კულტურაუცნაური

ბავშვი, რომელსაც არასოდეს ძინავს!

4eaa9a90f088

ბიჭუნა ქვეყანას 3 წლის წინ მოევლინა. სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე მან ჯერ მშობლებისა და ადგილობრივი კლინიკის ექიმების, შემდეგ კი ბევრი სხვა ქვეყნის სპეციალისტების შეშფოთებაც გამოიწვია.

ერთი შეხედვით, რეტი სხვა ბავშვებისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ისიც თანატოლებივით მოუსვენარი, ცნობისმოყვარეა, გატაცებულია სხვადასხვა თამაშით და უფროსების ყურადღებაც ძალიან სიამოვნებს. მისი უცნაურობა იმაში გამოიხატება, რომ ამ ბავშვს არასდროს (არც დღე და არც – ღამე) სძინავს. :armjera:

2dca5eba395a

თავიდან რეტის ასეთი საქციელი მის მშობლებს ჭკუიდან შლიდა, ექიმები კი გამოკვლევას გამოკვლევაზე უტარებდნენ და ბოლოს, აშკარა პათოლოგია – არნოლდ-კიარის დაავადება დაუდგინეს. ეს სენი თავის ტვინში მთელ რიგ შეუქცევად ცვლილებებსა და გადახრებს იწვევს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვის თავის ტვინი სწორედ იმ უბანშია შეკუმშული, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, კერძოდ კი ძილზე, მეტყველებასა და სუნთქვაზე აგებს პასუხს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნას ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა შეშფოთების საბაბს არ იძლევა, ექიმები მის მომავალზე მაინც ძალიან წუხან. მათი თქმით, არავინ იცის, რამდენ ხანს შეძლებს ბავშვის ორგანიზმი მსგავს რეჟიმში ფუნქციონირებას, ამიტომაც პრობლემაზე მუშაობა ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს.

არაჩვეულებრივი ბიჭუნა ჯერჯერობით, ისევ ძველებურად ფხიზლობს. ერთი შეხედვით, ვერც მიხვდებით, თუ მის თავს რაიმე უჩვეულო ხდება. უბრალოდ, ცოტა გამოუძინებელი, ოდნავ დაღლილი გეგონებათ. როდემდე გასტანს მისი ასეთი მდგომარეობა და რამდენ ხანს გაუძლებს პატარა რეტ ლამბი ამ ყველაფერს, მომავალი გვიჩვენებს, მის მშობლებს კი იმედი აქვთ, რომ რომელიმე სახელგანთქმული ექიმი უთუოდ რაიმეს მოიფიქრებს და მათ პირმშოს მძიმე ყოფას ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს. :cry:

წყარო: ambebi.ge.

P.S. მთავარზე რომ სურათია ის ბავშვი არა…

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button