საკითხავისასარგებლო

ტამპლიერები

მართალია ტამპლიერებზე დევს პოსტი მაქრამ ამ სტატიაში ამომწურავი პასუხებია აბა რაგას ელოდებიტ სრულიადში :aaa: ;)

ტამპლიერები (ფრანგ. tempira < temple – ტაძარი), მეტაძრეები, კათოლიკური რაიონდული ორდენის წევრები შუა საუკუნეებში. ორდენი დააარსეს ფრანგმა რაინდებმა იერუსალიმში I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ (დაახლოებით 1118-1119).

მათ ისიეთი სახელი ქონდათ რო ისინი არც ერთ მეფეს არ ემორჩილებოდნენ და ვერც ერთი მეფე მათ ვერაფერს ვერ უბრძანებდა მხოლოდ რომის პაპს ემორჩილებოდნენ ….. მათ იმხელა სიმდიდრე ქონდათ რომ ძაან ბევრ ევროპის მეფეს არც დაესიზმრებოდა და ეს იმიტომ რომ ისინი გადასახადებს არ იხდიდნე…. იყო შემთხვევები როდესაც მეფეები ფულსაც სესხულობდნენ ტამპლიერებისგან და გადაუხდელობის შემთხვევაში მათი მარიონეტები ხდებოდნენ/

ტამპლიერთა ორდენის დიდი მაგისტრების სია

ჰიუგ დე პეინი – Hugues de Payens (1118-1136)

რობერ დე კრაონი – Robert de Craon (1136-1147)

ევერარ დე ბარი – Everard des Barres (1147-1174, გადადგა 1151)

ბერნარ დე ტრომელე – Bernard de Tromelai (1151-1153)

ანდრე დე მონბარი – André de Montbard (1153-1156)

ბერნარ დე ბლანკეფორი – Bertrand de Blanquefort (1156-1169)

ფილიპ დე მიი – Philippe de Milly (1169-1171)

ოდ დე სენტ-ამანი – Eudes de Saint-Amand (1171-1179)

არნო დე ტოროგა – Arnaud de Toroga (1179-1184)

ჟერარ დე რიდფორი – Gérard de Ridefort (1184-1189)

რობერ დე საბლე – Robert de Sablé (1189-1193)

ჟილბერ ერე – Gilbert Erail (1193-1200)

ფილიპ დე პლეზიე – Philippe de Plessiez (1201-1209)

გიიომ დე შარტრი – Guillaume de Chartres (1210-1218)

პედრო დე მონტეგიუ – Pedro de Montaigu (1219-1232)

არმან დე პერიგორი – Armand de Périgord (1232-1244)

რიშარ დე ბიური – Richard de Bures (1244-1247)

გიიომ დე სონაკი – Guillaume de Sonnac (1247-1250)

რენო დე ვიშიე – Renaud de Vichiers (1250-1252)

ტომა ბერარი – Thomas Bérard (1252-1273)

გიიომ დე ბოჟო – Guillaume de Beaujeu (1273-1291)

ტიბო გოდენი – Thibaud Gaudin (1291-1292)

ჟაკ დე მოლე – Jacques de Molay (1292-1314)

როდესაც “ჯაკ დე მოლე”-ს წვავდნენ მის დაწვას უყურებდნენ საფრანგეთის მეფე “ფილიპ მე-4-ე” და რომის პაპი “ურბან მე-5-ე” სანამ “ჯაკ დე მოლე” მთლიანად დაიწვებოდა იგი წყევლიდა მათ და ზუსტად გაურკვეველ ვითარებაში მოკვდა “ურბან მე-5-ე” ხოლო ზუსტად ერთ წელიწადში “ფილიპ მე-4-ე”

მათ hqondat ორი რიტუალი … ეს იყო ორდენში მიღების რიტუალი და ბრძოლაში წასვლის წინ რიტუალი….. ორდენში მიღების წინ რაინდი იფიცებდა რომ ის არასდროს არ უღალატებდა ორდენს და თუ უღალატებდა მისი საგვარეულო მთელი არსებობის მანძილზე ღმერთისგან წყეულიც ყოფილიყო…. ხოლო ომში წასვლის წინ ყველა ისერავდა ხელს და ერთმანეთს აჭერდა ანუ ძმობას იფიცებდნენ და ყველა ისე იყო როგროც ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის.

