არქივი

BTR-MD Rakushka

900ffb9807ca

BTR-MD Rakushka ახალი რუსული ჯავშანტრანსპორტიორია, რომელიც სპეციალურად სადესანტო ჯარებისთვის შეიქმნა. მასზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო, პირველი ათი ჯავშანტრანსპორტიორი კი წელს გადაეცა ჯარებს გამოსაცდელად ქსმ BMD-4M-ებთან ერთად. ახალი ბტრ-მდ შეიქმნა ბტრ-დ-ს ჩასანაცვლებლად, თუმცა ახალ ჯავშანტრანსპორტიორს უკვე გაუჩნდა დაფინანსებასთან პრობლემები, ამიტომ უახლოეს მომავალში ბტრ-მდ-ების მხოლოდ მცირე პარტიები შევა საზღვაო ფლოტის ქვეით და სადესანტო ჯარების შეიარაღებაში. BTR-MD დაფუძნებულია საჰაერო-სადესანტო ჯარებისთვის განკუთვნილი BMD-4-ის ბაზაზე. ახალ ვარიანტში შასი დაგრძელდა და კოშკურა მოიხსნა, რითიც ახალი ბტრ-მდ უფრო დაგრძელდა და მეტი სივრცე მიიღო, რითიც აღემატება წინამორბედ ბტრ-დ-ს. ახალი ჯავშანტრანსპორტიორი, როგორც ავღნიშნე შესაძლებელია იყოს საზღვაო ქვეითების, სახმელეთო ჯარების ქვეითების შეიარაღებაში, თუმცა საჰაერო -სადესანტო მანქანის შასის წყალობით ასევე საჰაერო-სადესანტო ჯარების შეიარაღებაშიც. რაც შეეხება დაჯავშნას-ბტრ-მდ-ს ჯავშანი ალუმინისაა, რაც მართალია ჯავშანტრანსპორტიორის მანევრულობას, სისწრაფეს და მოქნილობას მაქსიმალურად ხელს უწყობს, თუმცა გაძლებით მხოლოდ შაშხანის ტყვიებს და საარტილერიო ჭურვის ნამსხვრევებს უძლებს. ჯავშანტრანსპორტიორი აღჭურვილია ავტომატური ცეცხლის ჩამხშობი სისტემით და NBC დაცვის სისტემით. ბტრ-მდ აღჭურვილია დისტანციურად მართვადი 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით, თუმცა ზოგიერთ ვარიანტზე ტყვიამფრქვევის ნაცვლად 30 მმ-იანი ქვემეხი აყენია, რომელიც ასევე დისტანციურად მართვადია. შეიარაღების მართვა ეკიპაჟის მეთაურის განკარგულებაშია. ჯავშანტრანსპორტიორი მაქსიმალურად დიდი მოცულობის შექმნეს, ამიტომ მას შეუძლია 2000 კგ ტვირთის, ან 13 სრულად აღჭურვილი მებრძოლის გადაყვანა, პლუს ეკიპაჟის ორი წევრი. ბტრ-მდ ასევე შესაძლებელია სატვირთოდ გამოიყენონ-გადაიტანონ საწვავი, ტყვია-წამალი ან სხვა საბრძოლო მასალა და შეარაღება. “რაკუშკა” აღჭურვილია 2V-60-2-ის ტიპის ტურბო-დიზელის ძრავით, რომელიც 450 ცხენის ძალას ანვითარებს. აღსანიშნავია რომ ბტრ-მდ სრულად ამფიბიურია. ამჟამად ბტრ-მდ გამოცდების და განვითარების პროცესშია. ბტრ-მდ-სთან ერთად რუსეთი მუშაობს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გადამზიდავ Kornet-D-ზე, საჰაერო თავდაცვით სარადარო გადამზიდავ MRU-D-ზე, უპილოტო საფრენი აპარატების მაკონტროლირებელ Poliot-K-ზე, სამეთაურო-საკომანდო მანქანა Poliot-K UAE-ზე და მზვერავ და საცეცხლე მართვის მანქანა Obzhimka-ზე. რაც შეეხება სპეციალური სიგნალების გადასაცემ მანქანა lastochka-2-ს და დაჯავშნულ სასწრაფო დახმარების მანქანა BMM-D-ს ისინი უკვე გამოცდების სტადიებშია.

7732c50e50c5

c534d210f3cb

ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები:

მოდიფიკაცია: BTR-MD Rakushka
ქვეყანა: რუსეთი
ტიპი: ჯავშანტრანსპორტიორი
მომსახურებაში შესვლის წელი: მოსალოდნელია 2013 წლისთვის
ეკიპაჟი: 2 კაცი
დესანტი: 13 კაცი
წონა: 13.2 ტ
სიგრძე: ~6.1 მ
სიგანე: ~3.1 მ
სიმაღლე: ~2.5 მ
შეიარაღება: 1 x 7.62 ტყვიამფრქვევი ან 30 მმ-იანი ქვემეხი
ძრავა: 2V-60-2 ტურბო-დიზელი
ძრავის სიმძლავრე: 450 ცხ/ძ
მაქს. სიჩქარე გზაზე 70: კმ/სთ
მაქს. სიჩქარე წყალში: 10 კმ/სთ
სვლის სიშორე: 500 კმ
აღმართის/დაღმართის დაძლევა: 60%
გვერდითი დახრილობის დაძლევა: 30%
თხრილის გადალახვა: 1.8 მ
ვერტ. დახრილობის დაძლევა: 0.8 მ
ფორსირება: ამფიბიური

წყარო: WWW.ARMADA.GE

მსგავსი ამბები

Back to top button