1947 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო პოლარული რკინიგზის ხაზის მშენებლობის გადაწყვეტილება.მისი საერთო სიგრძე იქნებოდა 1263 კმ.ამ მშენებლობის ინიციატორი სტალინი იყო.გადაწყდა რომ რკინიგზის ხაზის გასაყვანად პატიმრები გამოეყენებინათ(მათი უმეტესობა პოლიტპატიმარი იყო).
პროექტის მიხედვით რკინიგზის ხაზი დააკავშირებდა ორ ქალაქს:სალეხარდსა და იგარკას(ორივე მდებარეობს პოლარულ წრესთან და მუდამ დაბალი ტემპერატურა და ყინვებია)
ხაზის გაყვანაზე დაახლოებით 80 000 ადამიანი მუშაობდა,მძიმე პირობების გამო ბევრი მათგანი დაიღუპა.
1953 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ ეს პროექტი შეაჩერეს,ხოლო ის პატიმრები რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდა გაანთავისუფლეს.
პროექტის შეჩერების შემდეგ რკინიგზის მსენებლობა აღარ განახლდა,მიუხედავად იმისა რომ რკინიგზის ხაზის ნაწილი მზად იყო და მატარებლებიც მოძრაობდა.
ეს რკინიგზა დღეს მიტოვებულია,შემორჩენილია მშენებლობის პერიოდის ტექნიკა და სხვა საგნები.
ამ ადგილს კი “მკვდარი გზა” უწოდეს.
აი ყოველივე ამის ამსახველი ფოტოები…