ყველაზე წარმოუდგენელი გადარჩენის ფოტო-სურათები…
უიღბლო მძღოლს სასწაულებრივად გაუმართლა და გადარჩა, როდესაც მისი ფურგონი კლდის კიდეზე გაჩერდა ორი ბორბლით; ჯერჯერობით დანიელ ლაიონსი( Daniel Lyons) დარჩა დაკიდული თავისი მანქანით ხრამის თავზე და ელოდება მაშველების მოსვლას; ეს მოხდა კოლორადოში, მთის გზაზე (mountain road);
ჩინელ წყვილს გაუმართლა და მოახერხა თავიდან აეცილებინათ 20 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდნა მძღოლის შეცდომის გამო, რომელმაც ტორმუზის ნაცვლად, გაზს დააჭირა ფეხი ; საბედნიეროდ, მან დროზე გამოასწორა სიტუაცია და ავტომობილი დაეკიდა კედლის კიდეზე;
კიდევ ერთი ჩინელი კაცი სასწაულად გადაურჩა შუა გზაზე მოულოდნელად გაჩენილ 6-მეტრიან ორმოში თავისი საკუთარი მანქანით ჩავარდნას;
ეს შემთხვევა მოხდა ჩინეთის პროვინციაში -Sichuan, სადაც მეწყერმა ხიდის დიდი ნაწილი ჩაანგრია, და ეს სატვირთო ყველაზე საოცრად დარჩა უფსკრულის ზღვარზე;
ჩინეთის ქალაქ Changchun-ში მცხოვრებმა , 57 წლის შან დანმა (Shan Dan) შემთხვევით ტორმუზის ნაცვლად , გაზს დააჭირა ფეხი; საბედნიეროდ, ძალიან გაუმართლა და მანქანა ნახევრად დაეკიდა კედლის კიდეზე…
ხე ქარმა წააქცია და კინაღამ გაიტანა ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები და მათი პატარა ორი შვილი იმყოფებოდა…