედოთ ბედნიერ წყვილებს


ცხელი წინადადება : ) ტოდს მართლაც რომ კაგი შოუ გამოუვიდა, რამაც მის საცოლეზე ნამდვილად იმოქმედა და გული აუფანცქალა. ტოდს თურმე ამ საქმეში მეტად გამოსადეგი მეგობარი ჰყოლია, ვინმე Eric Barcley, რომელიც ცეცხლმოდებული ადამიანების ტრიუკებს აწყობდა. ჰოდა შეყვარებულმა ყმაწვილმა გადაწყვიტა თვითონ მოეწყო ტრიუკი სატრფოსთვის, ამიტომაც ვახშამზე ერიკიც დაპატიჟა დასახმარებლად და რა თქმა უნდა თავისი შეყვარებულიც. რამდენიმე წუთის შემდეგ მეგობრებმა წარმოდგენაც გამართეს, სულ მცირე ხანში ტოდი ცეცხლის ალში გაეხვია, (სპეციალური ტანსაცმელი ეცვა, დამწვრობისგან რომ დაეცვა თავი). იგი აქეთ-იქით დაქროდა, შემდეგ კი მიიჭრა შეყვარებულთან, ცალ ფეხზე ჩაიჩოქა და და თქვა, შენგან მაქვს ცეცხლი მოდებული, შენი სიყვარულით ვიწვიო : ))) მალისა იდგა და იცინოდა (ალბათ დაბნეულობისგან), შემდეგ ტოდმა ბეჭედი ამოიღო და გოგონას ცოლობა სთხოვა, რაზეც თანხმობაც მიიღო.


მატეო მარტინეზმაც დიდი სიურპრიზი მიუძღვნა თავის მეგობარ გოგოს. ერთ დღეს შეყვარებულები წავიდნენ გასართობად, გართობად კი აირჩიეს პარაშუტით ხტომა, როცა თვითმფრინავიდან გადმოეშვნენ და ცაში დალივლივებდნენ, მატეოს თავში კრეატიული იდეა ამოტივტივდა, (არა სასმელი ილივლივე არ დააძრო), ბეჭედი ამოიღო და თავის შეყვარებულს გასძახა: ,,გამომყვები ცოლად”? თანხმობა დაიმსახურა ამ კაცმა და მიიღო კიდეც.


Bernie Peng-მა, 26 წლის ყმაწვილმა ნიუჯერსიდან, გადაწყვიტა შემდეგი რამ გაეკეთებინა შეყვარებულისთვის, ვინაიდან ბერნი პროფესიით პროგრამისტი იყო და კარგად ერკვეოდა კომპიუტერულ თამაშებშიც, გადაწყვიდა დაეჰაკა შეყვარებულის საყვარელი ვიდეო-თამაში. ასეც მოიქცა და თამაში ისე გააკეთა, რომ როცა გოგონა ქულების გარკვეულ რაოდენობას მიაღწევდა ,,გამომყვები ცოლად?” ეს წინადადება ავტომატურად დაეწერებოდა. საბედნიეროდ ბერნის მომავალმა ცოლმა მიაღწია იმ ქულას და წინადადებაც იხილა. ეს ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა ინტერნეტში და ამ თამაშის ოფიციალური მფლობელების ყურამდეც მიაღწია. ისინი მომხდარმა იმდენად აღაფრთოვანა, რომ წყვილის თაფლობის თვის ხარჯებიც კი გაიღეს.


Sean Palmgren და Betsey Krause ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული წყვილია. შონმა მართლაც რომ მოლოდინს გადააჭარბა, წყვილი აპირებდა დაქორწინებას, მაგრამ ხელის თხოვნის პროცესი ხომ წმინდათაწმინდაა, ჰოდა ყმაწვილმა გადაწყვიტა გაეოცებინა თავისი საცოლე, ამისთვის კი ასეთი რამ მოიფიქრა, მას უნდა შეუკვეთა 30 შავი ქოლგა, შემდეგ კი თითოეულზე დაეწერა თითო ასო, ისე, რომ შეკრებილიყო ,,გამომყვები ცოლად?”. შონმა მოიფიქრა ხელის თხოვნის დღეც, ეს უნდა ყოფილიყო 2008 წლის 20 ივნისი. შემდეგ კი გაემართა საცოლის სახლისაკენ, მოინახულა სიდედრი და სიმამრი, ქალიშვილის ხელი სთხოვა მათ და გაუმხილა თავისი გადაწყვეტილების გეგმა. ისინიც დათანხმდნენ, შონმა ამის შემდეგ შეატყობინა საცოლის მეგობრებს და მათაც სთხოვა დახმარება, საინტერესოა რა უნდა გაეკეთებინათ მათ. როცა შონი და ბეტსი სასეირნოდ წავიდოდნენ, ხალხს მათ ირგვლივ უნდა ევლო, ოღონდ თავზე ქოლგაჩამოფარებულებს, შემდეგ რა მოხდებოდა გავიგებთ : ))

მოვიდა დიდი დღეც და სიძემ რაღაც მოიმიზეზა, რომ გოგონა სასეირნოდ გაეტყუებინა ტბის სანაპიროზე, იქ კი შედგა ეს მშვენიერი ცერემონია, ბეტსი ცოტა არ იყოს დაინტრიგდა, როცა თავზე ქოლგაცამომხობილი ხალხი დაინახა და იქიდან წასვლა მოისურვა, მაგრამ ამ დროს ყველამ გადმოიღო ქოლგა და დაიძახა, გამომყვები ცოლად?

ბეტსიმ იფიქრა, რომ ეს წინადადება მის მიმართ არ იყო, რადგანაც მის გარდა კიდევ ბევრი ადამიანი სეირნობდა ირგვლივ და თქვა:,, მგონი ვიღაც დაინიშნება”. ამ დროს გვერდზე მოიხედა და დაინახა მუხლზე ჩაჩოქილი მისი საქმრო, ბეჭდით ხელში, მეგობრებმა კი ქოლგები მოიხსნეს და ირგვლივ შემოეხვივნენ წყვილს, ეხლა წარმოიდგინეთ ბეტსის სახე : )))


2004 წელს ტომ კრუზი პორტუგალიურ არხზე გამოჩნდა და ერთ ქალს ცოლობა სთხოვა, ოღონდ თავისთვის კი არა, სხვა კაცისთვის : ) ეს კაცი კი იყო Joao Martins, იგი კრუზს ,,უკანასკნელი სამურაის” პრემიერაზე შეხვდა და დახმარება სთხოვა, გადაუღო ვიდეო, სადაც ტომი ამბობდა: ,,სონია გაჰყევი ცოლად ჯოაოს, ის ახლა კამერის უკან ტირის”. ეს ვიდეო კი ჯოაომ იმ არხზე აჩვენა, სადაც თვითონ მუშაობდა, მანამდე კი საცოლეს დაურეკა და იმ არხზე გადაართვევინა, გოგონა მაშინვე დაეთანხმა წინადადებას :)


ჯორჯისა და სარას ლამაზი დღე კი შეგიძლიათ ვიდეოში იხილოთ, ჯორჯი დიზაინერია და მართლაც ორიგინალური რამ გააკეთა :thanks:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close