არქივი

როგორ გაიყიდა ალასკა…

7646b8956945
ალასკა როგორც იცით აშშ_ის ერთ-ერთი შტატია.ამ პოსტში არ იქნება ალიასკის გეოგრაფიულ მდგომარეობაზე და აღწერზე საუბარი.ეს პოსტი იმის შესახებაა თუ როგორ ჩაიგდო ამერიკამ “ჩალის ფასად” ეს წიაღისეულით მდიდარი ტერიტორია.ბევრს ალბად ამის შესახებ არაფერი გაუგია.

პირველი დასახლებები ალასკის ტერიტორიაზე დაახლოებით 10-16 ათასი წლის წინ გაჩნდა,როცა აქ დასახლდნენ ციმბირის ტერიტორიიდან წამოსული ესკიმოსები და ალუეტები.
ისტორიკოსები მიიჩნევენ რომ პირველი თეთრკანიანი ადამიანები ვინც ფეხი დადგა და ალასკის შესწავლა დაიწყო იყვნენ რუსები შესტაკოვი და პავლუცკოვი.ეს მოხდა 1729-1735 წლებში.ასევე ბერინგმაც მოაწყო ალასკაზე ექსპედიცია.ეს ტერიტორია პრაქტიკულად რუსეთის იმპერიის ნაწილად იქცა-უფრო სწორედ კი კონტროლდებოდა რუსეთ-ამერიკის სავაჭრო კომპანიის მიერ.
რუსეთს 1850-60 წლებში მწვავე ფინანსური პრობლემები ჰქონდა,ამიტომ რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე იძულებული გახდა როტშილდისგან(ცნობილი ბიზნესმენი) 15 მილიონი სტერლინგი აეღო ვალად(5%_იანი განაკვეთით).
ამ ფულმა ფინანსური პრობლემები მართალია მოუგვარა რუსეთს,მაგრამ ამ ვალის გადახდის ვადა ახლოვდებოდა.იმპერატორმა დიდი ფიქრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება-გაეყიდათ ალასკის ტერიტორია და ამ თანხით დაეფარათ ვალი.

ისმის კითხვა-რატომ ალასკა და არა სხვა ტერიტორია?

საქმე იმაშია რომ ალასკის ტერიტორია საკმაოდ დაუცველი იყო და რუსეთს უჭირდა მისი კონტროლი.ამიტომაც გადაწყვიტეს ამ ტერიტორიის გაყიდვა.

1866 წელს ალექსანდრე მეორემ მოიწვია კრება,რომელსაც ყველა მინისტრი ესწრებოდა.ალასკის გაყიდვას ყველამ მხარი დაუჭირა.
ეს ტერიტორია შეიძინა ამერიკამ 7.2 მილიონ დოლარად.ალასკის მთლიანი ტერიტორია შეადგენს 1 მილიონ 519 ათას კვ.კმ_ს. ყოველლივე ეს ოფიციალურად გაფორმდა ვაშინგტონში 1867 წლის 30 მარტს.

შემდეგ წლებში აღმოჩნდა,რომ ალასკა საკმაოდ მდიდარი იყო წიაღისეულით.აღმოაჩინეს ოქრო,რომლის მარაგი შეაფასეს 15 მილიარდ დოლარად.ასევე ბევრია სხვადასხვა მინერალური რესურსი,ნავთობი და ა.შ.

ალასკა ამერიკის შტატად გამოცხადდა 1959 წელს.
მოსახლეობა-690 000 ადამიანი.

48ffe0fa7498

2275e8074a76

cc018a76f1ed

69490e537793

წყარო:wikipedia.org…hyperhistory.com

მსგავსი ამბები

Back to top button