საკითხავისასარგებლო

საზვერეები…


ყოველ ქრისტიანს წმინდა ნათლისღებისას უფალი მფარველ ანგელოზს უგზავნის, რომელიც უხილავად იცავს მას ბოროტისაგან და სიკეთის გზაზე მიუძღვის.იგი ადამიანის კეთილ საქმეებს იწერს.მაგრამ არსებობს ბოროტი ანგელოზი,რომელიც ჩვენს ბოროტ ქმედებებს თვალს ადევნებს და ინიშნავს კიდეც.
ყველას უნდა გვახსოვდეს იმ საშინელი დღის შესახებ,როდესაც ცოდვები მოგვეკითხება.სულს გარდაცვალებიდან მესამე დღეს საზვერეების გავლა მოუწევს.იქ მას ეშმაკები ელიან,ახსენებენ და პასუხს სთხოვენმის მიერ ჩადენილ ნებისმიერ უხამს საქციელზე,ისეთზეც,რომელიც ადამიანს არც კი ახსოვს.სულს ამ რთულ გზაზე მფარველი ანგელოზიც ახლავს და მის დაცვას ცდილობს.სწორედ სიოცხლეში ქმნილმა სიკეთემ და ახლობლების ლოცვამ უნდა გადაალახინოს სულს ეს საზვერეები.თუ ადამიანმა სიცოცხლეშივე აღიარა ცოდვები და გულით მოინანია ისინი,საზვერეებში ეს ცოდვები აღარ მოეკითხება.

I საზვერე – უქმად მეტყველებისა და უხამსი ლაპარაკის ცოდვა (აქ ყველაფერზე მოთხოვენ პასუხს,რაც კი ოდესმე ცუდი უთქვამს,თუკი ვინმესთვის დაუცინია და სხვა)
II საზვერე – სიცრუის ცოდვა.
III საზვერე – განკითხვისა და ცილისწამების ცოვა.
IV საზვერე – ნაყროვნებისა (მარხვის გატეხა,ულოცველი ჭამა) და მემთვრალეობის ცოდვა.
V საზვერე – სიზარმაცის ცოდვა.
VI საზვერე – ქურდობის ცოდვა.
VII საზვერე – სიძუნწისა და ვერცხლის მოყვარეობის ცოდვა.
VIII საზვერე – მექრთამეობის ცოდვა.
IX საზვერე – ტყუილისა და ცუდმედიდობის ცოდვა.
X საზვერე – შური.
XI საზვერე – ამპარტავნება.
XII საზვერე – მრისხანება.
XIII საზვერე – ძვირსხსენების ცოდვა. (ავის ლაპარაკი)
XIV საზვერე – ავაზაკობის ცოდვა.
XV საზვერე – ჯადოქრობისა და მკითხაობის ცოდვა.
XVI საზვერე – სიძვის ცოდვა.
XVII საზვერე – მრუშობის ცოდვა.
XVIII საზვერე -სოდომის ცოდვა.(აქ სისხლის დაღვრა და ყოველგვარი უკუღმართი საქმეები)
XIX საზვერე – კერპთაყვანისმცემლობისა და ყოველგვარი მწვალებლობისა.
XX საზვერე – ულმობელობა და ყოველგვარი სისასტიკე.

თუ ამ საზვერეებს გადალახავს სული,სასუფეველში მოხვდება..
და შენ გადალახავ??

წყარო: ჟურნალი კარიბჭე

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close