არქივი

სახალისო და უცნაური გამოცანები

bcd1e689674e
რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?

რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?
რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას?
დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის?
რა არის ისეთი კითხვა, რომელზეც ადამიანი ვერასდროს ვერ გიპასუხებს „დიახ“?
ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი?
ლენინი როდის იცავდა მეფეს?
როგორი ბუჩქის ქვეშ იმალება კურდღელი წვიმიან ამინდში?
როგორი ქვები არ არის მდინარე მტკვრის ფსკერზე?
წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს?
რომელი სახლის სახურავი სველდება სულ პირველად წვიმის დროს?
რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს?
შავი ფერის ქუდი რძით სავსე ბიდონში ჩაუვარდათ. რა მოუვა მას?

წვიმის დროს კატა ზის ოთახში ან სარდაფში. თუ კატა ოთახშია, თაგვი ზის სოროში, ხოლო ყველი დევს მაცივარში. თუ ყველი დევს მაგიდაზე და კატა სარდაფშია, მაშინ თაგვი ოთახშია. ახლა წვიმს და ყველი დევს მაგიდაზე. სად არიან კატა და თაგვი?

სამი კაცი შევიდა რესტორანში პურის საჭმელად. მებუფეტემ იანგარიშა დანახარჯი 60 ლარი. თითოეულმა გადაიხადა 20 ლარი. როცა გარეთ გამოვიდნენ, მებუფეტემ ხელმეორედ იანგარიშა და აღმოჩნდა, რომ 5 ლარი ზედმეტი გადაახდევინა. ეს 5 ლარი იქვე მდგომ ბიჭს გაატანა კაცებისათვის გადასაცემად (5 ერთლარიანი კუპიურები იყო). ბავშვმა სამ კაცს თითო ლარი გადასცა, ორი ლარი კი თვითონ დაიტოვა.

ახლა ვიანგარიშოთ: 3 კაცმა გადაიხადა ოც-ოცი ლარი და თითო ლარი უკან დაუბრუნეს, ე.ი. თითოეულმა დახარჯა 19 ლარი. სამივემ ერთად დახარჯა 19×3=57 (ლარი). ამას დავუმატოთ ბავშვის მიერ მითვისებული 2 ლარი და გამოვა 57+2=59 (ლარი). გადახდილი კი იყო 60 ლარი.

პასუხები

ვისაც არ უნდა წაკიტხვა არ წაიკიტხოს :)

სახელი
დროის
ჩრდილი
გძინავს
კნუტი
როცა ჭადრაკს თამაშობდა
სველი
მშრალი
ქოლგას
რომელიც ყველაზე ბოლოს გადახურეს
კარები
დასველდება

კატა არის სარდაფში, თაგვი კი – ოთახში

ერთი ლარი არსად არ დაკარგულა, რადგან მებუფეტემ უკან დააბრუნა 5 ლარი, ე.ი. დახარჯული ყოფილა 55 ლარი: 55+3+2=60 ლარი

მსგავსი ამბები

Back to top button