საკითხავისასარგებლო

პირამიდები

მართალია ამგვარი პოსტები დევს საიტზე მაგრამ  ამნაირი არა :aaa:

პირამიდები იყო ფარაონის ეპოქის ერთი გრძელი ისტორიული ნაწილი. რომელმაც დაგვიტოვა შთამბეჭდავი ძეგლები. გიზას სამი გიგანტური პირამიდის გარდა, მდ. ნილოსზე შეგვიძლია 70-ზე მეტი პირამიდის ნახვა.

გიზას პირამიდები

ლომისტანიანი სფინქსის პირამიდის გარდა გიზაში კიდევ სამი დიდი პირამიდაა. 4000 წლის წინ მუმიფიცირებული მეფე ხეოფსის, კეფრენის და მიკერიანოს სხეულები მდ.ნილოსში მათი გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების მოსამზადებლად იყო ჩაფლული. ამ სამი პირამიდიდან, ყველაზე დიდი, ძველი და ლამაზი ხეოფსის პირამიდაა, რომელიც ცნობილია როგორც “დიდი პირამიდა”. ეს მე-19 საუკუნემდე ითვლებოდა ყველაზე მაღალ კონსტრუქციად მსოფლიში (145მ), მაგრამ კეფრინმა, ხეოფსის ვაჟმა მასზე უფრო დიდი პირამიდა ააგო.

ყველაზე პატარა მიკერინოს პირამიდაა, რომელიც ლამაზი მორთულობითა და ტაძრებით გამოირჩევა.

რა შეიძლება ნახო გიზაში

პირველ რიგში, პირამიდები, Solar Barque-ს მუზეუმი, სფინქსის კომპლექსი, Sphinx Sound და Light Show.

ასევე, გიზას ნეკროპოლისი, რომელიც ბოლო ადგილია ფასონებისა და ოფიციალური პირამიდების ოჯახებისთვის. აქ დაკრძალულნი არიან არა მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლები, არამედ ის ხელოსნები და მშენებლები, რომლებიც ამ შენობების აგებაში მონაწილეობდნენ.

დაჰშერუს პირამიდები

თავდაპირველად დაჰშერუში11 პირამიდა იყო, მაგრამ დღემდე მხოლოდ ძველი სამეფოს პირამიდები – ბენთი და წითელი პირამიდაა შემორჩენილი. მე-4 დინასტიის დამაარსებელმა ფარაონმა სნეფერუმ ეგვიპტის პირველი ნამდვილი პირამიდა –,,წითელი პირამიდა“ ააგო. იგი არის წყნარი ადგილი, სადაც შეგიძლია მოიხიბლო ძეგლის სიმშვიდით.

საჰარას პირამიდები

მემფისი ცენტრალური ქაიროდან 23მ-ში მდებარეობს. იგი ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლის წინ – მენესის მიერ დაარსდა. მემფისი ძველი სამეფოს მმართველობის პერიოდში დედაქალაქის როლს ასრულებდა.

11 პირამიდა მისი შეუზღუდავი მასშტაბებით 7 კმ-ზეა გადაჭიმული. ცენტრში დგას მეფე ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდა. ჯოსერის პირამიდა იყო პირველი პირამიდა, რომელიც ეგვიპტელებმა ააგეს. იგი ერთ–ერთი უდიდესი ნაგებობაა მსოფლიოში. მის გვერდით კი, თვით ფარაონის უძველესი ქანდაკება დგას.

რა არის სანახავი საჰარაში:

ზოსერის კომპლექსი;

მერერუკას ციხე-სიმაგრე;

სერაპეუმი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close