არქივი

Bioshock: Infinite

Bioshock: Infinite – კომპიუტერული თამაშია FPS ჟანრში, RPG ელემენტებით, რომელსაც ქმნის სტუდია Irrational Games. პროექტის გამომშვებად გვევლინება 2K Games, გამოსვლა – კი დაგეგმილია 2012 წლის 16 ოქტომბერს. Bioshock: Infinite რიგით მესამე თამაშია Bioshock ფრანჩაიზის ისტორიაში.

Irrational Games-ს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა გაეგრძელებინათ თხრობა, ოკეანის სიღრმეში დამალულ ქალაქ Rapture-ზე, მაგრამ ამის ნაცვლად გაჩნდა სრულიად ახალი ისტორია. ახალ BioShock: Infinite-ში ოკეანე შეცვალა ცამ, რომელზეც აღიმართა მეოცე საუკუნის ამერიკის სიამაყე – მფრინავი ქალაქი კოლუმბია.
არ აურიოთ ქვეყანა კოლუმბიასთან, რადგან თამაში არ არის არც ყავაზე და არც ნარკობარონებზე. მთავრობამ ააშენა ქალაქი მე-19 საუკუნის ბოლოს, რომ მას ეჩვენებინა ამერიკის მიღწევები. ქალაქში რომელიც დგას მფრინავ “ბუშტებზე”, მდებარეობს იმ დროინდელი შენობები და ულამაზესი ქუჩები, მაგრამ რაღაც მოხდა არასწორად და კოლუმბია გახდა უკონტროლო მინი-ქვეყანა, თავისი პოლიტიკური სისტემებით და ა.შ.
d66338d57189

შემქმნელების თქმით ქალაქ Rapture-ზე ყველაფერი იყო ნათქვამი ფრანჩაიზის წინა ნაწილებში, ამიტომ პირქუში წყალქვეშა სამყარო შეცვალა მზით განათებულმა და ამერიკის დროშააღმართულმა სამყარომ. მთლიანობაში – ეს საინტერესო სამყაროა, რომელზეც სურვილი გიჩნდება, რომ გამოიკვლიო და შეიგრძნო, რადგან მასში ჩადებულია ფილოსოფიური და პოლიტიკური იდეები. მოთამაშე ამ სამყაროში უზრუნველყოფილია სხვადასხვა შესაძლებლობებით და გამოსაყენებელი ნივთებით, რომ იმოძრაოს პირდაპირ და მოაგვაროს პრობლემები.
70f7301c1823

BioShock 1-სგან განსხვავებით, სადაც მთავარ გმირზე არაფერი იყო ცნობილი და მთელი თამაშის განმავლობაში მან სიტყვაც კი არ წარმოთქვა, Infinite-ში მთავარ გმირს აქვს თავისი ისტორია. მას ჰქვია ბუკერ დევიტი და ის კერძო დეტექტიური სააგენტო პინკფტონის ყოფილი თანამშრომელია. ის დაიქირავა უცნობმა ადამიანმა, სერიოზული ფულის სანაცვლოდ კოლუმბიიდან გოგონა, სახელად ელიზაბეთის გასანთავისუფლებლად. ელიზაბეთი ფლობს ზეშესაძლებლობებს. გოგონას ისტორია უბრალო არ არის. ბუკერის მიერ მის განთავისუფლებამდე ის ბავშვობიდანვე იყო გამოკეტილი კოლუმბიაზე მდებარე კოშკში. არსებას სახელად “მომღერალი ჩიტი” (Songbird),(რომელიც ჰგავს ბეტმენს, მაგრამ არის უზარმზარი და მექანიკური ჩიტის თავით) სურს დააბრუნოს ელიზაბეთი და დაამწყვდიოს უკან, კოშკში. რატომ? და რისთვის? ჯერ-ჯერობით უცნობია.
15c2a358d77b