როგორც ვარაუდობენ sini iyvnen ქრისტეს ხელთ უქმნელი ხატის მცველები და იმ საწმისის მცველები რომლითაც ქრისტემ ღვინო დაალევინა თავის მოსწავლეებს ღვინო საიდუმლო სერობაზე..

ლეგენდა ლურჯ ვარსკვლავზე

I ნაწილი.

ტრუბადური იყო ჰუგო დე ლონკლი, აჟღერებდა ტკბილხმოვან ალბებს და სერენებს დადიოდა სოფლებსა და ციხე-ქალაქებში, უყვარდათ მისი სიმღერის მოსმენა მდაბიოებსაც, რაინდებსაც და თავადებსაც. განთქმული იყო მთელს სამხრეთში მისი სიმღერები, და ისიც სიხარულით უმღეროდა ყველას ვისაც მოსმენა სურდა. მაგრამ არა მარტო მომღერლობა შეეძლო ჰუგოს; ხშირად ფიქრობდა იგი იმაზეც, რომ შეეცვალა თავისი საკრავი ხმლით და ერთხელაც როდესაც იგი პროვანსის მხარეში ხეტიალობდა, შორეული ფლანდრიიდან მოვიდა ცნობა: “ფლამანდელებთან მძიმე ბრძოლაში დაიღუპნენ, შენი დედა და საცოლე” — შეატყობინა მას დაჭრილმა რაინდმა, გზისპირა ტავერნაში. დაღონდა ტრუბდური და გადაწყვიტა შესულიყო რაინდთა ორდენში…

მივიდა ჰუგო მაგისტრთან და მოუყვა მოხუც რაინდს თავისი სურვილის შესახებ. უბრძანა მაგისტრმა — სანამ რაინდი გახდება, უნდა გამოიცადოს ტრუბადურის სულისკევეთება…

ჰუგოს მორჩილება დაუწესეს. იგი აკეთებდა ძმების შავ საქმეებს, მუშაობდა ბოსტანში და მინდორში, დაჰქონდა წყალი და შეშა, ხის წისქვილს ატრიალებდა, მას ღარიბულად ეცვა, ცოტას და თანაც მდარე საჭმელს აჭმევდნენ. როდესაც რაიმე თხოვნით მიმართავდა ამ თხოვნას ხშირად სასტიკი უარი მოჰყვებოდა. ასე გავიდა ორი წელი. გაუძლო ჰუგომ გამოცდას — მშვიდი და წმინდა დარჩა მისი სული. მაშინ მოუხმეს ჰუგოს უფროსმა რაინდებმა და მრგვალ მაგიდასთან მაგისტრი ფეხზე წამოდგა:

“დაიფიცე, რომ იტყვი სიმართლეს!” — და ჰუგომ დაიფიცა რომ იტყოდა სიმართლეს

“ხომ არ ხარ სხვა ორდენის წევრი?” და მიუგო ჰუგომ, რომ არ მიეკუთვნება არცერთ სხვა ორდენს.

“ხომ არა ხარ შენ ქორწინებაში, ან დანიშნული?” და უპასუხა ჰუგომ, რომ არა.

“ხომ არა გაქვს ვალები, ხომ არ გჭირს რაიმე სნეულება, ხომ არა ხარ საიდუმლო მღვდელი. ხარ თუ არა რაინდის შვილი და კანონიერი იყო თუ არა მშობლების ქორწინება?” ყველა კითხვაზე ჰუგოს პასუხი მისაღები იყო.

