გასართობისაკითხავი

საფეხბურთო იუმორი

დიდი საფეხბურთო იუმორი მოვიძიე და გავაერთიანე სრულიად ყველა :)

ალბათ ფეხბურტის ყურებისას მოგისმენიათ კომენტატორების უაზრო გამონათქვამები ეს ზუსტატ ეგ არი

“მოედანზე რიცხობრივი უთანასწორობა შეინიშნება – ფეხბურთელები ორი ორზე არიან”

”ჯეკ, რას იზამთ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ?… დარჩებით ფეხბურთში?”

”სელტიკი” ერთ დროს უახლოეს მდევარს ცრა ქულით უსწრებდა, თუმცა, სადღაც გზაზე, გემი რელსებიდან გადავიდა და ყველაფერი უკან-უკან წავიდა”

”არ ვამბობ, რომ დავიდ ჟინოლა საუკეთესო მარცხენა ფლანგელია, მაგრამ უკეთესიც არავინაა”

”იან რაში შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ შავია”

”პროგნოზი არასდროს გამიკეთებია და არც მომავალში გავაკეთებ”

”ჯონ კლარკმა თავით შესანიშნავი თავური გაიტანა”

”დღეს საღამოს ”ტოტენჰემი” ეცდება პირველი ლონდონური კლუბი გახდეს, რომელიც ინგლისის ასოციაციის თასს მოიპოვებს. ეს პირველად ”ტოტენჰემმა” მოახერხა 1973 წელს”

”შეხვედრა თანაბრად, ”არსენალის” უპირატესობით მიმდინარეობს”

”მერსესაიდული დერბი, როგორც ყოველთვის, 90 წუთს გრძელდება. იმედი მაქვს, დღეს რაიმე განსხვავებულს არ ვიხილავთ”

”ეს ის თამაში იყო, რომელმაც ”ევერტონის” გემი გზაზე (road) დააყენა”

”არსენალს” დიდი დროა აქვს იმისათვის, რომ დარჩენილ რამდენიმე წამსი მეტოქეს სერიოზული შტურმი მოუწყოს”

”განმეორებითმა კადრმა აჩვენა, რომ მოძრაობა გაცილებით უარესია, ვიდრე ის რეალურად მოხდა”

”4 წუთია გასული და ანგარიში უკვე 0-0-ია”

”უცნაურია, მაგრამ განმეორებითი ჩვენებისას ბურთი ჰაერში დიდხანს მიფრინავდა”

”რაც ფეხბურთელებს ვუთხარი, იმას რადიოშიც კი ვერ წაიკითხავთ”

”ფეხბურთი რომ არა, იმედგაცრუებული ფეხბურთელები ვიქნებოდით”

”ეს ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელთაც ტვინი თავში აქვთ.

”გვირაბის ბოლოს სტაფილოს ვხედავ”

”სტივ მაკმანამანი და სტივ ჰაივეი რომ შევადაროთ, საერთოს ვერაფერს ვუპოვით, ერთმანეთს არაფრით ჰგვანან. შემიძლია გითხრათ რატომაც – ისინი ცოტათი განსხვავებული არიან”

”ორი აზრი არ არის – გიგზი მეორე ბესტია. ის მეორე გიგზია”

”ჯორჯ ბესტთან ერთადერთი რამ მაკავშირებს – ჩვენ ერთსა და იმავე ქალაქში დავიბადეთ, ერთსა და იმავე გუნდში ვთამაშობდით და ერთმა და იმავე ადამიანმა აღმოგვაჩინა”

”მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, 2 გოლი გაიტანა”

”ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუკი ერთი გუნდი გოლს გაიტანს, მეორეს აუცილებლად ორი დასჭირდება მოსაგებად”

ახლა კი ცნობილი საფეხბურთო გამონათქვამები

“ზოგიერთი ამბობს, რომ ფეხბურთი ადამიანის სიცოცხლის თანამდევია და სიკვდილადაც კი ღირს, მაგრამ მე მაღიზიანებს ეს განცხადება, რადგან ვთვლი, რომ ფეხბურთი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს…”

