არქივი

კრისტოფერ ნოლანი

5ef8287a14b4

Christopher Nolan

კრისტოფერ ნოლანი დაიბადა ლონდონში, 1970 წლის 30 ივლისს.
ბრიტანელ-ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

ხშირად თანამშრომლობს თავის ძმასტან Jonathan Nolan – თან, რომელთან ერთადაც გადაიღო შემდეგი ფილმები:

Following (1998) ბიუჯეტი $6000 შემოსავალი: 43 ათასი IMDB 7.6

Memento (2000) ბიუჯეტი $4,5 million შემოსავალი: $40 million IMDB 8.6 (#26)

Insomnia (2002) ბიუჯეტი $46 million შემოსავალი: $114 million IMDB 7.2

Batman Begins (2005) ბიუჯეტი $150 million შემოსავალი: $500 million IMDB 8.3 (#104)

The Prestige (2006) ბიუჯეტი $41.2 million შემოსავალი: $109 million IMDB 8.4 (#74)

The Dark Knight (2008) ბიუჯეტი $185 million შემოსავალი: $1.1 მილიარდი IMDB 8.9 (#9)

Following 1998
aa0a30f511ae

კრისტოფერ ნოლანის დებიუტი, გადაღებულია 1998 წელს და არის ნუარის (film-noir) სტილის.
ფილმი მოგვითხრობს ერთ კაცზე, რომელაც არ აქვს მახათი და გაიჩენს საოცარ ჰობის… ლონდონის ქუჩებში სრულიად უხცო ხალხს დასდევს, უყურებს რას აკეთებენ, ვის ხვდებიან და ასე შემდეგ… (მხოლოდ აკვირდება) თანდათან ეს გადასდის მანიაში. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ ის ხვდება კრიმინალურ სამყაროში…
ფილმის ბიუჯეტია $6000 და როგორც ნოლანის შემდეგი ფილმები,შეიცავს სიუჟეტის არაქრონოლოგიურ განვითარებას..

პ.ს. ქართულ სერვერებზე ამ ფილმს ვერ იშოვით, ვისაც სურვილი გაქვთ აი ლინკი ოფფლაინზე მე დავდე… :P

Memento
ccdfc96fe075

როლებში: გაი პირსი, კერი-ენ მოსი, ჯო პანტალიანო, ჯორჯია ფოქსი

Following ის წარმატების შემდეგ, ნოლანმა გადაიღო ფსიქოლოგიური თრილერი თავისივე სცენარზე, რომელიც Jonathan Nolan ის პატარა მოთხრობაზე, “Memento Mori” ზე იყო დაფუძნებული.

სადაზღვევო კომპანიის ყოფილი თანამშრომელი მეუღლის მკვლელს ეძებს. საქმეს მისი მეხსიერების პრობლემები ართულებს: თავის ტრამვის შემდეგ მას ახსოვს ყველაფერი ცოლის დაღუპვამდე, მაგრამ ვერ იმახსოვრებს მას შემდეგ მომხდარ მოვლენებს, მაგალითად ვერ გაიხსენებს იმას, რაც თხუთმეტიოდე წუთის წინ მოხდა.

ფილმი ოქროს გლობუსზე და ოსკარზე იყო ნომინირებული.

Insomnia
4a08b38675db

ნოლანის მორიგი ფილმი რომელშიც მონაწილეობენ ალ პაჩინო, ჰილარი სვონკი და რობინ უილიამსი….

ლოს–ანჯელესის პოლიციის გამოცდილი დეტექტივი უილ დომერი, თავის თანაშემწესთან ერთად გაგზავნილია პატარა ქალაქში ალიასკაზე, იმისათვის რათა ჩვიდმეტი წლის გოგონას მკვლელობა გამოიძიოს. დორმერის დამხმარე, ასევე გამჭრიახე ადგილობრივი პოლიციის დეტექტივი ელი ბური ხდება. გამოძება წინ მიდის, და მალე პოლიციელებს ეჭვმიტანილიც გამოუჩნდებათ. ეს უოლტონ ფინჩია – რომანტიკული შეხედულებების ადამიანი, რომელსაც განცალკევებული ცხოვრების სტილი აქვს. თანაშემწე უბედური შემთხვევის გამო, დორმერს შემოაკვდება. ეს შემთხვევითი სიკვდილი დორმერს ძილს საბოლოოდ უტეხს. უფრო და უფრო იბმევა ის ფინჩის მაქინაციების აბლაბუდაში, რადგან ეს ფაქტი მასაც მკვლელად აქცევს…

Batman Begins
ba99ccac9a8d

როლებში: მაიკლ კეინი, კრისტიან ბეილი, გარი ოლდმენი, კეიტ ჰოლმსი და სხვანი…

ამბავი ბრიუს უეინის წარმოშობაზე, უზარმაზარი ფულის ახალგაზრდა მემკვიდრეზე, რომელმაც მშობლები ნაადრევად დაკარგა. ბრიუსი ტოვებს მშობლიურ გოთემს და მოგზაურობაში მიდის დედმიწის გარშემო. უამრავი დაბრკოლება და დანაკარგი მის ხასიათს აყალიბებს. ლეგენდარული გმირი, დაჩაგრულების დამცველი და უსამართლობასთან მებრძოლი ყალიბდება თქვენ თვალწინ. გოთემში დაბრუნებული ბეტმენი გახდება ბოროტი ძალების მთავარი დაბრკოლება….

The Prestige
66cdffe04198

გენიალური ფილმი, გენიალური შინაარსი, მსახიობების გენიალური გარდასახვა, საოცარი სცენარი… ეს ფილმი არის არა მარტო ნოლანის, არამედ მთელი კინემატოგრაფის ერთ-ერთი შედევრი… და, როგორც ნოლანის ფილმების უმეტესობისა, ძალიან ღრმა და ჩახლართულია…

The Dark Knight
78637edc5aff

ოცდამეერთე საუკუნის საუკეთესო ფილმია, ბევრის აზრით. მე,უბრალოდ, ამ ფილმში ჰით ლეჯერის გარდასახვა მაოცებს და მარტო მაგის შერჩევას, ჯოკერის როლზე, ვთვლი გენიალურად…

ფილმმა მოიპოვა ორი ოსკარი…

639d310e945c

Inception
7e648f437a2c

მთავარ როლში ლეონარდო დიკაპრიო

გამოვა 16 ივლისს. ბიუჯეტი 200 მილიონზე მეტია, მე, პირადად, ამ ფილმის ფანი გავხდები დარწმუნებული ვარ და ვიცი ისეთივე გენიალური იქნება, როგორც მატრიცის ტრილოგია… ვფიქრობ, რომ ნოლანი კიდევ ერთ შედევრს გვაჩუქებს და ერთი სული მაქვს როდის დადგება ზაფხული!!!

გენიალური ჰანს ზიმერი იქნება მთავარი კომპოზიტორი…

თრეილერები:

პ.ს. ნოლანი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარელესი რეჟოსორია თანამედროვეებიდან, გაი რიჩთან და გილიერმო დელ ტოროსთან ერთად…

წყარო: sjobs.ge

მსგავსი ამბები

Back to top button