საკითხავისასარგებლო

რობინ ჰუდი



რობინ ჰუდი – შუასაუკუნეების ინგლისის ხალხური ეპოსის ბალადების და ლეგენდების გმირი.ლეგენდის მიხედვით ის ნოტინგემთან შერვუდის ტყეში მოქმედებდა თავის ბანდასთან ერთად.ის იბრძოდა სიმართლისათვის,ლორდებს და სხვა მდიდარ ფენათა წარმომადგენლებს ძარცვავდა და ფულს ღარიბებს უნაწილებდა.
ამ ლეგენდების და ბალადების პროტოტიპის-რობინ ჰუდის ვინაობა დღესაც უცნობია.ის დაახლოებით XIV საუკუნეში ცხოვრობდა ედუარდ მეორის მეფობის დროს.არსებობს ასევე მწერალ უალტერ სკოტის ვერსია რომლის მიხედვით რობინ ჰუდი მეთორმეტე საუკუნეში ცხოვრობდა.

ბალადები რობინ ჰუდზე პირველად მეთოთხმეტე საუკუნეში შეიქმნა.შემდგომ საუკუნეებშიც გამოიცა რამოდენიმე ახალი ვერსია ბალადებისა,ბოლო მათგანი თარიღდება მეცხრამეტე საუკუნით შედგენილი ფრენსის ჩაილდის მიერ და მოიცავდა 40 ნაწილს..
ლეგენდის მიხედვით რობინ ჰუდი იყო თავისუფალი გლეხი,ის იყო სოფელ ლეკსლიდან რომელსაც ხშირად მისი სახელით მოიხსენიებენ.მისი ბანდა რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა,უმეტესობა იყო დახელოვნებული მეისრე.მთავარი განსხვავება რობინ ჰუდის ბანდასა და იმ დროს მოქმედ სხვა ბანდებს შორის იყო ის რომ რობინის ბანდა იბრძოდა სიმართლისათვის,ის ილაშქრებდა კლასობრივი ჩაგვრის წინააღმდეგ და ღარიბთა უფლებებს იცავდა.
ისევე როგორც მეფე არტური,ასევე რობინ ჰუდიც წარმოადგენს ინგლისური ეპოსის ლეგენდარულ სუბიექტს,რომელიც გაცდა მხატვრული ნაწარმოებების საზღვარს და დიდი პოპულარობა მოიპოვა.მასზე დღემდე იდგმება სპეკტაკლები,იღებენ ფილმებს და მულტფილმებს,უძღვნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებს და ა.შ

რაც შეეხება სიტყვა “hood”_ს-ნიშნავს თავსაბურავს,”კაპიშონს”.და წარმოადგენდა რობინ ჰუდის ჩაცმულობის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს.ასევე არსებობს მოსაზრება რომ ეს იყოს სიტყვა “hoodlum”(ხულიგანი)_ს ან “hoodwink”(შეცდენა,მოტყუება)_ს შემოკლების შედეგად მიღებულია.

“რობინ ჰუდს” ამბობენ ყველა იმ ადამიანის შესაფასებლად რომელიც მოპარულ ან თაღლითური გზით ნაშოვნ ფულს(ოღონდ მხოლოდ მდიდრებზე ან ისეთ ადამიანებზე წართმეულს რომელიც “ფულით ვერ იყორავს მუცელს”) უნაწილებს ღარიბ-ღატაკებს.
რობინ ჰუდზე ქმნიან ნაწარმოებებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში.
წიგნები:
ალექსანდრე დიუმა-“რობინ ჰუდი-მძარცველთა მეფე”; “რობინ ჰუდი ძებნაში”.
მადელაინ სიმონსი-“ხმალი და ცისარტყელა”.
შექმნილია ასევე ორ ათეულამდე მხატვრული და მულტიპლიკაციური ფილმი.ბოლო მათგანი წელს გამოვა “გლადიატორის” შემქნელებისგან,მთავარ როლში რასელ ქროუ და რეჟისორი რიდლი სკოტი.

წყარო:www.wikipedia.org…www.boldoutlaw.com

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close