კოლუმბიაში მიდის სამოქალაქო ომი ბურჟუაზიულ ნაციონალისტ პატრიოტებს “Founders” და სახალხო მასებს “Vox Populi” შორის. ბუკერი ელიზაბეთთან ერთად მოხვდება ამ მოქმედებების მორევში, რადგან პირველებს სურთ დაამწყვდიონ ელიზაბეთი უკან კოშკში, ხოლო სხვებს უბრალოდ მისი მოკვლა.
ქალაქის მოსახლეებს, თავი ისე არ დაუკარგავთ, როგორც Rapture-ს მოსახლეებს, ამიტომ მთავარ გმირს მაშინვე არ ესხმიან თავს, როგორც კი დაინახავენ. ეს ნაწილობრივ დამოკიდებულია მოთამაშის ქმედებებზე. მაგალითად თუ რომელიმე ფრაქცია ქუჩაში აპირებს დასაჯოს საცოდავი ფოსტალიონი, ბუკერს შეუძლია არაფერი მოიმოქმედოს, ან ჩაერიოს. ჩარევა გააბრაზებს ხალხს და ისინი მთავარ გმირს თავს დაესხმევიან. ბუკერს ახლდება “განგაში”-ს რეჟიმი, რომელიც უჩვენებს – თავს დაესხმევიან, იმ მომენტში თუ არა.
733109d15a10

თამაშის პროცესში ძალიან საინტერესოა სამყაროს შესწავლა და ბრძოლა. ეს არის ტრადიციული სროლა პისტოლეტიდან, საფანტიდან, ავტომატიდან და სხვა იარაღებიდან, ახლო ბრძოლა და ზეშესაძლებლობების გამოყენება. თამაშში არის ენერგია – “ბოთლები”, რომელთა დალევის შემდეგაც გვიჩნდება განსაკუთრებული შესაძლებლობები. მაგალითად, ნივთების და ხალხის ჰაერში აწევა ან ყვავების ჯგუფის გამოძახება, რომლებიც მტერს თავს დაესხმევიან. განსაკუთრებულ როლს ბრძოლაში ასრულებენ ელიზაბეთის შესაძლებლობები. მას შეუძლია გადმოიტანოს ნივთები პარალელური სამყაროდან ჩვენს სამყაროში. ეს ძალიან გამოსადეგია, მაგრამ ყველა ნივთის გადმოტანას მოთამაშეები ვერ შეძლებენ, ამიტომ ყველა აირჩევს პრობლემის მოგვარების თავისეულ მეთოდს.
25299acfe664

ქალაქი კოლუმბია მდებარეობს რამოდენიმე საჰაერო კუნძულზე. მათ შორის შესაძლებელია გადაადგილება საჰაერო ხაზებზე. თავიდან ეს ხაზები შეიქმნენ ტვირთის გადასატანად, მაგრამ შემდეგ გადაიქცნენ პირადი გადაადგილების და ბრძოლის რესურსებად. ბუკერი, მიმაგრებული ხელზე ხელსაწყოთი, შეუძლია მოეჭიდოს ხაზებს და გადახტეს ერთიდნ მეორეზე. იმავეს აკეთებენ მოწინააღმდეგეებიც.
ხელმისაწვდომ ვიდეომატერიალებში ასეთი ბრძოლები ძალიან დინამიურებია, ასევე სავსეა აკრობატიული ილეთებითაც.
2b45982d25f6

Irrational Games-მა შექმნა საკუთარი გრაფიკული ძრავი, დაფუძნებული Unreal Engine 3-ზე. თამაშს აქვს საკუთარი სტილი, ის ჰგავს მულტფილმს, განსაკუთრებით პერსონაჟები, მაგრამ ჩვენ ვნახავთ არამხოლოდ მზიან ადგილებს, არამედ შენობებში სამყარო დაბნელდება და მიიღებს BioShock-ისთვის დამახასიათებელ კონტრასტებს.
d19220bfe86b

შემოგთავაზებთ ვიდეომატერიალებს:

მსგავსი ამბები

Back to top button