კულტურა

ადამიანის ასაკის განმსაზღვრელი ბრელოკი

2551d49fb11f
იაპონელები ცნობილნი არიან იმით, რომ ისინი ისეთ გაჯეტებს უშვებენ, რომელთა დანიშნულება და პოტენციური მყიდველიც შვიდი ბოქლომით დაბეჭდილი საიდუმლოა. ამჯერადაც, მათ შექმნეს “ბრელოკი, რომლის დანიშნულებაც ადამიანის ასაკის განსაზღვრაა.

მოქმედების პირნციპი მარტივია – მსმენელს ყურთსასმენით მაღალი სიხშირის ხმა მიეწოდება, რომელიც კოღოს წუილს ჰგავს. ხმის ინტენსიობის მიხედვით და ადრესატის მისი გაგების შესაძლებლობის მიხედვით დაახლოებითი ასაკი გამოითვლება. რაც უფრო დიდია ადამიანი – მით ნაკლები ესმის.

წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ვის შეიძლება დასჭირდეს იგი – ალბათ მილიციის თანამშრომლებს ახალგაზრდების ასაკის განსაზღვრისთვის, რომლებიც ქუჩებში ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევენ. მიუხედავად ამისა, მოწყობილობა ინტერნეტ-მაღაზიებში $10–ად  უკვე იყიდება.

წყარო:aqualung.ge

Back to top button