გართობაკულტურა

ანჯელინა ჯოლის უცნაური ნაოჭი

f627548f2bcd

პლასტიკური ქირურგები ანჯელინა ჯოლის უცნაურ ნაოჭს განიხილავენ

ანჯელინა ჯოლის ფოტოსურათმა, რომელზეც მსახიობი საკმაოდ ცუდად გამოიყურება, ინტერნეტში დიდი აურზაური გამოიწვია. როგორც ჩანს, უზადო გარეგნობის მსახიობმა პლასტიკური ქირურგიის დახმარებას მიმართა. 34 წლის ანჯელინა პაპარაცების მსხვერპლი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა.

8dd340d60a98

მეუღლესთან ერთად ვენეციაში ვიზიტის დროს გადაღებულ ფოტოსურათებზე მარჯვენა ყურის ბიბილოსთან გაჩენილი უცნაური ნაოჭები გარკვევით მოჩანს. გამოცემა Daily Mail-ის აზრით ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდური პლასტიკური ქირურგიის ბოლო მიღწევების მსხვერპლი გახდა. ამჟამად ძალზე მოდური პროცედურის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქირურგები ყურის ბიბილოსთან გაკეთებული პატარა ჭრილობიდან სახეში ძაფების იმპლანტაციას ახდენენ. რამდენიმე ხნის შემდეგ სახის კანი ხორცდება და იჭიმება, სასწაულთმოქმედი ძაფები კი ქრება. ამ ოპერაციის ღირებულება 4.000 გირვანქა სტერლინგია.
ჭორად ამბობენ, რომ პოპის დედოფალმა მადონამ, რომელსაც 51 წლის ასაკში სახეზე ერთი ნაოჭიც კი არა აქვს, ამგვარი ოპერაცია უკვე ჩაიტარა. ანჯელინას, თუკი მან ეს ოპერაცია მართლაც გაიკეთა, ნამდვილად არ გაუმართლა. “როგორც ჩანს, ანჯელინა ჯოლის ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ რაღაც შეეშალათ. შესაძლოა, ძაფი გაწყდა და შედეგად ნალის ფორმის ნაოჭი განვითარდა”, – ამბობს პლასტიკური ქირურგი აბელ მუნირი, რომლის მოსაზრებას კოლეგების ერთი ნაწილი ეთანხმება, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ მსახიობის ყელი არაპროფესიონალურად გაკეთებულმა ბოტოქსის ინიექციებმა დაამახინჯა.
ასეა თუ ისე, მედიცინის ამ სფეროს ყველა სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ანჯელინამ ქირურგის ან კოსმეტოლოგის დახმარებას მიმართა. ვენეციაში, სადაც პაპარაცებმა ავბედითი ფოტოსურათების გადაღება შეძლეს, მსახიობი მეუღლესთან, შვილებთან და მამასთან ერთად კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა.

წყარო : ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button