გართობაკულტურა

ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი…

51689c100da1
თანამედროვე კონკია ოჯახს ანგრევს…
თანამედროვე კონკიად აღიარებული რუსი ტოპმოდელის ნატალია ვოდიანოვას შესახებ ამ ბოლო დროს საკმაოდ უსიამოვნო ამბავი გავრცელდა – როგორც ფრანგული პრესა ირწმუნება, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი თავის ქმარს, ბრიტანელ ლორდსა და მილიარდერ ჯასტინ პორტმანს ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შორდება.
e4d498f419a5
ნატალიასა და ლორდის ქორწინება აქამდე სამაგალითოდ მიიჩნეოდა. სანამ ნატაშა წარმატებულ კარიერას იკეთებდა, ჯასტინი მას თან დაჰყვებოდა მთელ მსოფლიოში და ყველანაირად მხარში ედგა ცნობილ მეუღლეს. ერთად ათი წელი იცხოვრეს. სამი შვილი ჰყავთ – 8 წლის ლუკასი, 4 წლის ევა და 2 წლის ვიქტორი. როგორც ახლა აღმოჩნდა, ნატალიამ განქორწინება გადაწყვიტა, ხოლო თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, უკვე კარგა ხანია ქმართან არ ცხოვრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნატალია ამჟამად ქმარზე არანაკლებ მდიდარია – პოდიუმზე, ფოტოსესიებსა და სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობით წელიწადში დაახლოებით 5 მლნ დოლარის ოდენობის შემოსავალი აქვს.
783d4adab26b
რა გახდა წყვილის დაცილების მიზეზი, არ ვიცით :( მაგრამ ერთი რამ არის ცნობილი რომ, ნატაშამ ბარგი ჩაალაგა და ბავშვებთან ერთად პორტმანების საგვარეულო სასახლიდან გადავიდა…იმასაც ამბობენ რომ, მისი ახალი შეყვარებული რუსი ბიჭია, ახალგაზრდა ოლიგარქი :)
12b11011d25d
ვინც არ იცის ამ მზეთუნახავის ისტორია ეხლა გიამბობთ თქვენი თამთა ბებო :D :ცნობილი “კონკია” წარმოშობით ნიჟნი ნოვგოროდიდანაა და მისი ბიოგრაფია სამოდელო ბიზნესში წარმატებაზე მეოცნებე ნებისმიერმა გოგონამ ზეპირად იცის.

სუპერმოდელს არასდროს დაუმალავს, რომ სიღატაკეში გაიზარდა, დედას ორი უმცროსი დის აღზრდაში ეხმარებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი ბავშვობიდან იტანჯება დამბლის მძიმე ფორმით. 16 წლის ადგილობრივი სამოდელო სააგენტოს სკაუტმა შენიშნა და ერთ-ერთი ფრანგული სააგენტოს კასტინგზე მიიწვია მოსკოვში. იქიდან პირდაპირ პარიზში მოხვდა. 2001 წელს ჟურნალმა W-მ მას სამოდელო ბიზნესის ყველაზე დიდი სენსაცია უწოდა.

მერე წარმატებით გათხოვდა ბრიტანელ მილიარდერ ლორდზე. მაშინ ინგლისური არც კი იცოდა ნორმალურად და მოგვიანებით იხსენებდა, რომ ენა ქმარმა ასწავლა.

შვილის დაბადებიდან ერთ თვეში ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე გამოჩნდა. 2002 წელს ყველაზე მოთხოვნადი მოდელი აღმოჩნდა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე – 12 დიზაინერის ჩვენებაზე გამოჩნდა. იმავე წელს კელვინ კლაინის რეკლამაში გადაღებით ამ ბრენდის არსებობის განმავლობაში ყველაზე ძვირად ღირებულ სახედ იქცა – თავის სამუშაოში წინამორბედებზე, ბრუკ შილდსსა და კეიტ მოსზე გაცილებით მეტი ჰონორარი მიიღო.დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ მოდელებს შორის მეშვიდე ადგილზეა.
3396c07fc8c1

წყარო: ჟურნალი ,,რეიტინგი”

მსგავსი ამბები

Back to top button