სიზმრების ახსნა …

ალბათ ყველა თქვენგანი ხედავს სიზმრებს. სისტემატიურად თუ არა კვირაში ერთხელ მაინც. ხოდა გამოღვიძებულები ონკანისკენ რომ არ გავარდეთ, აი ამ პოსტში შემოიჭყიტეთ. :lol2:

წარმოდგენილი ამათუ იმ საგნის ან მოვლენის ახსნა ჩემი არ გეგონოთ, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ არის ახსნილი. :yes:

მოკლედ დავიწყე:

აუზში ბანაობა- ცუდია, მაგრამ ბოლო კეთილია. (happy end :lol2: )
არაყის სმა – სირცხვილისა და სიმწრის ნიშანია.
ატმის ჭამა – ავადმყოფობას მოასწავებს.

არწივი – უცხო ამბავის ნიშანია.
აკვანი – კარგია და უმანკოების ნიშანია.
ბალი – ძალიან კარგია და კეთილი.

ბეჭედი – სიხარულის და მალე ქორწინების ნიშანია.
ბუხარი – სიმდიდრისა და წარმატების.
ბროწეული – სიხარული და ბედნიერება.
ბაყაყის ნახვა – ნიშანია ერთგული ამხანაგისა.

:lol2:

გველის კბენა – ცუდის ნიშანია, მტერი ადვილად მოგერევათ.
გვამი მკვდრის საფლავიდან აღდგენილი ნახო – სიხარულის ნიშანია. :armjera:
გაკრეჭილი შენი თავი ნახო, ძალიან ცუდი ამბავია. :D
დათვის ხმა თუ გაიგო – ახალ ამბავს გაიგებ.

ვაზის ნახვა – ცუდ რამეს, ანუ ავადმყოფობას ნიშნავს
თოვლში თამაში – მეტად ცუდია.
იარაღი – კარგია, პატივი და ქონება შეგემატოს.
კატა – ცუდია ოჯახში, იჩხუბებთ.

კვერცხი – საზიანო საქმე დაგემართოს.
კოცნა ვინმესი – კარგია და დოვლათი შეიმატო. :kiss:
მგელი ნახო – ცრუ კაცია, ფრთხილად იყავი არავინ მოგატყუოს.

ოქროს სამკაული ან რაიმე ოქროსი – ყოველივე კეთილია.
პურის ჭამა ან გამოცხობა – ორივე ცუდია.
სიზმარში სიზმარს ამბობდე- კარგია და სასიხარულო.
საზამთროს ყიდვა ან ჭამა – მწუხარებას მოასწავებს.
თკბილი რამე ჭამო ან დალიო – ცუდია და მწუხარების ნიშანია.

ღვინის სმა – კარგია, ღონე შეგემატოს.
ღამით სიარული – კარგია და სიხარულის ნიშანია.

ყვავილი ნახო – სიხარულია.
ცოლი შეირთო – ძალიან ცუდი და დარდის შემატებაა.
ყიდვა რაიმე ნივთისა- კარგი და კეთილია.


;)

სულ ეს იყო შემოკლებული ვარიანტი. : )) წყარო: წიგნი.

P.S. იმედია ამ პოსტს იუმორით შეხედავთ და ცრუ-მორწმუნეობაში არ დამდებთ ბრალს. :ae:


ავტორი: - N.B

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC