არქივი

Black Eyed Peas

820cba770f29

ჯგუფი „Black Eyed Peas“ 1995 წელს შეიქმნა. მის შემადგენლობაში will.i.am, Apl.De.Ap, Taboo და Fergie შედიან. 2003 წელს, სინგლმა „Where’s The Love“ (რომელიც, ჯასტინ ტიმბერლეიკის მონაწილეობით ჩაიწერა) ჯგუფს კომერციული წარმატება და „გრემის“ სამი ჯილდო მოუტანა. ამის მოჰყვა არანაკლებ პოპულარული სინგლი „Shut up!“, რომელიც რადიო სადგურებში მუდმივად ტრიალებდა და ალბომი „Elephunk“. ჯგუფის შემოქმედება ჰიპ–ჰოპის, სოულის, ფანკის, ჯაზის, პოპის და ფოლკის არაჩვეულებრივი სინთეზია.

ჯგუფის შექმნის ისტორია 1989 წელს იწყება, როდესაც უფროსკლასელებმა Will.I.Am და Apl.de.Ap–მა, ერთმანეთი გაიცნეს და აღმოაჩნეს, რომ ერთნაირი ინტერესები ჰქონდათ. ბიჭებმა საკუთარი ჯგუფი „Atbam Klann“ შექმნეს და ლოს–ანჯელესის ღამის კლუბებში რეჩიტატივების კითხვა დაიწყეს.

სამი წლის შემდეგ ლეიბლთან „Ruthless Records“ კონტრაქტი გააფორმეს. 1995 წელს მათ ჯგუფის „Grassroots“ ყოფილი წევრი Taboo შეუერთდათ და ახალი სახელწოდებით „Black Eyed Peas“, ლეიბლთან „Interscope Records“ გააფორმეს კონტრაქტი.

სამი წლის შემდეგ ჯგუფის სადებიუტო ალბომი „Behind the Front“ გამოვიდა, რომელიც კრიტიკოსებმა საკმაოდ თბილად მიიღეს. მეორე ალბომი „Bridging The Gap“ 2000 წელს ჩაიწერა. კომპოზიცია „Where Is The Love?“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის ემოციებით დატვირთულმა Will.I.Am–მა შექმნა, შემდგომში კი მან სიმღერა მეგობართან, ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად ჩაწერა.

მესამე ალბომზე მუშაობისას ჯგუფს ახალი წევრი შეემატა. მწვანეთვალებიანი სტეისი ფერგიუსონი, თავდაპირველად კომპოზიციის „Shut up!“ ჩასაწერად მიიწვიეს. გოგონას ვოკალი იმდენად მოუხდა ჯგუფს, რომ საბოლოოდ ის მისი ნაწილი გახდა. კომპოზიცია „Where Is The Love?“ მესამე ალბომში „Elephunk“ შევიდა. თუმცა, ამის გამო ჯგუფს პრობლემები შეექმნა. ტიმბერლეიკის ლეიბლმა მისი ვიდეორგოლში გადაღება და ტიტრებში მოხსენება აუკრძალათ. მიუხედავად ამისა ემოციურმა სიმღერამ მსმენელის გულები და ჰიტ–აღლუმების სათავეები უმოკლეს დროში დაიპყრო. ჯგუფმა ჯასტინ ტიმბერლეიკტან და კრისტინა აგილერასთან ერთად საკონცერტო ტურნე გამართა. რის შემდეგაც ისინი პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოვებებზე მიიწვიეს. („MTV European Music Awards“, „Brit Awards“, „გრემი“ და ა.შ.). ალბომის „Monkey Business“ პოპულარიზაციისთვის ჯგუფმა ამერიკასა და ევროპაში საგასტროლო ტურნე გამართა.

2004 წელს ჯგუფი „Black Eyed Peas“ ნომინაციაში „საუკეთესო პოპ–პროექტი“, „MTV EMA“–ს ჯილდოს მფლობელი გახდა. 2006 წელს კი „MTV RMA“–ზე „საუკეთესო საზღვარგარეთული არტისტის“ ნომინანტები გახდნენ.

fe2eb6f83947

c2e19ce96423

75af5b1b7adb

ყველაზე მაშტაბური ცეკვა მსოფლიოში:D

ეს ამ ჯგუფის ერთ_ერთი საუკეთესო “live”_ია

მე ეს ჯგუფი მომწონს ყველაზე ძალიან :)

წყარო: www.radio.ge

მსგავსი ამბები

Back to top button