ბილ შენკლი, ინგლისელი მწვრთნელი
ყოველთვის, როცა სახლიდან გავდიოდი, დედაჩემის მოტყუება მიწევდა. ვეუბნებოდი, რომ სკოლაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ სინამდვილეში გვიან ღამემდე ფეხბურთს ვთამაშობდი. ბურთი ფეხიდან მთელი ბავშვობის მანძილზე არასდროს მომიშორებია…”

რონალდო, ბრაზილიელი ფეხბურთელი

“თუ გუნდს შენი დამარცხება სურს და ამის საშუალებას მისცემ, მაშინ აუცილებლად მოგიგებს…”

მია ჰამი, ამერიკელი ქალი ფეხბურთელი

“აქ იმიტომ ვარ, რომ ბევრი გოლის გატანა მსურს. ეს ჩემი სპეციალობაა და სწორედ ამისთვის მიყიდეს. მინდა რომ ისევე ვითამაშო, როგორც ამას ბარსელონაში ვაკეთებდი, და კიდევ, აქ იმიტომ ვარ, რომ შემიძლია ამ ყველაფრის გაკეთება…”

რონალდო

“ფეხბურთის წესები უმარტივესია, წააქციე მეტოქე თუ მოძრაობს და თუ არ მოძრაობს წააქციე იქამდე, სანამ მოძრაობას დაიწყებდეს…”

ფილ ვუსმანი, უელსელი ფეხბურთელი და მწვრთნელი

“ფეხბურთი ძალიან მარტივი თამაშია, მაგრამ ყველაფერს მეტოქე გუნდის არსებობა ართულებს”

ჟან პოლ სანტრე, ფრანგი ფილოსოფოსი

“ფეხბურთი ზუსტად ისე შემიყვარდა, როგორც პირველი ქალი ჩემს ცხოვრებაში: უცებ, ყოველგვარი მოლოდინის და იმ ტკივილის გააზრების გარეშე, რომელსაც შემდგომში ის მომიტანდა…”

ნიკ ჰორნბი, ინგლისელი მწერალი.

“მსოფლიოს ყველა ბავშვი, რომელიც ფეხბურთს თამაშობს, ცდილობს პელე გახდეს, მინდა ვურჩიო მათ, რომ პირველ რიგში არა ფეხბურთელობაზე, არამედ ადამიანობაზე იფიქრონ, ამის სწავლება კი ჩემი აზრით, ნამდვილად შემიძლია…”

პელე, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი

“ჩემი აზრით ის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სექსი. არ ვამბობ, რომ სექსი არ მიყვარს, მაგრამ მსოფლიო თასს ხომ ოთხ წელიწადში ერთხელ ვიგებთ…”

რონალდო, ბრაზილიელი ფეხბურთელი, 2002 წელი

“პელემ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მიწოდა. ეს ყველაზე ცუდი დღეა ჩემს ცხოვრებაში…”

ჯორჯ ბესტი, მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული ფეხბურთელი

“ეს ღმერთის ხელი გახლდათ…”

მარადონა, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი.

“ფეხბურთი ზედგამოჭრილი თამაშია მახინჯი გოგონებისთვის და არა სიმპატიური ბიჭებისთვის”.

ოსკარ უაილდი, მწერალი.

“მეკარე საფეხბურთო მოედანზე ყველაზე უსაქმური ადამიანია. მეტოქე გუნდი კი ცდილობს მას რამე გააკეთებინოს და ეს არის თამაშის მთელი აზრი…”

ოსკარ უაილდი

“იტალიელებს მეტოქის დამარცხება არ შეუძლიათ, მაგრამ მეტოქეები მათთან სულ ადვილად მარცხდებიან”

იოჰან კრუიფი, ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი

“ზოგი ამბობს, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები მონები არიან, მაგრამ თუ ეს მონობაა, მზად ვარ ნამდვილი ცხოვრება არასდროს ვნახო”

ბობი ჩარლტონი, ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი.

