არქივი

მსოფლიოს დახურული ადგილები

1e625fd40313

მსოფლიოს დახურული ადგილები, სადაც ვერასოდეს მოხვდებით
1. ვატიკანის არქივი
არქივი საიდუმლო არაა მისი მნიშვნელობის მიუხედავად. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მოგესურვებათ, მაგრამ ვერასოდეს შეხვალთ თავად არქივში. თქვენ უნდა შეიტანოთ მოთხოვნა დოკუმენტზე და ამის შემდეგ მისი ნახვის უფლება მოგეცემათ. ერთადერთი დოკუმენტები, რომელებზეც ხელი ვერ მიგიწვდებათ , ისინია, რომელთაც ჯერ 75 წელი არ შესრულებია (დიპლომატიური და სამთავრობო ინფორმაციის დაცვის მიზნით). ვატიკანში საიდუმლო არქივის თაროები 84 კმ-ზეა გადაჭიმული და 35 000 ტომს ითვლის.

735a7c95e719

2. მოსკოვის მეტრო-2
სისტემა აშენებულ იქნა დაახლოებით სტალინის დროს – კოდური სახელწოდებით D-6  КГБ-ში . რუსეთის ФСБ, ისევე როგორც მოსკოვის მეტროპოლიტენის ადმინისტრაცია არც უარყოფს და არც ადასტურებს მეტრო -2-ის არსებობას. გადმოცემით მეტრო2-ის სიგრძე , აჭარბებს საზოგადოებრივ მეტროს. ეს ხაზი აერთიანებს კრემლს, ФСБ შტაბ-ბინას, ვნუკოვო-2 აეროპორტს,რამენკის მიწისქვეშა ქალაქს , აგრეთვე ნაციონალური მნიშვნელობის სხვადასხვა ადგილს.

8bdda8e1b030

3. ზონა 51
ზონა 51 არის ფსევდონიმი სამხედრო ბაზისა, რომელიც განლაგებულია ნევადას შტატის სამხრეთ ნაწილში აშშ-ს დასავლეთით. , 133 კმ-ით ქალაქ ლას-ვეგასიდან. მდებაროებს ტბა გრუმის სმ.სანაპიროზე, სადაც საიდუმლო სამხედრო აეროდრომია. ამბობენ,რომ სამხედროები აქ ინახავენ და სწავლობენ უცხოპლანეტელთა კოსმოსურ ხომალდებს. ბაზაზე იმყოფება საიდუმლო უფოლოგიური ლაბორატორია. ბაზაზე მომსახურენი კი ირწმუნებიან, რომ ბაზის ძირითადი მიზანია ექსპერიმენტალური თვითმფრინავებისა და შეიარაღების სიტემის გამოცდა.

2e3358a1a317

4. ისეს უდიდესი ტაძარი
უდიდესი წმინდათაწმინდა სალოცავი იაპონიაში. ის ეძღვნება ამატერასას (მზის ქალღმერთს). ითვლება , რომ იგი აგებულია დაახლოებით 2 000 წლის წინ. ტრადიციის მიხედვით ტაძარს  ეახლება ყოველი ახალი იმპერატორი . სინტოიზმის მიხედვით სიკვდილი და შემდგომი აღდგენა ითვლება ამ რწმენის ძირირითად პრინციპად . სწორედ ამიტომ ტაძარი იშლება და ყოველ 20 წელიწადში კვლავ აღსდგება სინტოს სიკვდილის და აღდგენის იდეის თანახმად . დაშლა-აღდგენა დამტკიცდა დაახლოებით მე-11 საუკუნეში და მას შემდეგ ეს ტრადიცია არ დარღვეულა. (შემდეგი აღდგენა, რიგით 62-ე, 2013 წელს მოხდება) ის იკავებს ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იმ ადგილთა სიაში, სადაც თქვენ ვერასოდეს ვერ მოხვდებით, რადგან ის ადამიანი რომელსაც შეუძლია იქ შესვლა არის სასულიერო პირი ანდა ქურუმი, და ის აუცილებლად უნდა იყოს იაპონიის იმპერატორული ოჯახის წევრი. მაშასადამე თუ თქვენ არ ბრძანდებით იაპონიის პრინცი ან პრინცესა , მაშინ ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ნახავთ, გარდა ამ ტაძრის ჩალის თავსახურისა.

