ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას(ცირა ბულაშვილი)
კანადაში, ზამთრის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპულ
21 წლის სპორტსმენს-ნოდარ ქუმარიტაშვილს
გლოვის ზარები
ნ იაღვარივით საქართველოს მოასკდა ცრემლი,
ო, მოლოდინმა ჩამორეკა გლოვის ზარები,
დ ედის კივილმა სიზმარეთი ააგრიგალა,
ა ცრემლებულნი ჩამოგორდნენ მთიდან ზვავები.
რ ოგორ ჩაშავდა უშენობით სამშობლოს დროშა,
ქ ართველურ სპორტში იმედიან რწმენას ანთებდი,
უ კვდავებაში გადავარდნილს – ყინულის ბილიკს,
მ ოულოდნელი გმირობისა სახელს არქმევდი.
ა ღარასოდეს შემოირბენ დათოვლილ სერებს,
რ ული გაუკრთათ, გარინდულან თოვლქვეშ ნაძვები,
ი აგუნდებად დაფერილი თეთრი მტრედები,
ტ აბაწყურისკენ გაფრენილან შავი ძაძებით,
ა იშალა და ჩაინაცრა დედის იმედი,
შ ვილი – ვაჟკაცი შეუწირავს თურმე ზვარაკად,
ვ ინ იცის, იქნებ სიყვარულსაც განგებ ითმენდი,
ი სტორიულად მსოფლიოში დარჩე არაკად.
ლ ოცვითა ვვედრებთ… დაიმკვიდრე სასუფეველი,
ს ად განისვენებს უძლეველი სული ამაყად…
16.02.2010
ქ.რუსთავი
P.s თუ სადმე დადებას გადაწყვეტთ ავტორი მიუთითეთ