გასართობისურათები

თვალები

თვალები სულის სარკეა … ლექსი და სურათები გაგრძელების მერე 
თვალები ჩვენი “შპიონები” არიან, რადგან ისინი გვამხელენ ყველაფერში:
რისი თქმაც გვინდა და რისიც არ გვინდა.
თვალები ტყუილშიც ადვილად ამხელენ ადამიანს. და არა მარტო ადამიანს

ჩვენ და ცხოველები ხომ უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს, თვალების
დამსახურებით : ) მე პირადად ჩემს ძაღლს თვალებზე ვატყობ თითქმის
ყველაფერს, რადგან თვალები ქმნის სახის გამომეტყველებას და ვხვდები
როდის შია, სწყურია, ბედნიერია, მოწყენილია, გარეთ უნდა :)
აი ესეთი დახატული გოგო მყავს :*

დავუბრუნდეთ ისევ ადამიანების თვალებს. ადამიანს შეუძლია
მოგატყუოთ , მაგრამ თვალებს ვერაფერს მოუხერხებს. თუ მას
თვალებში უყურებთ ლაპარაკის დროს, ზუსტად გამოიცნობთ მის
გრძნობებს და განცდებს იმ წუთას.
მე ხშირად ვატყობ ადამიანს თვალების მეშვეობით რომ მატყუებს,
ხშირად მეც გავუთქვივარ თვალებს   :yes:

თუ სიტყვებით ჩვენს ტკივილს ვერ გამოვთქვამთ კარგად, თვალები ამას
მშვენივრად აკეთებენ. თვალებში ადამიანის ტკივილი იმდენად ღრმად ჩანს,
რომ ძნელია გაუძლო მის მზერას.

დაიღალნენ თვალები,
მართლა დაიღალნენ.
მათ უწევდათ სხვა
მოვალეობის შესრულებაც
და არა მარტო ხედავდნენ დასანახავს,
ოცნებობდნენ და უყვარდათ კიდეც.
თვალები გრძნობდნენ სასურველისკენ;
თვალები იკრავდნენ გულში _
ხელების ნაცვლად;
და გაშმაგებით ჰკოცნიდნენ _
თვალები.
მაშინ, როცა დანარჩენები
არაფერს იქმოდნენ:
ფეხები იდგნენ,
ხელები გულზე იყვნენ დაკრეფილები,
ბაგე კი დუმდა . . .
დაიღალნენ თვალები,
მართლა დაიღალნენ.

წყარო (ლექსის) : www.lib.ge

პ.ს გთხოვთ ნუ დაიწყებთ კომენტარებში “იუმორის” გამომზეურებას  :)

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close