საკითხავი

“ყველაზე ლამაზი თვითმკვლელობა” :(

1947 წლის 1 მაისს 23 წლის ნიუ-იორკელი გოგონა ეველინ მაკჰეილი “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” 86 სართულიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.ის დაეცა ლიმუზინს და გარდაიცვალა.იქვე აღმოჩნდა ფოტოგრაფი დევილ უაილზი და ფოტოც გადაიღო.ამ ფოტომ კი ამერიკის მრავალი პოპულარული ჟურნალ-გაზეთის პირველი გვერდები დაიპყრო.ეს ფოტო ერთი მხრივ უბრალო ხელოვნებაა, მეორე მხრივ კი მომხიბვლელი გოგონას დიდი ტრაგედიაა. 

ჩვეულებრივი მაისი დღე იყო ნიუ იორკში როცა ეველინმა გადაწყვიტა თავი მოეკლა.მან დატოვა წერილი:”ის უჩემოდ ბედნიერი იქნება,მე კარგ ცოლობას ვერავის გავუწევ”…

შემდგომ ავიდა “ემპაირ სტეიტ ბილდინგის” 86 სართულზე(344 მეტრი),გადმოხტა და გარდაიცვალა…
როგორც ავღნიშნე ამას ამერიკულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა…

საინტერესო ისაა თუ რას ფიქრობა იმ მომენტში როცა უკვე გადმოხტა და უახლოვდებოდა სიკვდილს… ეს მის საიდუმლოდ დარჩა ბოლომდე…

უცნობმა ავტორმა მას ლექსი მიუძღვნა-

“სიყვარული მიდის,მოდის
სიცოცხლე კი ერთია.
გაუფრთხილდი ვით ჩიტუნას
და გულში ჩაიკარი.
და თუ მას ხელს გაუშვებ
დაე ღმერთმა განგსაჯოს.
სიყვარული თუ არ არის
დამიჯერე ძნელია”…

(ლექსი მე ვთარგმნე ინგლისურიდან და იმედია ლექსის აზრს მიხვდით).

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close