გასართობისაკითხავისასარგებლო

იცით თუ არა რომ….. (3)

ესეც შეპირებული მესამე ნაწილი :) საინტერესო 15 ფაქტი.

1. ნობელის პრემია გაიცემა ფაქტიურად ყველა დარგში, გარდა მათემატიკისა.
იმიტომ რომ ნობელის პირველი ცოლი მათემატიკოსთან გაიქცა.

2. რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ დამტკიცდა რომ მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი – შემთხვევით გადაღებული მოსიარულე თოვლის კაცი, აფიორა იყო, მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა რომ ჰიმალაებში ტურისტები მოეზიდათ.

3. მწყერის შვილს ჰქვია მუტრუკი. :D:D (სულ არ ყოფილა შეურაწმყოფელი სიტყვა) :)

4. ცხოველების უმრავლესობა სუნს ნესტოებით შეიგრძნობს, მაგრამ ზოგ მათგანს, მაგალითად, გველს, სუნის აღსაქმელად პირში აქვს სპეციალური, ე. წ.. იაკობსონის ორგანო, რომელიც ენის ზემოთაა მოთავსებული. ჰაერის დასაყნოსად გველები ორკაპა ენას ასავსავებენ და მსხვერპლის ადგილსამყფელს იმის მიხედვით ადგენენ, თუ საიდან ეცემა სუნი ენას.

5. დაშვებისას შავთავა შაშვის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევს!

6. ავაზას 105 კმ საათში სიჩქარის განვითარება შუძლია!

7. ზრდასრული ლურჯი ვეშაპი სიგრძეში სამი ავტობუსის ხელაა და 20 სპილოზე მეტს იწონის!

8. აფრიკული სპილო ყოველდღიურად დაახლოებით 230 კილოგრამ ფოთოლს ჭამს!

9. კოლიბრი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკან ფრენა შეუძლია.

10. კოლიბრი ყველაზე პატარა ფრინველია.

11. ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს რომ როცა ძინავს წყლის ფსკერზე – ზედაპირზე არ ამოტივტივდეს.

12. ყველაზე დიდი მიღწევები ქირურგიაში აქვთ გერმანელებს – მიზეზი კი ის გახლავთ რომ ჰიტლერის დროს ცოცხალ ადამიანებზე ატარებდნენ ცდებს.

13. ავსტრალიაში 57 მილიონი კენგურუ ცხოვრობს.

14. 1950 წელს ”ფიფამ” აკრძალა ფეხბურთის ფეხშიშველი თამაში, ამ დრომდე ინდოეთის ნაკრები ტურნირებზე ასე მონაწილეობდა. :D:D:D:D

15. პირველი ფიჭური ტელეფონი, რომელიც გასაყიდად გამოვიდა, 1 კილოგრამს იწონიდა და 35 ათასი დოლარი ღირდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close