შემდეგ მაგისტრმა ისევ ჰკითხა, ნებაყოფილობით შედიოდა თუ არა ჰუგო ორდენში, და თქვა რომ ამიერიდან ყველაფერი რასაც ფლობს ჰუგო დე ლონკლი არის ორდენის საკუთრება, ხოლო ყველაფერი რასაც ფლობს ორდენი — ჰუგოს საკუთრება, და მიიღებს ახალგაზრდა რაინდი ჩვეულებრივ საკვებს და ღარიბულ ტანსაცმელს საძმოსაგან. მაგისტრმა ასევე თქვა რომ, დე ლონკლმა ეს ღამე ტაძარში უნდა გაატაროს.

დამთავრდა საღამოს მსახურება ორდენის ეკლესიაში. მლოცველები დაიშალნენ, წავიდა მღვდელიც, გამოემშვიდობა ჰუგოს. დარჩა ტრუბადური სვეტზე მიყრდნობლი და უცქერდა უზარმაზარ ჯვარცმას, რომელზეც დრო და დრო ანათებდნენ სუსტად მოციმციმე ლამპადის სხივები.

სიჩუმე იყო ტაძარში და ნელა მიდიოდა დრო და აი, ხედავს ჰუგო: გადაიწია ტაძრის კედელი და დგას იგი ამაღლებულ ადგილას. მთვარე ანათებს, ცაზე ღრუბლების ნაგლეჯები მოქრიან. ხედავს ჰუგო დაბლა მთის ძირში მოდის მრავალი ადამიანი, უსაზღვროდ გრძელი ბრბო; მოიკლაკნება, მოხვეულ გზებზე. სულ უფრო ახლოს. მოდიან გლეხები ცელებით და თოხებით, ქალები ჩვილი ბავშვებით, ცოტა უფროსი ბავშვები გვერდით მოყვებიან, მოხელეები თავიანთი ხელსაწყოებით, მექოთნე თავისი ბორბლით, მეკუბოვე კუბოთი, მეძავი ქალები, გამოპრანჭულები და ნახევრად შიშვლები. ამაყი თავადები, და ჰერცოგები ამალითურთ, მღვდლები და ეპისკოპოსები და პაპები ანაფორებით. იქვე ახლოს კი, ყაჩაღები. უსაზღვროდ მრავალი ხალხი ახალგაზრდაც და მოხუციც, ღარიბიც და მდიდარიც, მოუყვებიან გზას და ჰუგო დე ლონკლს გვერდს უვლიან. ხედავს ჰუგო რომ ელავს ბრბოს თავზე მეხი. და ესმის ჭექა-ქუხილის ხმა. კიდევ ხედავს ჰუგო რომ ბრბოს მარჯვენა მხარეს მოდიან ნათელი, ხოლო მარცხნივ კი, ბნელი, ნახევრად გამჭირვალე სხეულები. ისინი ბრბოს სიახლოვეს მოფრინავენ.

