არქივი

საკვები დანამატი – E


მოცემულ პოსტში გაეცნობით საკვები დანამატების ავს, კარგს, მათ დანიშნულებასა და შედგენილობას :)
ალბათ ბევრი ჩვენგანი მაღაზიაში შესვლისას მხოლოდ ნაყიდი პროდუქტის სახელით და უკეთეს შემთხვევაში ვარგისიანობის ვადით ინტერესდება. შეფუთვაზე არის ინფორმაცია პროდუქტის შედგენილობაზეც, თუმცა მასზე დატანილი ციფრები (საერთაშორისო ციფრული სისტემა) ამ სისტემაში გაუცნობიერებელი მოქალაქისათვის ჩინურად ჟღერს.

გადავწყვიტე ძირითადი თვისებურებები გაგაცნოთ :
000wbbb1
პროდუქტის შემადგენლობაზე დაწერილი ასო –E ნიშნავს “ევროპას” ხოლო მომდევნო ციფრები აღნიშნავს საკვები დანამატის ტიპს.

1-ზე დაწყებული კოდი აღნიშნავს საღებავს;
2-ზე დაწყებული -კონსერვანტს;
3-ზე დაწყებული – ანტიმჟავურს (ეწინააღმდეგება მალფუჭებადი პროდუქტის გაფუჭების პროცესს)
4-ზე დაწყებული – სტაბილიზატორს (ინახავენ პროდუქტის კონსისტენციას)
5-ზე დაწყებული – ემულგატორს (ინახავენ პროდუქტის სტრუქტურას)
6-ზე დაწყებული – არომატის და გემოს გამაძლიერებელს
9-ზე დაწყებული – ნივთიერება, რომელიც უშლის ხელს პროდუქტში ქაფის წარმოქმნას პროდუქტში.
(7 და 8 არ გამომრჩენია, უბრალოდ არ არსებობს :D :D )

000wceyg

აკრძალული დანამატები (დანამატები, რომლებსაც ორგანიზმისათვის ზიანი მოაქვს) :
E121 – ციტრუსის წითელი საღებავი;
E123 – წითEლი ამარანტი (საღებავი)
E216- პარაბენთა ჯგუფის ჰიდროქსიბენზონური მჟავა (კონსერვანტი)
E240 – ფორმალდეჰიდი (კონსერვანტი)

საკვები დანამატები რომლებიც მოცემული მომენტისათვის გადიან ტესტირებას, მაგრამ მათი ქმედების შესახებ ზუსტი დასკვნა არ არსებობს :
E127 -ერითროზინი;
E154 – რუხი FK (??) ;
E173 – ალუმინი;
E180 – ლალის ფხვნილითВК ;
E389 – დიპროპინებული მჟავა ;
E512 -თუნუქის ორვალენტიანი ქლორიდი ;
E537 – რკინის ჰეკსაციომანგანატი ;
E557 -თუთიის სილიკატი ;
E912 -მურაქვანახშირის ცვილის ეთერ-მჟავა ;
E914 – მჟავური პოლიეთინელური ცვილი
E916 – კალციუმის იოდატი ;
E917 – კალიუმის იოდატი ;
E918 – აზოტის ოქსიდი ;
E919 – ნიტროზილ ქლორიდი ;
E922 – კალიუმის სულფატი ;
E925 – ქლორი ;
E926 – ქლორიდ დიოქსიდი ;
E929 – აცეტონის პეროქსიდი

სხვა დანამატების დახასიათება :
საშიში :E102, E110, E120, E124
საეჭვო : E104, E122, E141, E150, E161, E173, E180, E241
კანცეროგენები : E131, E142, E210-217, E239, E330
ვიტამინ B12-ის დამშლელები : E220
კანის ფუნქციის დამრღვევები : E230, E231, E233
ჰიპერტონიის გამომწვევი (გვერდით მოვლენად) :E250
ქოლესტერინის შემკავებელი (სისხლძარღვებში მის დაგროვებას უწყობს ხელს) :E320, E321
აფერხებს საჭმლის მონელების პროცესს : E338, E340, E341, E407, E450, E461-463, E465, E468, E477

საკვები დანამატების კლასიფიკაცია არის სურათზეც გასადიდებლად დააჭირეთ აქ

პ.ს. თქვენ ჯანმრთელობაზე ინტერნეტ სამყაროდან იზრუნა lylite-m

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button