ვიდეოებისაკითხავისურათები

ჩერნობილის კატასტროფა…


ჩერნობილის შესახებ საიტზე არსებულ პოსტებს გადავხედე და ტრაგედიის მიზეზებზე,მასშტაბებზე არაფერი დაწერილა,მხოლოდ რამდენიმე ათეული ფოტო მასალაა,ამიტომ გადავწყვიტე შემევსო ეს ვაკუუმი და ცოტა რამ მეთქვა ამ ტრაგედიაზე.
1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში მოხდა ატომური რეაქტორის აფეთქება,რამაც უდიდესი ატომური კატასტროფა გამოიწვია,რომლის შედეგებსაც დღესაც იმკის უკრაინის მოსახლეობა და არა მარტო ისინი.
ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგური საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იყო თავისი პოტენციალით.
აფეთქების შედეგად გარემო დაბინძურდა ისეთი რადიოაქტიური ნივთიერებებით როგორიცაა-ურანის იზოტოპი,პლუტონიუმი,სტრონციუმი და ა.შ.ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე დაიგეგმა რეაქტორის მეოთხე ენერგობლოკის სიმძლავრის შემცირება.26 აპრილს რეაქტორის სიმძლავრის შემცირების დროს მომსახურე პერსონალმა დაუშვა შეცდომა,რამაც საბოლოოდ კატასტროფამდე მიიყვანა საბჭოთა კავშირი და არა მარტო.მსოფლიოში მანამდე და არც შემდეგ ასეთი მასშტაბის ატომური კატასტროფა არ დაფიქსირებულა(ეს ატომური კატასტროფა ბევრად უფრო მძიმეა ვიდრე ჰიროსიმა-ნაგასაკის ბირთვული დაბომბვა აშშ_ს მიერ).

ჩერნობილის რეაქტორიდან გამოყოფილმა რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა დაიწყეს გადაადგილება ბელორუსიის,რუსეთის,საქართველოს,აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ქვეყნებისაკენ.ჩერნობილის მიდამოებიდან ევაკუირებულ იქნა 200 000 ათასამდე ადამიანი.აფეთქებას მცირე მსხვერპლი ახლდა,მაგრამ რადიაციის ფონმა კი უდიდესი ტრაგედია გამოიწვია და მსხვერპლმა მატება დაიწყო.

აფეთქებისთანავე საბჭოთა ხელისუფლებამ დაიწყო ტრაგედიის ლიკვიდატორთა მობილიზაცია,დაახლოებით 600 000 ადამიანი პრაქტიკულად გაწირეს და ჩერნობილის “მკვდარ ზონაში” გაამწესეს ტრაგედიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩასატარებლად.

ამ 600 000 ადამიანმა დასხივების დიდი დოზა მიიღო და მათი 10 %(60 000) შემდგომ წლებში დაიღუპა და 165 000 კი დასახიჩრდა და დაინვალიდდა.

ტრაგედიის მასშტაბების მოკლე მიმოხილვის შემდეგ შემოგთავაზებთ რამოდენიმე ფოტოს და ვიდეოს ჩერნობილის ტრაგედიაზე.

ზოგიერთი ვიდეო შეიცავს ისეთ მატერიალს რომ სუსტი გულის პატრონებს არ ვურჩევ ყურებას.

ტრაგედიის შემდეგ 1987 წელს რეაქტორის სამი ბლოკი ამუშავდა,მაგრამ საბოლოოდ მაინც გადაწყდა დახურვა(დაკონსერვება) ჩერნობილის ატომური რეაქტორისა.
ამჟამად ჩერნობილის ატომური სადგურის დაკონსერვებულია,აშენებულია სპეციალური დამცავი სარკოფაგი.ეს სარკოფაგი საჭიროებს შეკეთებას,ამისთვის 2004-2007 წლებში ჩატარდა ტენდერი და გაიმარჯვა ფრანგულმა კომპანია Novarka,რომელიც ვალდებულია შეაკეთოს ეს სარკოფაგი, რათა არ მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების ისევ გარემოში გამოყოფა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close