არქივი

20 ნიშანი ხარ თუ არა შეყვარებული

83f7c8b2c83f

1, მის დანახვაზე მოუსვენრობა გემართება და დალაგებული ტექსტი გერევა, იბნევი და არ იცი რა თქვა.

2, მის გარემოცვაში შენ იბნევი და ინაზები, თუმცა სხვა დროს თავდაჯერებული ხარ და მიგაჩნია რომ ეს ძველმოდური გრძნობა ”სიყვარული” შენ არ გემუქრება.

3, კითხვა ”ნეტა როგორ გამოვიყურები?” სულ თავში გიტრიალებს როცა მასთან შესახვედრად ემზადები და მაშინაც კი როცა ერთად ხართ.

4, თვითოეულ მის შეკითხვაზე იბნევი და ბორძიკობ არ იცი როგორ უპასუხო, შემდეგ ძალის მოკრეფა გიწევს რომ დალაგებულად გასცე პასუხი. ან ისეთ პასუხს სცემ რომ შენ თვითონვე დამორცხვებული ეკითხები, ”გასაგებად აგიხსენი? თუ ვერ…..”

5, სხვა მამაკაცებთან თამამი ხარ, თავისუფლად ხუმრობ, არ გეშინია, რომ მათ რაიმე ეწყინებათ. მასთან კი ფიქრობ თვითოეულ სიტყვაზე ”ვთქვა თუ არა?, რომ ეწყინოს? ”.

6, წვეულებაზე მის დანახვაზე მოსვენებას კარგავ, ფიქრობ მიხვიდე თუ მას დაელოდო, ჯერ მან შეგამჩნიოს, გამოიცეკვო? მერე არ იფიქროს რომ აეკიდე, და სხვა მამაკაცისკენ მიემართები.

7, მის გვერდით სხვა გოგო შეამჩნიეთ, ნებისმიერი, მახინჯი თუ ლამაზი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა. შენ აანალიზებ: ”რათქმაუნდა ის არ იქნება მარტოხელა” შენ ეჭვიანობ და შენი ხასიათი მაშინვე ფუჭდება.

8, მასთან საუბრის შემდეგ შენ იწყებ დიალოგის გაანალიზებას. უკვირდები რა გითხრა მერე შენ რა უპასუხე, გახსენდება რომ რაღაცაზე უადგილოდ გაგეცინა დაბნეულობისაგან ბრაზდები საკუთარ თავზე, ”რა შტერი ვარ რამ გამაცინა ის ხომ იფიქრებს რომ მე სულელი ვარ”

9, როდესაც მიდიხარ იქ სადაც ის გეგულება, შენ საგულდაგულოდ არჩევ რა ჩაიცვა, როგორი მაკიაჟი გაიკეთო, მიდიხარ სალონში და ყველანაირად ცდილობ გახდე ”მის მომხიბვლელობა”.

10, შენ შემთხვევით ხვდები მას, მაშინ როცა უბრალოდ სახლის ფორმაში გამოწყობილი, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე მაღაზიაში ჩადიხარ. ”რა საშინელებაა, ეს რა დამემართა, რაღა ეხლა შემხვდა, მოწესრიგებული მაინც ვყოფილიყავი” ხასიათი საშინლად გიფუჭდება.

11, საუბარში მან რომელიმე წიგნი ახსენა და ზოგადად გამოთქვა მასზე დადებითი აზრი, შენ მაშინვე შემოივლი ყველა მეგობარს და მაღაზიას ამ წიგნის საშოვნელად და ერთ ამოსუნთქვაზე კითხულობ. კითხულობ და ერთ ერთი გმირში მას ხედავ, მეორეში კი შესაძლოა საკუთარ თავს ეძებ და გგონია, რომ მის შესახებ ისეთი რამ შეიტყვე რაც სხვამ არ იცის.

12, მასთან შესახვედრად წასვლას აპირებ და ჩანთაში შენს საყვარელ სურათებს დებ, ”ნუ რა იცი რა ხდება…იქნებ დათვალიერება მოუნდეს”

13, შენ ყურადღებით უსმენ ყველას ვინც ერთ სიტყვას მაინც იტყვის მასზე, გაინტერესებს ყველაფერი, ვინ არიან მისი მშობლები, ვის ხვდებოდა ის შენამდე…

14, შენ აქტიურად იწყებ სიარულს მკითხავებთან, უაზროდ შლი კარტს მის სახელზე და თუ ამოგივიდა _ ”შენ ის მიგატოვებს”, მაშინ ხელახლა იწყებ კარტის გაშლას მანამ, სანამ არ ამოვა-”ის შენი ბედია სიკვდილამდე”.

15, როგორც კი გაიგებ მისი ზოდიაქოს ნიშანს, მაშინვე აკვირდები ეწყობით თუ არა ერთმანეთს.

16, თუ იცი რომ ის წუთიწუთზე მოვა იქ სადაც შენ ხარ, მაშინვე გასწორდები, ფეხს ფეხზე გადაიდებ და ქვედაბოლოს ოდნავ ზევით აწევ, ან დეკოლტეს გაიღრმავებ.

17,თუ იცი რომ დღეს უნდა ნახო, შენ იღვიძებ ადრიანდ და მხიარულად. ქუჩაში გამოდიხარ ლაღი ღიმილით და გარემოც ბევრად მხიარული გეჩვენება. თითქოს ყველა ბედნიერია.

18, ხანდახან შენ წარმოიდგენ თუ როგორ გკოცნის და გეფერება ის, თუმცაღა ის დღესდღეობით მხოლოდ გიღიმის.

19, როდესაც შემთხვევით ან შეგნებულად ის ხელზე გეხება, ჟრუანტელი გივლის და ისეთ სითბოს გრძნობ, რომ გინდა ეს წამი სამუდამოდ გააჩერო.

20, შენ გაინტერესებს ისეთი სტატიები როგორიცაა ”როგორი ქალები მოწონთ მამაკაცებს”, ” 20 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ყურებამდე შეყვარებული ხართ”, ასევე აქტიურად ავსებთ ტესტებს მაგალითად – ”რამდენად სექსუალური ხართ”……

წყარო : 4love.ge

მსგავსი ამბები

Back to top button