არქივი

შემზარავი რეალობა

4a6858c599e9

ეს ფოტო 1994 წელს გადაიღო სამხრეთ აფრიკელმა ფოტოგრაფმა კევინ კარტერმა.

ფოტოზე ასახულია სცენა შიმშილისაგან დასუსტებული სუდანელი გოგონა,რომელიც სიკვდილის პირასაა და მშველელი არავინაა. მის უკან კი კბილებალესილი ლეშიჭამია კონდორი (სვავის სახეობა), რომელიც პატარას სიკვდილს ელოდება…

ფოტოგრაფი ძალიან უგულოდ მოიქცა, მას შეეძლო გოგონას რაიმეთი დახმარებოდა, გადაეყვანა საავადმყოფოში და მიეცა პატარასთვის შანსი,მაგრამ მან ეს არ გააკეთა. – ფოტოს გადაღებისთანავე დატოვა ეს ადგილი და მომაკვდავი ბავშვი სვავების საჯიჯგნად გაიმეტა…

როცა კარტერს დაუსვეს კითხვა,თუ რატომ მოიქცა ასე უსულგულოდ, მან უპასუხა-“მე ფოტოგრაფი ვარ და ჩემი მოვალეობა არავის დახმარება არ არის…”

ამ ფოტომ მსოფლიო მართალაც შოკში ჩააგდო… ძალიან შემზარავი სურათი და რეალობაა…

ამ ფოტომ კევინ კარტერს პულიტცერის პრესტიჟული ჯილდო მოუტანა.ამ ფაქტის შემდეგ სულ რამოდენიმე თვე იცოცხლა კარტერმა-მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 33 წლის ასაკში. ალბად სინდისმა არ მოასვენა ფოტოგრაფი….

9e05562dc9e9

წყარო:ვიკიპედია & “კვირის პალიტრა”

მსგავსი ამბები

Back to top button