გასართობისაკითხავიუცნაური

ყველაზე იდიოტური დანაშაულები VOL 2.0

წარმოგიდგენთ ყველაზე დეეეეეეებილ დამნაშავეებს

ცელქობა პოლიციის მანქანით

სასარგებლო ინფორმაცია კრიმინალებისთვის: მანქანას, რომელსაც სახურავზე ლურჯი და წითელი ნათურები აქვს, ეწოდება პოლიციის მანქანა.

ეს ინფორმაცია შეიძლება თავის დროზე გამოდგომოდა პენსილვანიელ დამნაშავეს, რომელიც პოლიციის ოფიცერმა პოლიციისავე მანქანის მოპარვისთვის დააკავა. თუნდაც მანქანის სახურავზე არ ყოფილიყო პოლიციის ნათურები, დამნაშავე მაინც იმსახურებს ადგილს ამ სიაში: პოლიციის მანქანა მან პოლიციის განყოფილების ეზოდან მოიპარა.

დაზარალებული “ბარიგა”

არის მომენტები როცა აუცილებელია პოლიციაში დარეკვა, და არის მომენტები როცა სანამ დარეკავ მანამ უნდა დაფიქრდე. მიჩიგანის შტატში 54 წლის ქალბატონმა პოლიციას შეატობინა რომ ქურდები მის სახლს ძარცვავდნენ. ადგილზე მისულ პოლიციას ქურდები უკვე წასული, მაგრამ დასაპატიმრებელი ობიექტი ადგილზე დაუხვდათ. ამ ქალბატონს მარიხუანას საკმაოდ დიდი საწარმო ჰქონდა მოწყობილი სახლში. სწორედ მისი ნაწილი წაიღეს ქურდებმა

გაწბილებული

სამხრეთ კაროლინაში პოლიციის განყოფილებაში აღელვებული მამაკაცი მივიდა და კატეგორიულად მოითხოვა რომ მოეძებნათ და დაეპატიმრებინათ ნარკოტიკებით მოვაჭრე, რომელმაც მას სუფთა კოკაინის ფასად დაბალი ხარისხის კოკაინი მიყიდა

რჯულზე უმტკიცესი ჩვეულება

შუამდგომლობა და ვადაზე ადრე განთავისუფლების თხოვნა და ამასთანავე დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9600 დოლარით არც საქართველოში ითვლება სულელურად და არც ტეხასის შტატში ჩაითვლებოდა მაგრამ ეს ყველაფერი ცოტათი უკეთესად დამთავრდებოდა, მსჯავრდებულს ამ 9600 დოლარის გადახდა თავისივე გაკეთებული ყალბი ჩეკით რომ არ ეცადა. ამ “გმირული” საქციელით მან არათუ მოიკლო პატიმრობის ვადა, არამედ 2 წელი მიიღო “ბონუსად” :)

ბონი და კლაიდი?

შესაძლებელია ამ საქსონელმა კრიმინალურმა წყვილმა შემდეგ “საქმეზე” წასვლამდე მოიმარაგონ GPS-ით აღჭურვილი აპარატურა, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ეს ვერ გაითვალისწინეს. ნაქურდალით სავსე მანქანით პოლიციის ოფიცერს მიადგნენ ტრასაზე და გზას ეკითხებოდნენ. პოლიციელი დააეჭვა მანქანაში ნივთების “სიმრავლემ” და როცა გაირკვა რომ მისი ეჭვი არცთუ ისე უსაფუძვლო იყო ორივე დამნაშავეს ციხეში ამოაყოფინა თავი

შემდგომში წერილიც დატოვეთ

რა ვუყოთ რომ საბანკო ავტომატების გატეხვა ძალიან ძნელია. ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კენტუკის შტატში ორმა გენიოსმა დამნაშავემ შესანიშნავი მეთოდი მოიფიქრა: მათ ჯაჭვის ერთი ბოლო ბანკომატზე მიამაგრეს, ხოლო მეორე ბოლო საკუთარი მანქანის ბამპერზე. როცა მანქანის დაძვრა სცადეს, ბანკომატი ადგილიდან ვერ დაძრეს და ამან საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია, მათ შეეშინდათ და ბოლომდე “დაგაზეს”. შედეგად მანქანა თავისი პატრონებიანად გაუყვა თავის გზას, ხოლო ბამპერი თავის ნომრიანად დარჩა ბანკომატზე ჯაჭვით მიბმული. ნომრის მიხედვით პოლიციას არ გასჭირვებია დამნაშავის პოვნა.

აი ამან დატოვა წერილი :yes:

კიდევ ერთმა პროფესიონალმა მძარცველმა, დემეტრიუს რობინსონმა, მინიმარკეტის გაძარცვა გადაწყვიტა, აასრულა კიდეც მაგრამ სანამ კლიენტების წასვლას ელოდებოდა, აღარ იცოდა მოწყენილობისგან რა ექნა და იქვე მაღაზიაში სამუშაოდ მიღების ანკეტის შევსებას შეუდგა სადაც თავისი ნამდვილი სახელიც ჩაწერა, ბიძამისის ტელეფონის ნომერიც და დაყაჩაღების შემდეგ იქვე დატოვა. როგორ ჩაიარა სამსახურში მიღებაზე გასაუბრებამ ეს ჯერჯერობით უცნობია ;)

უნდა და რა ქნას?!

ლატრისა გუდმენი სასტიკად განრისხდა ადგილობრივ მაკდონალდსზე როდესაც მათ მისი საყვარელი Chicken Nuggets გაუთავდათ. იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველი იყო გოგონას აღშფოთება რომ ემო არ გახდა, მაგრამ 911-ში დარეკა მაკდონალდსის კრიმინალური ქმედების ბრალდებით, თან არა ერთხელ არამედ მანამ, სანამ თავი არ მოაბეზრა მათ და თავად არ აღმოჩნდა დაკავებული.

«В постели с врагом»

დალია დიპილატოს ქორწინებაში არ გაუმართლა (მე თუ მკითხავთ არც სახელ-გვარში, რაღაც ტამტამის ხმას მაგონებს :D ), ის ძალიან უბედურად გრძნობდა თავს თავის ქმართან და ერთხელაც მისი “გასაღება” გადაწყვიტა. ქმრის მკვლელობის გეგმა მან ერთ მამაკაცთან დაამუშავა, რომელიც მან ქილერად ჩათვალა მაგრამ ის კაცი პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა. დაკავებისას დალიას ბოროტად ეხუმრნენ: მოატყუეს რომ მისი ქმარი მოკლეს და ჩვენებისთვის იბარებდნენ, დაკითხვის ოთახში კი მას სიურპრიზი მოუწყვეს მისი “აწ გარდაცვლილი” ქმრის სახით.

პირველობის პოტენციური პრეტენდენტი “ფორბსის” რეიტინგში

ჩარლზ რეი ფულერი მოპარული ჩეკის განაღდებას ცდილობდა როცა ის დააკავეს. “დიდი ამბავი” შეიძლება იფიქროთ, მაგრამ ბანკის თანამშრომლები ასე ნამდვილად არ ფიქრობდნენ და მართლებიც იყვნენ, ჩეკი, რომლის განაღდებასაც ჩარლზი ცდილობდა, 360 მილიარდ დოლარზე იყო გამოწერილი.

ავტორი: Velociraptor™

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close