efba8726f7e7

5. სამხედრო ბაზა RAF Menwith Hill
RAF Menwith Hill – ბრიტანული სამხედრო ბაზა, რომელსაც კავშირი აქვს გლობალურ შპიონურ ქსელთან Echelon-ტან. ის მოიცავს ფართო სატელიტურ მიწისზედა სადგურს, რომელიც იჭერს კავშირებს , გააჩნია გამაფრთხილებელი სისტემა რაკეტული თავდასხმისა და ატარებს სახელწოდებას , როგორც მონიტორინგის უდიდესი ელექტრო სადგური მსოფლიოში. Echelon ქსელი შეიქმნა სამხედრო და დიპლომატიური მოღვაწეობის სამეთვალყურეოდ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ბლოკის მოკავშირეთათა გამო , ცივი ომის პერიოდში, 1960 წლის დასაწყისში . ამჟამად უწევს მეთვალყურეობას ტერორისტული შეთქმულებების მინიშნებებს, პოლიტიკურ და დიპლომატიურ კვლევებს. იგი აგრეთვე მონაწილეობას იღებდა მოხსენებებში, კომერციულ შპიონაჟზე და ითვლება , რომ ფილტრავს ყველა სატელეფონო ზარს და რადიოკავშირს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

0198bdcaf559

6. მეჟგორიე
ბაშკირეთში სმ.ურალში იამანტის მთაზე მდებაროებს დახურული ქალაქი მეჟგორიე. (Межгорье) , რომელსაც ძველად ბელორეცკი – 16 ერქვა. იმის შესახებ, თუ რა მშენებლობები მიდის იამანტის მთის წიაღში, ქალაქის მაცხოვრებლებმაც კი არ იციან , ამიტომაც სხვადასხვა ხმები დადის – ურანის გადამუშავებიდან  _  უდიდეს მიწისქვეშა ბუნკერამდე, ბირთვული ომის შემთხვევაში. ამ მშენებლობაზე მსოფლიომ გაიგო გასული საუკუნი 90-იან წლებში, როცა ობიექტი ფოტოგრაფირებული იქნა ამერიკული თანამგზავრის მიერ. აშშ-ს კითხვებზე რუსეთის მთავრობა არაერთგვაროვან პასუხებს იძლეოდა. 90-იანი წლების შუაში ეს მშენებლობა დაკონსერვდა, მაგრამ განახლდა XXI საუკუნეში,. დაუზუსტებელი ინფორმაციით მთის წიაღში შენდება მიწისქვეშა ქალაქი სრული ინფრასტრუქტურით, რომელიც გათვლილია საცხოვრებლად ნახევარი წლის ხანგრძლივობით და იტევს 300 000 ადამიანს. შესადარაბლად მაგნიტოგორსკის მოსახლეობა შეადგენს 400 000 ადამიანს.

9a84b4994fcd

7. კლუბი 33
კლუბი 33 დისნეილენდში ერთ-ერთი ყველაზე დახურული ელიტარული კლუბია მსოფლიოში და ერთადერთი ადგილი ”დისნეის სამყაროში” , სადაც იყიდება ალკოჰოლი. ითვლება, რომ მისი სახელწოდება წარმოსდგა კლუბის საფოსტო მისამართის გამო – როიალსტრიტი 33. უოლტ დისნეის განზრახული ჰქონდა გაეხსნა დასვენების ადგილი მაღალი წრის ადამიანებისთვის, ამიტომაც კლუბის ინტერიერი ესადაგება ყველაზე პრეტენზიულ გემოვნებასაც კი, მის გაფორმებაში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო დონის დიზაინერები. ითვლებოდა , რომ კლუბის გვერდით ოთახი ეკუთვნოდა მის შემქმნელს, მაგრამ დისნეი კლუბის გახსნას ვერ მოესწრო. აღსანიშნავია რომ კლუბის სიდიადე და სიმდიდრე იმალება ძალიან მოკრძალებული, მწვანე შესასვლელი კარით, რომლის გვერდით ჩავლისას მას შეიძლება ყურადღება არც კი მიაქციოთ. კლუბის წევრები მკაცრად შეზღუდულია, რომელთა რიცხვში შედის აშშ-ს პრეზიდენტი, სხვა სახელმწიფოთა მმართველები და ყველაზე ცნობილი მსოფლიო კინო ვარსკვლავები. ამბობენ, თითქოსდა რობერტ კენედიმ,მკვლელობამდე  2 დღით ადრე ოჯახთან ერთად ივახშმა ამ კლუბში.

