არქივი

ციფრული ნარკოტიკი

0c9ba271de15

”რუნეტი” აუდიონარკოტიკების შეთავაზების იდეამ მოხიბლა – მათი მწარმოებლები მომხმარებლებს მრავალფეროვანი შეგრძნებების სრულ სპექტრს ჰპირდებიან, რომელთა მსგავს ეფექტსაც ნამდვილი ნარკოტიკი იძლევა, მაგრამ ამ შემთხვევაში მომხმარებლებს კანონთან და ნარკოდამოკიდებულების პრობლემა არ შეექმნებათ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა სარეკლამო სატყუარა და თუ ”აუდიონარკოტიკების” მომხმარებლებს კანონთან არ შეექმნებათ პრობლემები, მათ გამო ჯანმრთელობის გაუარესება სავსებით შესაძლებელია.

ბინაურალური რითმების საფუძველზე ჩაწერილი აუდიოჩანაწერები მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. მათი გასაღების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხია – პროგრამა I-Doser. ეს უფასო კომპიუტერული დამატებაა, რომლისთვისაც განსაკუთრებული ფორმატის ხმოვან ”დოზებს” ყიდულობენ და რომელთა დაკვრაც მხოლოდ მყიდველის კომპიუტერშია შესაძლებელი.

ინტერნეტმომხმარებლები, რომლებმაც დაიჯერეს რეკლამა და აუდიონარკოტიკები გასინჯეს, როგორც წესი, სულაც არ არიან შედეგით აღფრთოვენებულნი, მათ შორის – ფინანსური რეზულტატითაც.

წყარო:AMBEBI.GE

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button