ნათელებსა და ბნელებს შორის ხდება შეტაკება, ხმლები ერთმანეთს ხვდება, მეხი ვარდება და ჭექა ისმის. მაგრამ ბრბოს არ ესმის და ვერ ხედავენ მხოლოდ ხანდახან მღელვარება იპყრობს და ხან ანელებენ ნაბიჯს და ხან კი, უჩქარებენ, ხან ერთ მხარეს მიიწევენ, ხან მეორეს. ბნელი თანამგზავრები ხანდახან შიგ ბრბოში შეიჭრებიან, მაშინ ნათლები, საშველად მოდიან. ბრბო ვერ ხედავს თუ რა ხდება, მაგრამ მას იპყრობს პანიკური შიში; ხალხი აქეთ-იქით გარბის, მიდის ბრძოლა და მკვლელობები. შემდეგ კი, ყველაფერი ჩუმდება მჭიდროდ შეყუჟულნი ხალხი გზას მიუყვებიან და მსვერპლი მკვლელის მხარდამხარ მოაბიჯებს. მაგრამ არიან ბრბოში ისეთებიც, რომელთა თვალებისთვის ყველაფერი ეს ხილულია. ისინი სხვადასხვა შეძლებისა არიან, ღარიბები და მდიდრები, ფეოდალები და გლეხები. მოდიან თავაწეულები და ეხმარებიან გვერდით მომავალთ. ისინი ხელს აშველებენ დაქანცულებს, ამხნევებენ სასოწარკვეთილებს მათ ირგვლივ სიმშვიდე და წესრიგია. შავბენლი ღრუბლები მათ თავებთან იკრიბებიან, და ელვა მათ შარავანდედით ამშვენებს. ხანაც ახლოს ჩნდებიან ნათელი აჩრდილები და ეხმარებიან მათ. უსასრულო ჯაჭვივით მოდის ბრბო, მერყეობენ, დაეხეტებიან, დაღლილები და გაურკვევლები, გალობენ მღვდლები, ლოცულობენ გლეხი გოგონები, მოძღვარი აღსარებებს იბარებს, ვაჭრობენ მოვაჭრეები, დაქრიან მათ ზევით ბნელი და ნათელი სხეულები.. უცქერის ჰუგო მის წინ გამვლელებს, გამჭოლი გახდა მისი მხედეველობა, და ხედავს იგი ყოველი მათგანის გულს. ხედავს შავბნელ ფიქრებს, ყოფით ანგარიშებს, შურს, ბოროტებას და გულგრილობას, ხოლო სიღრმეში, როგორც ძვირფასი ქვა ჩარჩოშო ჩასმული, ხედავს ჰუგო მკრთალ სინათლეს, თითქოს პატარა ლურჯი ვარსკვლავი. ხედავს იგი: მასთან დაკავშირებულია ყოველი მათგანის დარდი, ყაჩაღისაც, მღვდლისაც და ყველასი. ოღონდ ეს სევდა თვითონ ადამიანისთვის უცნობია. აივსო მისი გული ყოველი ადამიანის მწუხარებით, აივსო პირამდე და დარჩა მგლოვიარედ ჰუგო დე ლონკლი მთელი ცხოვრების მანძილზე. ისევ წინ მიიწევდა ბრბო და მოლასლასებდნენ, მხოლოდ ზოგიერთი იყო მშვიდი და სხვებს ეხმარებოდა. Mიიღო ჰუგომ ძახილი და თავაწეული შევიდა ბრბოში, და გაჰყვა მათ. შიჩუმე იყო ტაძარში, და მოწითალო სინათლით ციმციმებდა ლამპადა და ჯვარცმა.

Iდგა ჰუგო სვეტთან და ფიქრობდა რაინდის მრავალნაირ ვალზე. Dა აი ისევ გადაიწია და გაქრა ტაძრის კედელი მის წინაშე. Mისი თვალები გამრავლდნენ ისე რომ, სხვადასხვა ადგილები გაეხსნა მას ერთდროულად:

გლეხის ქოხში მიწის იატაკზე წევს მეომარი, მას თავს ადგას ქალი და დასცქერის მკვდარ შვილს. Uსაზღვროა გლოვა მისი და ცრემლებიც კი აღარ მოსდის. Qალაქში სახლის ზღურბლზე, კუთხეში, საქსოვი დაზგის გვერდით, ღარიბულ საწოლზე მკვდარივით ფერმიხდილი ქალი გამომშრალ მკერდზე იკრავს მკვდარ ბავშვს. Uაზრო თვალებით იყურება სივრცეში და ცრემლებიც არა აქვს.

