ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

იაპონელი ბავშვი მშობლებმა შიმშილით მოკლეს

შიმშილისაგან სიკვდილის პირას მისული 5 წლის ტომოკი იოსიდა ქალაქ საკურაის ოჯახური საკითხების განმხილველი ცენტრის თანამშრომლებმა, საკუთარ სახლში იპოვნეს, სადაც იგი მშობლებთან და 4 წლის დასთან ერთად ცხოვრობდა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატარა დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ამ ეტაპზე ბიჭუნას მშობლები დაკავებულები არიან, საკუთარი საქციელი კი იმით ახსნეს, რომ ბავშვი მათში ”სიყვარულს არ იწვევდა”.

საავადმყოფოში მიყვანისას ხუთი წლის ბიჭუნას სიმაღლე 85 სანტიმეტრი იყო, რაც ორი წლის ბავშვის სიმაღლეს შეესაბამება, წონა კი 5 წლის მოზარდის შესაბამისი წონის მხოლოდ ერთ მესამედი ჰქონდა.

ტომოკის დედამ დანაშაული აღიარა. ჩვენებაში მან განაცხადა, რომ იანვრის შემდეგ, ბავშვს მხოლოდ ოცდაოთხ საათში ერთხელ კვებვავდნენ, ბოლო ორი კვირის მანძილზე კი მას დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეეძლო და მხოლოდ წყალს ასმევდნენ.

გარდა ამისა პატარას სხეულზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს.

რაც შეეხება მეზობლებს, მათ დაკითხვისას განაცხადეს, რომ საერთოდ არ იცოდნენ თუ წყვილს ორი ბავშვი ჰყავდა, რადგან გარდაცვლილის მშობლებს, ქუჩაში მხოლოდ გოგონასთან ერთად ხედავდნენ. თუმცა ტომოკის სახლის ქვეშ მცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ მუდმივად ესმოდათ ბავშვის ტირილიდა ყვირილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეწყდა.

მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: http://www.ambebi.ge

დაშტერებული ვარ :wtf: :wtf:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close