ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

ტელეფონზე საუბარი ხმის ამოღების გარეშე

ტელეფონზე საუბარი მალე ხმის ამოღების გარეშე იქნება შესაძლებელი.

მეცნიერებმა ტექნოლოგია შექმნეს, რომელსაც თეორიულად შეუძლია საზოგადოებრივ ადგილებში ტელეფონზე ხმამაღლა საუბარს წერტილი დაუსვას.

ჰანოვერში ”Cebit”-ის გამოფენაზე წარმოდგენილ მოწყობილობას საუბრის დროს სახის კუნთების მიერ წარმოქმნილი სუსტი ელექტროსიგნალების ამოცნობა შეუძლია.

სპეციალური მოწყობილობა ამ სიგნალებს სინთეზურ კომპიუტერში საუბრად გარდაქმნის, რომელიც სხვა სატელეფონო აპარატში ისმის.

ამგვარად საუბარს ის ადამიანებიც შეძლებენ, რომლებიც გარკვევით ვერ წარმოთქვამენ სიტყვებს.

წყარო:www.ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close