მდიდრულად მორთულ საძინებელში საფრანგეთის დედოფალი დახრილა მაქმანით მორთულ აკვანთან მასში კი, ბავშვი ისვენებს და მის სუნთქვას უსმენს დედოფალი. დაინახა ჰუგომ დედები; ათასობით ქალი და გლოვის შარავანდედი დაინახა მან მათ ზემოთ. მიხვდა მაშინ მხიარული ტრუბადური, რომ არ არსებობს უფრო დიდი მწუხარება, ვიდრე დედის დარდი მომაკვდავ შვილზე. მიწყნარდა მისი დარდი საცოლეზე და დედაზე, კი არ გაქრა არამედ გახდა წმინდა და გამჭირვალე როგორც მთის ტბის წყალი…

ისევ გადაიხსნა სივრცე ჰუგოს წინაშე და ახლა მწვანე ტალღოვანმა სხივებმა მოიცვა იგი. მწუხარების ღვთაება წარმოუდგა მას. ჰუგო მუხლებზე დაეშვა და იმეორებდა: “სინათლეო ცათა, წმინდაო ვარდო…” და მისცა მან ყოვლადწმინდას მარადიული მსახურების აღთქმა. ციმციმებდა ლამპადა ჯვარცმის წინაშე, მოცისფრო აისი იცქირებოდა ეკლესიის ფერად მინებში.

მოვიდნენ რაინდები და მაგისტრი; და წარმოთქვა რაინდმა დე ლონკლმა მორჩილების, უმანკოების, სიღარიბის და წესდების დაცვის აღთქმა, მაგისტრმა ჰუგოს მხარზე ხელი დაადო, ხოლო მეორე რაინდმა მას ოქროს სარტყლები გაუკეთა. ჰუგომ ტურნირში მონაწილეობა მიიღო აჩვენა რომ მოქნილი და მამაცი მეომარი იყო და იმავე საღამოს, როდესაც ხიდი ასწიეს, შეიცვალნენ დარაჯები, და ციხესიმაგრეში სინათლეები ჩააქრეს. კუთხის კოშკში დასხდნენ მრგვალ მაგიდასთან რაინდები და მათ შორის ჰუგოც. თათბირობდნენ ერთმანეთში და უფრო ახალგაზრდები უფროსებს ეკითხებოდნენ. შესთავაზეს რაინდებმა დე ლონკლსაც რომ დაესვა შეკითხვები. მიდიოდა ბაასი, და კედელთან, ხმალზე დაყრდნობილი, იდგა ვინმე ნათელი, უხილავი რაინდებისთვის და აალებული თვალებით უცქერდა მოსაუბრეებს. როდესაც რაინდები ცდილობდნენ ეპოვნათ საჭირო პასუხი, იმ შეკითხვაზე რომელიც აღელვებდათ, გაფაციცებით იცქირებოდნენ საკუთარ თავში, მაშინ იქ გულის სიღრმეში ხვდებოდა მათი თავმდაბალი მზერა ნათელი სხეულის აალებულ თვალებს და პოულობდა მასში პასუხს.

იკითხა ჰუგომ: “ნათქვამია: თუკი გაქვს ორი სამოსი – ერთი მიეცი უპოვარს, შევძლებ კი, ასეთნაირად ყოველი უპოვარის ჩაცმას?”

რაინდმა მიუგო: “თავისუფლების შუქით შემოსე სული სენი. შეგიძლია იყო მდიდარი მთელი ქვეყნის სიმდიდრეებით, მაგრამ არ იქცე არარაობად, და შეძელი სიხარულით გასცე ყველაფერი, როდესაც სული მოითხოვს.”

იკითხა ჰუგომ: “ნათქვამია: როდესაც ერთ ლოყაში გაგარტყამენ, მეორე მიუშვირე! — შეიძლება რომ რაინდი იყოს უსულგულო?”

მიუგო რაინდმა: “რაინდისთვის ღირსებაზე მაღლა არაფერია, მაგრამ მეომრის ყველაზე დიდი ღირსებაა, რომ როდესაც ძლიერი და მამაცი ხარ, შეძლო შეაკავო შენი ხელი შეურაცხმყოფელის წინაშე, თუკი ამას მოითხოვს რაინდის სული და უდიდესი პატივი მიეგება მას ვინც სიხარულით გადაიტანს უდიდეს ტკივილს, საკუთარი სულის ერთგულებისთვის.”

იკითხა ჰუგომ: “ნათქვამია: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, – როგორ შევიყვარო სულის მკვლელი?”

