არქივი

საინტერესო ლეგენდები…

dbe05b26bfb5

გთავაზობთ რამოდენიმე ლეგენდას,რომლებიც საკმაოდ პოპულარული იყო სხვადასხვა დროს. მათში შეიძლება სიმართლის მარცვალი ერიოს, მაგრამ მაინც ლეგენდებად რჩებიან და რეალობასთან პრაქტიკულად კავშირი არ აქვთ.
მიმაჩნია რომ ეს ლეგენდები საკმაოდ საინტერესოა და გადავწყვიტე პოსტი გამეკეთებინა.

1.გზა ჯოჯოხეთისაკენ
4cb7b753088d

1989 წელს ფინურ გაზეთში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია,რომელიც იუწყებოდა რომ მურმანსკის ოლქში არსებულ ჭაბურღილში ისეთი ღრმა ხვრელი,რომ “ჯოჯოხეთის კარს” მიადგნენ.
ისინი ჩავიდნენ დაახლოებით 14.5 კმ სიღრმეზე და მიადგნენ სიცარიელეს.მბურღავები ამ ფაქტით დაინტერესედნენ და ჩაუშვეს სხვადასხვა გამზომი მოწყობილობები,რომლებიც მაღალ ტემპერატურაზეც მუშაობდნენ.ტემპერატურა 1800 გრადუსამდე იყო და ხმის ჩამწერმა მოწყობილობებმა ადამიანის კივილის მსგავსი ხმებიც დააფიქსირეს.
მეცნიერების ყურამდეც მივიდა ეს ამბავი და მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ეს იყო ჯოჯოხეთი. :D

ამ ლეგენდის წარმოშობის საფუძველი იყო კოლსკის ჭაბურღილის არსებობა.1974 წელს გააკეთეს 7 კილომეტრიანი ხვრელი სადაც მაქსიმალური ტემპერატურა 180 გრადუსი იყო და ჩათვალეს რომ უფრო ღრმად ჩასვლა არარენტაბელური იყო.

fe1037fc97b2

2.ფუ-გამანადგურებლები (Foo-Fighters)

981ebc8dc2cd

მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი და ბრიტანელი პილოტები ხდებოდნენ მოწმე საკმაოდ დაუჯერებელი ფაქტისა. თითქოს მათ თვითმფრინავებს ხშირად აედევნებოდა ამოუცნობი მფრინავი მანათობელი ობიქტი და მათ მოძრაობებს იმეორებდა და შემდეგ უჩინარდებოდა.
ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თავდაპირველად გერმანელების ახალი იარაღი ეგონათ-მაგრამ ეს იყო სისულელე, რადგან გერმანელებიც ხშირად იყვნენ ამ ფაქტის მოწმე. ასევე გაჩნდა ვერსია თითქოს ეს იყო ამო.

მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი იყო-ეს მფრინავი ობიექტი იყო სფერული ელვა. პილოტები კი რასაც ყვებოდნენ შეთითხნილი იყო და ეს ამბავი ლეგენდად დარჩა.

ალბად გაგიგიათ როკ ჯგუფი Foo Fighters, სწორედ ამ ლეგენდიდან მოდის ამ ჯგუფის სახელი.

3.ნიანგები კანალიზაციაში

178dc9f82e4c

აშშ_ში საკმაოდ გავრცელებული ლეგენდა,თითქოს ნიუ იორკის კანალიზაციაში ალიგატორებისა და ნიანგების კოლონია ცხოვრობს.
ლეგენდა ჩამოყალიბდა მეოცე საუკუნის 50იან წლებში,როცა გამოვიდა მწერალ რობერტ დეილის წიგნი “სამყარო ქალაქის ქვეშ”. ამ წიგნში აღწერილია 84 წლის ყოფილი კანალიზაციის მუშაკის მონათხრობი.ის იხსენებდა,რომ 30_იან წლებში მას ხშირად მიმართავდნენ გამოეკვლია კანალიზაცია კარგად,რადგან იყო თვითმხილველები რომლებიც ამბობდნენ,რომ მათ შეამჩნიეს ნიანგები კანალიზაციის მიმდებარე ტერიტორიაზე.თავიდან ეს ამბავი ფანტასტიკის სფეროს მიაწერეს,მაგრამ ეს ერთ დღესაც ამ მუშაკმაც შეამჩნია რამოდენიმე პატარა ნიანგი.მათი რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო და გადაწყდა გაენადგურებინათ ისინი.მიმართეს სხვადასხვა ღონისძიებას და საბოლოოდ გაანადგურეს ნიანგები.

მას შემდეგ კი არავის შეუმჩნევია ნიანგები კანალიზაციაში,მაგრამ ეს ამბავი მაინც პოპულარული იყო და გრძელდებოდა სხვადასხვა ზღაპრების შეთხზვა ამ საკითხზე.

საქმე იმაში იყო,რომ იმ ეპოქაში საკმაოდ პოპულარული იყო პატარა ალიგატორებისა და ნიანგების როგორც შინაური ცხოველების ყოლა სახლში,მაგრამ ისინი სწრაფად იზრდებოდნენ და პრობლემებს უქმნიდნენ პატრონებს.ამიტომ ზოგიერთმა პატარა ნიანგები უნიტაზში ჩარეცხა :D და ამით მოიშორა თავიდან ისინი.მაგრამ ნიანგები ცოცხალი რჩებოდნენ და ასე აითვისეს კანალიზაცია,მაგრამ მათი რაოდენობა ძაან მცირე იყო და ლეგენდა ნიანგების კოლონიაზე უბრალოდ “გაბერილი” რეალობაა.

მსგავსი ამბები

Back to top button