არქივი

სიცილში “გაპარულები”

945e9f96b1ad

სიკვდილი სიცილის დროს ძალიან სპეციფიკური და იშვიათი მოვლენაა. დიდ ხანს სიცილი ზოგ შემთხვევაში იწვევს გულის მუშაობის შეჩერებას, პულსი შეიძლება ავიდეს 500 დარტყმამდე წუთში და საბოლოოდ ადამიანი კვდება.
ისტორიულად მრავალი ასეთი ფაქტია დაფიქსირებული. აი ზოგიერთი მათგანი:

-ჩვ.წთ. აღრიცხვამდე მესამე საუკუნეში ბერძენი ფილოსოფოსი ქრისიპი სიცილით მოკვდა.მან ვირს დაალევინა ღვინო და მთვრალი ვირის ქცევებზე იმდენი იცინა სანამ სული არ განუტევა.

-1599 წელს ბირმის მეფე ნანდაბაინს იტალიელი ვაჭარი ეწვია,რომელმაც ვენეციის შესახებ უამბო -რომ ვენეცია იყო ქალაქი-სახელმწიფო რომელსაც მეფე არ ჰყავდა.ამაზე ბევრი იცინა მეფემ და ბოლოს გული გაუჩერდა.

-1410 წელს ესპანეთის მეფე მარტინ არაგონელი სიცილით მოკვდა.

-აღორძინების ეპოქის ცნობილი იტალიელი მწერალი პიეტრო არეტინოც სიცილის დროს დაიღუპა.მან იმდენი იხარხარა რომ ბოლოს წაიქცა,თავის მძიმე ტრავმა მიიღო და გარდაიცვალა.

-1893 წელს კუბელი პოეტი ხულიან დელ კასალი მეგობრებთან ერთად სადილობდა.მეგობარმა მას ანეკდოტი უამბო და ამაზე პოეტს უკონტროლო სიცილი აუვარდა და სიცილში მოკვდა.

-1975 წელს ვინმე ალექს მიტჩელი ტელევიზორში სასაცილო გადაცემას უყურებდა,რაღაც ეპიზოდზე მას 25 წუთიანი სიცილი აუვარდა,გულმა ვერ გაუძლო და დაიღუპა.

-2003 წელს ბანგკოკში ძილში დაიღუპა ადამიანი.მან ეტყობა რაღაც სიზმარი ნახა,ამაზე კი ძილში “ახარხარდა” და მძინარე გარდაიცვალა.

დღეს საქართველოში უმეტესობა ისეთ რაღაცეებზე(ვითომ გასართობი შოუები,”შოუმენთა”,”კლოუნთა”,”ნიფხვიანთა” და “ხუმარათა” უაზრო ღლაბუცი,უკბილო-დაბალ ინტელექტუალურ ხუმრობათა ბუმი, და ა.შ) იცინის არა მგონია უკონტროლო სიცილში გადაეზარდოთ ეს სიცილი და ასეთი სავალალო შედეგი იქონიოს.თუმცა მაინც “სიფრთხილეს თავი არ სტკივა…”

fb67bb47da05

წყარო:რეალური ფაქტები-wikipedia.org_დან ნათარგმნია. დასკვნა კი ჩემია.

მსგავსი ამბები

Back to top button