მიუგო რაინდმა: “გიყვარდეს ყველა მგლოვიარე, ყველა ვისაც ემსახურები შენი ხმლით და სულით. გიყვარდეს შენი ძმები, გიყვარდეს შენს მტერში რაინდი, თუნდაც სანამ მას ხმალს დაარტყამდე. გიყვარდეს ბნელ სულში, მის მიერ საკუთარ თავში დაძლეული სინათლე.”

იკითხა ჰუგომ: “ნათქვამია: დააპურე მშიერი, მიეცი წყალი მწყურვალს, ჩააცვი შიშველს. — ხორციელს, თუ სულიერ სიკეთეს უნდა ვემსახუროთ?”

და მიუგო რაინდმა: – “ვაი იმას, ვინც პირს იბრუნებს საკუთარი მოყვასის ხორციელი საჭიროებისგან, მაგრამ ვაი იმასც, ვინც ხორციელს უთმობს მთლიანად საკუთარ თავს. დიდია მცირე საქმეთა ცდუნება. ქვიშაზე აშენებს საკუთარ სახლს ხორციელის მსახური, რამეთუ, თუ კიდევაც დააპურებს მშიერს, მას ისევ მოშივდება. თუკი დაიოკებს სულიერ შიმშილს — საუკუნოდ იხსნის მის ძმას.”

იკითხა ჰუგომ: “შეშვენის თუ არა რაინდს რომ სახლებში იაროს და ხალხთან ერთად იცხოვროს?”

მიუგო რაინდმა: “დაემსგავსე აღმოსავლეთის მეფეს, რომელიც თავისი ხალხის სიყვარულით, გადაცმული დადიოდა ქოხებში და სიკეთეს თესავდა, მაგრამ არ დაივიწყო შენი მეფური მსახურების მაღალი ამოცანები.”

იკითხა ჰუგომ: “იწვევენ თავისთან რაინდს, ღმერთის მადიდებლები, ეძახიან მას სახემლმწიფოს საქმეებში მონაწილეობისთვის, იწვევენ კოჭის მოთამაშეები და ლამაზ ქალთა საზოგადოება და სწავლული მეცნიერები ესაუბრებიან მას სიბრძნის, თეოლოგიისა და ხელოვნების შესახებ, რომელი გზით უნდა იაროს რაინდმა?”

მიუგო რაინდმა: “იარე შენი გზით: უპირველეს ყოვლისა – რაინდი მოგზაურია და ქვეყანა მისთვის ჰგავს ვაკეს რომელიც გადავეთილია მრავალი მდინარეებით. გადადის იგი მდინარეებზე, მაგრამ გაყოლით არცერთს თავს არ წააყვანინებს, რამეთუ მოგზაურია და პილიგრიმების გამცილებელია რაინდი, და თავისი მიზნისკენ მიდის იგი.”

ასეთნაირად ტრუბადური ჰუგო დე ლონკლი დაადგა რაინდული მსახურების გზას. და იყო მისი გზა ძნელი და სიხარულით აღსავსე. მრავალი გმირობა ჩაიდინა ჰუგომ, და ლოცვებით შესთხოვდა ყოვლადწმინდას, რომ მომკვდარიყო ბრძოლის ველზე, რამეთუ არ არის ლამაზი როცა რაინდი სახლში კვდება.

ახლა იხილეთ რამოდენიმე სურათი

აქ ასახულია ტამლიერების ცეცხლზე დაწვა

აქაც :P

ეს გახლავთ ფილიპ მე-4-ე რომელმაც დაწვა ჯაკ დე მოლე

ესეც ერთ ერთი რიგითი ტამლიერი

და ბოლოს შემოგთავაზებთ კლიპს ტამფლიერებზე

ამ ინფორმაციას კაი ხანი ვაგროვებდი და ცოტა რამ მეც მივამატე ამიტო ჩემი დაჟინებული ტხოვნა ბოლომდე წაიკითხოთ :aaa: :D

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close