უცნაური

მოკვდება მზე?

sun1

როგორც ყველა სხვა ვარსკვლავი, ისევე მზეც, ადრე თუ გვიან ჩაქრება, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც დღეს დედამიწაზე ცხოვრობენ, ამაზე სანერვიულო ნამდვილად არ აქვთ: ეს მოხდება არც ისე მალე, დაახლოებით 5-6 მილიარდი წლის შემდეგ. მზეზე დაიწყება ენერგეტიკული კრიზისი. 

იქ აღარ დარჩება წყალბადი, რომლის მეშვეობითაც მზის ბირთვი იწვოდა და წყალბადის ნაცვლად წვას დაიწყებს ჰელიუმი.

მზის ატმოსფერო ძალიან დიდი სიჩქარით დაიწყებს ზრდას და გახდება დაახლოებით 100-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე იგი ახლა არის. მზე გახდება წითელი გიგანტი. იგი იმ დონეზე გაიზრდება, რომ ყველა მზის სისტემის პლანეტას ჩაყლაპავს და მათ შორის რა თქმა უნდა დედამიწასაც.

კონტინენტები გალღვება და დადნება, ოკეანეები დაშრება, ყველანაერი ნესტი აორთქლდება და გაქრება. დედამიწა შეწყვეტს არსებობას. მზის, როგორც წითელი გიგანტის არსებობის ფაზა, გაგრძელდება რამდენიმე მილიონი წელი და საბოლოოდ მიზიდულობის ძალა გამოიწვევს მზის აფეთქებას და საბოლოო განადგურებას. ყოფილი მზე შეიკუმშება და გახდება დაახლოებით დედამიწის ზომის, ხოლო მისი მასა იმ დონეზე მჭიდრო გახდება, რომ მისი ერთი ნამცეცი აიწონის 16 ტონას (!). ყოფილი მზის სითბო ნელ-ნელა გაიფანტება კოსმოსში. მზე ჩაქრება.

sunred

მარცხნივ: მზის ამ დროინდელი მდგომარეობა. მარჯვნივ: მზე ჩაქრობამდე (წითელი გიგანტი)

fazebi

1) მზე ჩამოყალიბების პროცესში 2) ამჟამინდელი მდგომარეობა 3) მზე აფეთქებამდე (წითელი გიგანტი) 4) ახალაფეთქებული მზე (ე.წ. ნისლეული) 5) მზის ნარჩენი (დაახლოებით დედამიწის ზომის)

წყარო: მე და წიგნი “კითხვები და პასუხები”.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button