საკითხავისასარგებლო

რაში შეიძლება გამოვიყენოთ ლუდი

c317daf57161
გარდა იმისა, რომ შეგვიძლია განუზომელად, ზომა-წონის გარეშე მუცელში ჩავისხათ და ვიბარბაცოთ, თურმე ამის გარდა ლუდი სხვა რამეშიც ,,გამოგვადგება”

c1be001c3b22
ლუდი კანისთვის პირდაპირ მისწრებაა. როცა მოიცლით ხანგრძლივი აბაზანის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ ცადოთ და გაიკეთოთ ლუდის ვანები. ნამდვილად ნასიამოვნები დარჩებით. ეცადეთ ცდუნებას გაუძლოთ და აბაზანის მიღების დროს არ ,,შემოგეხვრიპოთ” : ) ამასთანავე არაა სასურველი ვანის მიღების შემდეგ მზიან დღეს გარეთ გასვლა. ამასთანავე ვეჭვობ კაცები ვერ გაუძლებენ თქვენს დამატყვევებელ სურნელებას :dabneuli:

c41c6144591d
ლუდი როგორც ჩანს კუჭისთვისაც სასარგებლო ყოფილა. ანუ ქართველი ქალები სულ ტყუილად აშინებენ ქმრებს, გაგისკდება კუჭი და მუცელი მაგდენი სმითო : ))) თუ რაიმე დარღვევა გაქვთ კუჭის მხრივ, გირჩევთ ნელ-ნელა წრუპოთ ლუდი, ის დაეხმარება თქვენს კუჭს დამშვიდებაში, ხოლო ალკოჰოლური შემადგენლობა კი, როგორც საანესთეზიო საშუალება დაგიყუჩებთ ტკივილს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ცადოთ, ზემოთ აღწერილი საშუალება თუკი გაქვთ წყლული ან გასტრიტი.

470d64bbef38
გაგიკვირდებათ და ლუდი თურმე ავეჯის საწმენდიც ყოფილა. დაასველეთ ნაჭერი ლუდით და გაწმინდეთ თქვენი ხის ავეჯი, შემდეგ კი სხვა ნაჭრით შეამშრალეთ და გააპრიალეთ. ნახავთ როგორი ბზინვარება ექნება…

ce00bfaf16e2
გაანთავისუფლე პარაზიტებისგან შენი ბოსტანი… Slugs – ეს არის ბაღის საშინელი პარაზიტი, ისინი უფრო საჭმელ ბოსტნეულს ეტანებიან. ქიმიური შეწამვლის ნაცვლად თქვენ მათ წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლუდი. ლუდიან თეფშს დადგამთ ბაღში(როგორც სურათზეა ნაჩვენები), და დაელოდებით. ამ პარაზიტებს სუნი მიიზიდავს და ისინი სიცოცხლის უკანასკნელ წამებში ლუდის აბაზანებს მიიღებენ : )))

d658f2b2ad9b
გამოუცხადეთ ომი ფუტკრებსა და ბზიკებს… თუ თქვენთან ახლოს დასახლებულ ბზიკებთან არც ისე კეთილმეზობლური ურთიერთობა გაქვთ და ეძებთ მეთოდს მათ გასანადგურებლად, ლუდი გამოგადგებათ. თურმე ფუტკრებსა და ბზიკებს ლუდის სუნი იზიდავს. ხოდა დადგით მათ ბუდესთან ახლოს ლუდიანი რამოდენიმე ქილა, მხოლოდ შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც ხალხი არ იტრიალებს. სავარაუდოდ ბზიკები თქვენს ხაფანგში დალევენ სულს.

a87c91f3e72d
ლუდის შამპუნიც არსებობს, რომელიც გამოიყენება გაფერმკრთალებული, დასუსტებული თმის გამოსაჯანსაღებლად. თუმცა ვინაიდან საქართველოში ჯერჯერობით ესეთი შამპუნი არ მოგვეპოვება, შეგვიძლია ხელდახელ გავაკეთოთ მინი-ნიღბები. ერთ ჩამჩა ლუდს უნდა შევურიოთ ერთი უმი კვერცხი და როგორც ჩვეულებრივი შამპუნი ისე წავისვათ თმაზე. ცნობილია რომ კვერცხი კარგად ქაფდება. კარგი იქნება თუ ამ ნიღაბს გამოიყენებთ ხოლმე თვეში ერთხელ მაინც.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close