“ღმერთმა სამყარო 5 დღეში შექმნა, მეშვიდე დღეს დაისვენა, მეექვსე დღეს კი ფეხბურთი შეიქმნა და ყოველ შაბათს მთელი მსოფლიო სტადიონებზე დადის…”

ბორხესი, მწერალი

“საფეხბურთო კლუბი, ფეხბურთელისგან, მწვრთნელისგან და გულშემატკივრისგან შედგება. დირექტორები უბრალოდ დაქირავებულნი არიან, რომ ჩეკებს ხელი აწერონ…”

ბილ შენკლი, ინგლისელი მწვრთნელი

“თუ პირველი ხარ, ესე იგი პირველი ხარ, მაგრამ მეორეობა ნიშნავს იმას, რომ არაფერს წარმოადგენ”

ბილ შენკლი

“როცა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შევდივარ, ჩემს გონებაში მატჩი უკვე დიდი ხნის დაწყებულია”

ჟოზე მაურინიო, პორტუგალიელი მწვრთნელი

“წავაგეთ იმიტომ, რომ მოგება ვერ შევძელით…”

რონალდო, ბრაზილიელი ფეხბურთელი

“შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გყავდეს, ააშენო ყველაზე დიდი სტადიონი, გქონდეს უძვირფასესი ბაზა და მილიარდები ხარჯო მარკეტინგში, მაგრამ თუ მატჩი ვერ მოიგე, ყველას ყველაფერი ავიწყდება და მიაჩნიათ, რომ კრიზისში ხარ…”

ჟოზე მაურინიო

“კონტროლი აუცილებელია. რომ არა ეს მექანიზმი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე. მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად გაემგზავრება…”

სერ ალექს ფერგიუსონი, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი

ახლა ანეგდოტების ჯერიც დადგა

”არსენალის”, ”ჩელსისა” და ”ლივერპულის” სამი ფანი ერთად მუშაობს ”ნასა”-ში და მომავალი კოსმოსური გაფრენის დეტალებზე კამათობს.

”ჩელსის” ფანი ამბობს, ”მოდით, მარსზე გავფრინდეთ.”

”ლივერპულის” ფანი პასუხობს, ”არა მარსზე არა, მთვარეზე ჯობია.”

ეს ორი კაცი დაჯდა ერთად და კამათი დაიწყეს – ”მარსი ჯობია, არა რა მარსი, მთვარე, არა მარსი, არა მთვარე….”

”მორჩით კამათს”, ”არსენალის” ფანი ყვირის. ”მე ვიცი სად უნდა წავიდეთ…. მზეზე!”

”ჩელსისა” და ”ლივერპულის” ფანებს სიცილი აუტყდათ. ბოლოს არისტოკრატმა თქვა, ”ვერ წახვალ მზეზე. თუკი მიუახლოვდები ან დაიწვები, ან დადნები!”

”არსენალის” ”გამჭრიახი” ფანი პასუხობს, ”უუჰ… შენ რა გითხარი. არაფერი მოგვივა თუ ღამით წავალთ!”

”ჰაიბერის” სტადიონზე ”არსენალის” ერთი ფანი ძალიან ცუდ ადგილას დამჯდარა. იყურება რა დურბინდში, მოედნის ცენტრალურ სექტორში თავისუფალი ადგილი შენიშნა. იფიქრა რა ტყუილად ფუჭდება ასეთი კარგი ადგილიო და გაეშურა მისკენ.

როცა მივიდა, გვერდზე კაცს ეკითხება, ”ეს ადგილი დაკავებულია”. კაცი პასუხობს, ”ჩემი ცოლის ადგილი იყო, მაგრამ გარდაიცვალა. არსენალის ფანი იყო.” მეორე კაცი პასუხობს, ”ძალიან ვწუხვარ, მეუღლე რომ დაკარგეთ. შეიძლება გკითხოთ, რატომ არ მიეცით ცოლის ბილეთი რომელიმე ნათესავს ან მეგობარს?”

კაცმა უპასუხა, ”არავის სცალია, ყველა მის დასაფლავებაზეა.”

წყარო: www.fanebi.com

ახლა დროა ფოტო მასალაც ვიხილოთ:)

და ბოლოს რამოდენიმე გასაღიმარი ვიდეო

ამ ვიდეოში ნაჩვენებია 100% გოლები რომლებიც ააცილეს :)

სულ ეს იყო დიდი მადლობა ყურადღებისთვის : )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close