არქივი

თბილისის დინამოს ოქროს ხანა

dinamo 2.sflb

დღეს როცა ქართული ფეხბურთი პრაქტიკულად მკვდარია(მაგრამ მე მაინც მჯერა რომ ხვალ აუცილებლად გაიღვიძებს ქართული ფეხბურთი) ის მაინც უნდა გვახსოვდეს რა იყო გუშინ,როგორ დაგვიჩოქებია არაერთხელ ევროპის გრანდები…ყოველივე ამას საილუსტრაციოდ გადავწყვიტე დინამო თბილისის ბრწყინვალე გამარჯვებები შეგახსენოთ (ვინც არ იცის იმედია წაიკითხავს და ეცოდინება)…

1979 წლის 3 ოქტომბერი.თბილისი.ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი(მაშინდელი ლენინის სახელობის).ევროპის ჩემპიონთა თასი.

დინამო (თბილისი) – ლივერპული (ინგლისი) 3-0

გოლები: გუცაევი,შენგელია,ჩივაძე (პენალტით)

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია არა მარტო საქართველოში,არამედ მთელს საბჭოთა კავშირში.80 000 მაყურებელი ესწრებოდა თამაშს-მიუხედავად იმისა რომ წვიმდა.დინამომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა ეს მატჩი და პრაქტიკულად გაანადგურა სახელგანთქმული,ევროპაში უძლიერესი კლუბი.პირველი თამაში ლივერპულს 2-1 ჰქონდა მოგებული თავის მოედანზე,მაგრამ ამანაც ვერ უშველა ინგლისელებს და ორი მატჩის ჯამში დინამომ განაგრძო ასპარეზობა.
აი რას წერდა მატჩის შემდეგ ინგლისური პრესა:
“Daily Mirror” : “ლივერპული” გამარჯვებისთვის იბრძოდა,როგორც ეს ჩემპიონს შეჰფერის,მაგრამ დამარცხდა უძლიერესთან…”

“Daily Telegraph” : “იმის მიუხედავად, რომ ლივერპულელები მთელი მატჩის განმავლობაში მონდომებით ცდილობდნენ ქართველი ფეხბურთელების იერიშების შეჩერებას,ისინი იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ მეტოქისათვის რომელიც მათ სჯობდა ტექნიკით…”

1977 წლის 14 ოქტომბერი. იტალია,მილანი,“სან სიროს“ სტადიონი,უეფას თასი,

ინტერი (მილანი) – დინამო (თბილისი) 0-1

გოლი: ყიფიანი

ინტერი იმ დროს(როგორც ეხლა) წარმოადგენდა ერთ–ერთ გრანდს ევროპაში.შემადგენლობაში ყავდათ ცნობილი ფეხბურთელები–ბარეზი,ფაკეტი და ა.შ.თამაში საწყისი წუთებიდან თანაბარ ბრძოლაში წარიმართა.მასპინძლები ცდილობდნენ გოლის გატანას,მაგრამ მათი ყველა ცდა უშედეგოდ სრულდებოდა.დინამომ კი ერთ–ერთი შეტევის დროს გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.იტალიელები კი თამაშის შემდეგ აღიარებდნენ,რომ დინამომ დაიმსახურა ეს გამარჯვება.

მეორე მატჩი ინტერსა და დინამოს შორის თბილისში გაიმართა და ფრედ 1–1 დასრულდა და დინამო შემდეგ ეტაპზე გავიდა.

1978 წლის 13 სექტემბერი.თბილისი,ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი.უეფას თასი.

დინამო (თბილისი) – ნაპოლი (ნეაპოლი) 2-0

გოლები: ყიფიანი,შენგელია.

1981 წლის 4 მარტი,ინგლისი,ლონდონი,“ეშტონ–პარკი“.თასების მფლობელთა თასი.

ვესტ ჰემი (ლონდონი) – დინამო (თბილისი) 1-4

გოლები: ჩივაძე,გუცაევი,შენგელია(2),კროსი.

ვესტ ჰემი ევროპაში ერთ–ერთ გრანდს წარმოადგენდა და ისინი დინამოსთან თამაშის წინ დარწმუნებული იყვნენ რომ ქართველებს ადვილად გაუმკლავდებოდნენ.ინგლისური პრესაც დარწმუნებული იყო ამაში.აი რას წერდნენ თამაშის წინ.
„ტაიმი“:“კარგი იქნება თუ დინამო მინიმალურად მაინც დამარცხდება,რომ შემდეგ რაიმე შანსი ქონდეთ.“
„დეილი ტელეგრაფი“ კი დარწმუნებით წინასწარმეტყველებდა და ინგლისელებს უპირობი ფავორიტად თვლიდა.
თამაშმა კი ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.დინამომ ქვა ქვაზე არ დატოვა ვესტ ჰემისაგან და გაანადგურა ლონდონელები ანგარიშით 4–1.

1981 წლის 8 აპრილი.თბილისი.თასების მფლობელთა თასი.

დინამო (თბილისი) – ფეინოორდი (როტერდამი) 3-0

გოლები: სულაქველიძე(2),გუცაევი.

დინამოს ტრიუმფი

1981 წლის 13 მაისი,დუისელდორფი,“რეინშტადიონი“.ტასების მფლობელთა თასი–ფინალი.

კარლ ცაისი (იენა) – დინამო (თბილისი) 1-2

გოლები: ჰოუპე,გუცაევი,დარასელია.

ეს იყო დინამოს უდიდესი წარმატება.ეს ქართული ფეხბურთის „ოქროს ხანა“ იყო.დინამომ ფინალში დაამარცხა „კარლ ცეისი“ და პირველად ევროპული მნიშვნელობის თასი მოიგო.

ამხანაგური მატჩები

1.1973 წლის 18 აგვისტო.უელვა,ესპანეთი.

ატლეტიკო (მადრიდი) – დინამო (თბილისი) 0-0 (3-4 პენალტებით)

2.1973 წლის 19 აგვისტო.უელვა.

დინამო (თბილისი) – ბენფიკა (ლისაბონი) 3-1

გოლები: ყიფიანი,გუცაევი(2),ბაპტისტა.

3.1975 წლის 24 აგვისტო,უელვა.

დინამო (თბილისი) – რივერ პლეიტი (ბუენოს აირესი) 1-2

4.1980 წლის 29 აგვისტო.კადისი,ესპანეთი.

დინამო (თბილისი) – ფლამენგო (რიო დე ჟანეირო) 2-2 (3–4 პენ)

5.1981 წლის სექტემბერი.მადრიდი.

რეალი (მადრიდი) – დინამო (თბილისი) 4-2

გოლები:შენგელია(2),შტილიკე,კანინგჰემი,ფერნანდესი,სანტილიანა.

6.1981 წლის 3 სექტემბერი.მადრიდი.

დინამო (თბილისი) – ბაიერნი (მიუნხენი) 2-1

გოლები: შენგელია(2),ბრაიტნერი.

b249da40d78e

972148d71c65

მოცემულ ინფორმაციას ინტერნეტში ვერცერთ საიტზე ვერ ნახავთ.დინამოს შესახებ წიგნი მაქვს და იქედან მოვამზადე.

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button