1a9f5851e29c

8. ოფისი 39
ბიურო 39 – ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო დაწესებულება ჩრ.კორეაში. კიმ ჩემ ირას და ქვეყნის ნაციონალური თავდაცვის კომიტეტის მიერ მომუშავეთა უშუალო კონტროლით და მეურვეობით. ოფისი 39-ის ლეგალური საქმიანობაა სხვადასხვა სახის ბეჭდებისა და გრავიურების დამზადება. ოფისი 39-ს საიდუმლო წარმოებაა ფალსიფიცირებული ვალუტა, ფულის გარეცხვა ჩინეთისა და შვეიცარიის ბანკებში. 2009 წლის მარტში ოფისის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩენ ჩან ლიუ გასამართლებულ იქნა ლას ვეგასში თაღლითობისთვის 12 წლით. მან აშშ-ს ეკონომიკას თოითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის დანაკარგი მოუტანა, რაც ფინასური სისტემას დანგრევის ტოლფასი იყო. როგორც ირწმუნება ამერიკული პრესა ეს ფული მიდიოდა ახალი ტიპის იარაღის დამზადებაში, მათ შორის ბირთვულის, ბომბებში და აგრეთვე კონიაკში.

c1113dc4071b

9. მთები Emergency Operations Center
ამ ადგილებს აგრეთვე უწოდებენ ”ამინდის მთებსაც”. მკაცრად გასაიდუმლოებული და დახურული ობიექტი წარმოადგენს ფედერალური სააგენტოს
კოორდინაციული მოქმედების ცენტრს ,უკიდურეს  სიტუაციაში სხვადასხვა ნაციონალური კატასტროფებისა და აგრეთვე მსოფლიო მნიშვნელობის დროს.  შედის სტრატეგიული მართვის სისტემაში აშშ-ს ბირთვულ ძალებში.გააჩნია ძალიან დახური ქსელი და  პირდაპირი კავშირი აქვს თეთრ სახლთან . აკეთებს სტატისტიკას სხვადასხვა კატასტროფების შესახებ. ობიექტი მდებარეობს მთის სიღრმეში დაახლოებით 2000 ფუტით სიღრმით, სადაც მუშაობს 200-მდე თანამშრომელი, უმეტესად სამხედრო მოღვაწეები.შეიქმნა გასული საუკუნის 30-იან წლებში, როგორც ამინდზე დამკვირვებელი , აგრეთვე ”ჰაერის ბურთებისა” და ”გველების” გამშვები. შემდგომში შახტის ბიურო გახდა, რომელსაც მთებში ცდიდა ახალ ტექნოლოგიებს და დაკავებული იყო გვირაბების მშენებლობით.

ab188cbcb905

10. ჯენტლმენთა კლუბი White’s
თავდაპირველად ”თეთრ” კლუბს ინგლისელი ჯენტლმენებისა  ერქვა _  ”ქალბატონი უაიტის შოკოლადის სახლი” , სადაც ცხელი  შოკოლადი იყიდებოდა , რომელიც იყო იშვიათობა, აგრეთვე ვაჭრობდნენ ძვირი და უჩვეულო საქონლით, აგრეთვე იყიდებოდა სამეფო თეატრის ბილეთები. შოკოლადის სახლი გახდა მოდური სადისკუსიო კლუბი, სადაც გავლენიანი ადამიანები მოდიოდნენ პოლიტიკაზე სალაპარაკოდ,მე -18 საუკუნეში კი გადაიქცა პრივილეგირებულ კლუბად. სადაც დებდნენ ფსონებს ამა თუ იმ პოლიტიკურ მოსალოდნელ მოვლენებზე. დღეისათვის კლუბი White’s ყველაზე პრივილეგირებული და ექსკლუზიური მამაკაცური კლუბია (ქალები სტუმრის სტატუსითაც კი არ დაიშვებიან) .  მის წევრად გახდომისთვის აუცილებელია ეკუთვნოდეთ ინგლისის უმაღლეს არისტოკრატიას, უმჯობესია იყოთ სამეფო ოჯახის წევრი. გარდა ამისა უნდა გქონდეთ კლუბის რამდენიმე წევრის რეკომენდაცია

5524ff951375

მსგავსი ამბები

Back to top button