საკითხავისასარგებლო

“ჰიტლერის ოქრო”


1945 წელს ფაშისტური გერმანიის კრახის დროს გამოწვეული ქაოსის დროს მოხდა მსოფლიოს ისტორიაში უდიდესი ძარცვა.ჰიტლერის მომხრეებმა რეიხსბანკის საცავებიდან გაიტანეს 3.34 მილიარდი ღირებულების ოქრო,ფული,ძვირფასეულობა და სხვა სიმდიდრეები.ეს სიმდიდრე უგზო-უკვლოდ გაქრა.

ამ ფაქტის შემდეგ ძვირფასეულობის მცირე ნაწილი იპოვეს გერმანიაში,პორტუგალიაში,თურქეთში,ესპანეთში,შვედეთსა და შვეიცარიაში,მაგრამ უდიდესი ნაწილი მაინც დაკარგულად ითვლება.

რეიხსბანკის შენობა

ალბად დაინტერესდით თუ საიდან გაჩნდა ეს სიმდიდრე რეიხსბანკის საცავებში.საქმე ისაა რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტები დაპყრობილი ტერიტორიებიდან გერმანიაში ეზიდებოდენ ყველანაირ სიმდიდრეს.გერმანელები ითვისებდნენ ყველანაირ სიმდიდრეს-ოქროს,ძვირფას ქვებს,ძვირფას ფერწერულ ტილოებს,ფულს და ა.შ.
დიდი ზიანი მიაყენეს ხორვატიას,სერბეთს,პოლონეთს და სხვა ქვეყნებს.
არსებობს მოსაზრება,რომ გერმანელებმა რუსეთიდან გაიტაცეს უძვირფასესი საგანძური-“ქარვის ოთახი”,რომელიც მთლიანად ოქროში და ქარვაში იყო ჩასმული.
ეს სიმდიდრე კი გროვდებოდა ბერლინში,ცენტრალური ბანკის საცავებში.ეს სიმდიდრე ცნობილია როგორც “ჰიტლერის ოქრო”.

როგორც ვთქვი ეს ქონება დაიკარგა.არსებობს მრავალი მოსაზრება თუ სად შეიძლება წაეღოთ ეს ქონება.გაგაცნობთ რამოდენიმე გავრცელებულ მოსაზრებას.

1.დამარხულია სოფელ Deutschneudorf_ში.გერმანია.

არსებობს მოსაზრება იმის შესახებ,რომ ჰიტლერმა ხელქვეითებს დაავალა რათა მათ ეს სიმდიდრე გადაეტანათ გერმანიის ერთ-ერთ სოფელში.ჰიტლერი ფიქრობდა რომ მესამე რეიხის იმპერიის დაცემა დასასრული არ იყო და ეს სიმდიდრე დაეხმარებოდა მას გერმანიის ძველი დიდების დაბრუნებაში,მაგრამ არ გამართლდა ეს.
ეს სოფელი იმით იყო ცნობილი რომ აქ მოიპოვენდნენ წიაღისეულს და მრავლად იყო შახტები და გვირაბები.ძებნამ რაღაც შედეგი გამოიღო და სიმდიდრის მცირე ნაწილი იპოვეს,მაგრამ ეს მიზერული ნაწილი იყო მთლიან სიმდიდრესთან შედარებით.

2.ინახება ტბა ტოპლიცის ფსკერზე.ავსტრია.

ავსტრიის ამ ლამაზ ტბის მიდამოებში ხშირად იკრიბებოდნენ გერმანელი მაღალჩინოსნები.ტბის სიახლოვეს იყო საცავი სადაც საიდუმლო ყუთები ინახებოდა და 1945 წელს ეს ადგილი როცა მოკავშირეების ხელთ გადავიდა ეს ყუთები აღარ დახვდათ.
გაჩნდა ეჭვი,რომ ეს იყო სწორედ ის სიმდიდრე.შემდეგ კი მივიდნენ იმ აზრამდე,რომ ეს ყუთები ტბის ფსკერზე იქნებოდა.ამ აზრმა გაამართლა და მართლაც იპოვეს დაახლოებით 72 მილიონამდე ღირებულების ფული და ძვირფასეულობა,მაგრამ ეს დიდი ვერაფერი იყო რადგან მთლიანი ქონება 3 მილიარდს აჭარბებდა.

3.ესპანეთი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მეკავშირე იყო,რომელსაც სათავეში ედგა გენერალი ფრანკოს ფაშისტური რეჟიმი.1993 წელს აშშ_ის ცსს(ცენტრალური სადაზვერვო სამსახური) თანამშრომელმა რადიოს ეთერში განაცხადა,რომ ის ფლობდა ინფორმაციას თუ სად გაქრა ეს სიმდიდრე.ის ამბობდა,რომ ომის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე გერმანელებმა ესპანეთში გაიტანეს ეს ქონება და და საპორტო ქალაქების გამოყენებით გაიტანეს სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში(სახელდებოდა ჩილე და არგენტინა).
ამ ვერსიას ისიც ამყარებს,რომ ომის შემდეგ ბევრი ძებნილი,ფაშისტი დამნაშავე სამხრეთ ამერიკაში იმალებოდა,ისინი იცვლიდნენ სახელს,გარეგნობას და სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველად ცხოვრობდნენ.მათ ჰქონდათ იმედი რომ გერმანიაში ისევ ფაშისტურ წყობას დაამყარებდნენ და დამარცხებულ მესამე რეიხს ახალი მეოთხე რეიხი შეცვლიდა.

4.შვეიცარიის ბანკების მეშვეობით ფაშისტების სიმდიდრე აქტიურად “მოძრაობდა”.არის ვერსია რომ დაახლოებით 400 მილიონამდე დოლარი ღირებულების ოქრო გერმანიისგან შვეიცარიის ბანკებმა შეისყიდეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.ასეთი ბრალდებები არსებობს პორტუგალიის,შვედეთისა და ვატიკანის ბანკების მიმართაც.
ამ ეჭვების გასაქარვებლად ვატიკანის გარდა ყველა დასახელებულმა ქვეყანამ გახსნა ანგარიშები,შემოწმების შედეგად ვერაფერი საეჭვო ვერ აგმოაჩინეს,მაგრამ ეჭვი მაინც რჩება.
ვატიკანი კი უარს აცხადებს ანგარიშების გახსნაზე.

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close