არქივი

როდის დაეცემა ჩინეთი …

35523d86241e

მთავარია ხარისხი ჩემო კარგებო და არა რაოდენობა

ეს არ იქნება თანამედროვე ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც წარმატებულობის ტკბილი ილუზიების საბურველში გახვეული ქვეყნები უეცრად გატეხილ ვარცლთან აღმოჩნდებიან ხოლმე.

არავინ, უპირველეს ყოვლისა კი თავად ჩინელებმაც კი არ იციან, რას წარმოადგენს სინამდვილეში მათი ქვეყანა.

ამ ქვეყანაზე არარეალურ, ნახევრადმითიურ წარმოდგენებს ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. ეს არის ჩინეთის მასშტაბები, პარტიულ-სახელმწიფოებრივი დიქტატურა, სოციალური ფენების გათიშულობა, სუსტი საზოგადოებრივი რეფლექსია, რომლის საუკეთესო ინდიკატორი რეალური ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი მონაცემების არარსებობაა.

ცნობილი ეკონომისტები ხშირად მისდევენ მცდარ ლოგიკას და ამბობენ, რომ ”თუ ჩინეთში ეკონომიკის ზრდა მაღალი და სტაბილურია, ე.ი. ჩინელები რაღაცას სწორად აკეთებენ”.

ადამიანი მართლაცდა ადვილად ემორჩილება ჰიპნოზს რომელიც მასშტაბური მშენებლობის, სწრაფი მატარებლების, ჩინელი ჩინოვნიკების მისაღებში დასავლური კორპორაციების პრეზიდენტების რიგებით და მთლიანი შიდა პროდუქტის მაგვარი ეკონომიკური მაჩვენებლებით არის გამოწვეული.

რა ხდება რეალურად ჩინეთში? – ამის ახსნა თითქმის შეუძლებელია, ხოლო გადმოცემა მხოლოდ თეზისების სახით შეიძლება.

1. ჩინეთში 2000 წლის შემდეგ იზრდება სიღარიბისა და წერა-კითხვის უცოდინრების მაჩვენებელი. ამ უკანასკნელთა რაოდენობამ 100 მილიონ კაცს გადააჭარბა, რის მიზეზიც გასული საუკუნის 90-იან წლებში რეფორმების შეფერხება და ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის გაძლიერება გახდა.

2. ქვეყანაში სოფლად მაცხოვრებელი 700 მილიონი ადამიანია, რომელთა სოციალური მდგომარეობა და პერსპექტივები სულ უფრო და უფრო შორდება ქალაქში მაცხოვრებელ, კერძო-სახელმწიფო სტრუქტურებზე მიბმულ ფენას.

3. გასული საუკუნის 80-იანი წლების რეფორმებმა, რომელმაც ძირითადად სოფლის მოსახლეობას მეწარმეობისთვის საჭირო წესები გაუმარტივა და საფუძველი ჩაუყარა მდგრად ეკონომიკურ ზრდას, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩინეთში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში. რეფორმები დამუხრუჭდა 90-იან წლებში, რამაც მკვეთრად შეაფერხა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, განსაკუთრებით, სოფლად.

4. ჩინეთის ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰონგკონგი. ადგილი, სადაც ხელშეუხებელია საკუთრების უფლება და საკონტრაქტო ვალდებულებები და წახალისებულია კერძო ინიციატივა.

წარმატებული და ეფექტური „ჩინური“ კომპანიების უმეტესობა მის საზღვრებს გარეთ კორპორაციების სახით არის რეგისტრირებული. მაგალითად, ყველასათვის ცნობილი კორპორაცია Lenovo არ არის ჩინური კომპანია, მას ქვეყანაში უცხოური კომპანიის სტატუსი აქვს. უფრო მეტიც, ქვეყნის გარეთ ფორმალური რეგისტრაციის გარეშე, ეკონომიკის მრავალი სექტორი ჩინელი მეწარმისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

5. მეწარმეობა ჩინეთში უკიდურესად არაეფექტურია. კაპიტალმდგრადობის კორექციის შემდეგაც კი, შრომის ნაყოფიერება , შრომითი რესურსების ღირებულება და ხარისხი აშშ-სთან შედარებით 40-50%-ზე დაბალია.

6. წარმოების არაეფექტურობის ძირითადი მიზეზი შიდა კერძო სექტორის, პირველ რიგში კი სოფლის შევიწროვებაა, განსხვავებით უცხოური კაპიტალის მქონე სახელმწიფო საწარმოებისგან, რომლებსაც პოლიტიკური უპირატესობა ენიჭება.

7. ზემოხსენებული უპირატესობა საწარმოების დაფინანსებაში გამოიხატება. მაგალითად, 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც არაფორმალური ფინანსური სექტორი ჩამოიშალა, მეწარმეთა უმეტესობისთვის შეუძლებელი გახდა ბანკიდან სესხის აღება. კერძო სექტორიდან, რომელზეც ეკონომიკის ზრდის 75-80 % მოდის, მხოლოდ 20% თუ ახერხებს ჩინეთის ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის აღებას.

8. მოსახლეობის მიერ შეგროვებადი დანაზოგის ”გადამეტებული” ნორმა და ის ფაქტორი, რომ ეს დანაზოგი ქვეყნის გარეთ ინახება. ეს კი თავისთავად ორი მიზეზით არის განპირობებული: 1. არსებობს მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროცენტი, რომელსაც სურს მეტის დახარჯვა, მაგრამ მათთვის (საზოგადოებრივი სტატუსის გამო) გამორიცხულია მაღალ წრეებში ტრიალი და მათი უპირატესობებით სარგებლობა. და 2. არსებობს შედარებით შეძლებული (პრივილეგირებული) ფენა, რომელსაც არ აქვს მიღწეული პრივილეგიების შენარჩუნების არანაირი გარანტია და განვითარებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი დაზღვევის სისტემა.

9. მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალურად მაღალი ზრდის ტენდენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო ინვესტიციების დახმარებით არც ისე რთული საქმეა. მაგალითად ამისთვის საკმარისია თუნდაც მოდერნიზებული ცათამბჯენების მშენებლობის გაგრძელება. ჩინეთის სახელმწიფოს ახასიათებს მომავალი ასწლეულების განვითარების ანგარიშით გიგანტური სახსრების მობილიზება და მათ მოკლე დროში გაფლანგვა. პრობლემა ამ ინვესტიციების ეკონომიკურ უკუგებაშია. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ცუდი ინვესტიციებისთ საპნის ბუშტის გაბერვა, მით უფრო მკვეთრი იქნება ვარდნა, რადგან მუდმივი ხარჯი ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდება. სახელმწიფო სექტორში დანაკარგების გამო ადრე თუ გვიან, რეალურად მომუშავე სფეროები ფინანსური ჟანგბადის უკმარისობას იგრძნობენ.

როდესაც ჩინეთი დაეცემა, ანუ როცა ჩამოინგრევა ცენტრალური ხელისუფლების მიერ მითების კულტივირებისთვის აგებული ბარიერები, ჩვენ კიდევ ბევრ მოულოდნელობას შევიტყობთ. ეს არ იქნება თანამედროვე ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც წარმატებულობის ტკბილი ილუზიების საბურველში გახვეული ქვეყნები უეცრად გატეხილ ვარცლთან აღმოჩნდებიან ხოლმე…

წყარო:ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button