არქივი

უსწრაფესები

5510ea7ef415
ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი?
b4b1e3bcb282

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სწრაფმა ადამიანმა, იამაიკელმა უსეინ ბოლტმა ყველაზე სწრაფი ცხოველი, კენიის ეროვნული პარკის ბინადრის გეპარდის ლეკვი “იშვილა”, რაც 13.000 დოლარი დაუჯდა. “შვილობილს” უსეინმა თავისივე მეტსახელი “მეხი-ბოლტი” დაარქვა.

195 სმ სიმაღლისა და 93 კგ წონის ყველა დროის საუკეთესო სპრინტერი უსეინ ბოლტი 24 წლისაა, არის სამგზის ოლიმპიური და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ამჟამინდელი მსოფლიო რეკორდების მფლობელი 100 და 200 მეტრზე სირბილსა და ამანათრბენაში. მძლეოსნობის ისტორიაში ის პირველია, ვინც ერთ ოლიმპიადაზე სამ დისტანციაში გაიმარჯვა და სამივეში მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

მიუხედავად ამისა, დიდი “მეხი”, მაქსიმალური სიჩქარით – 37,5 კმ/სთ ვერასდროს აჯობებს შვილობილ პატარა “მეხ” გეპარდს.

გეპარდი ყველა კატისებრისგან იმით განსხვავდება, რომ საფრიდან არ ნადირობს, პრაქტიკულად, არც იმალება და გაშლილ ადგილას მისდევს მსხვერპლს: ამის საშუალებას მას უდიდესი სისწრაფე აძლევს – სულ რაღაც 2 წამში გეპარდი ავითარებს 75 კმ/სთ სიჩქარეს, დევნისას კი საშუალოდ 110-115 კმ/სთ-ს. ამ დროს გეპარდს იმდენი ენერგია ეხარჯება, რომ იძულებულია, დევნა მაქსიმუმ 1 წუთს გააგრძელოს….

217b98236525

მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ყველაზე სწრაფები, მაინც ფრინველები არიან.  მათ შორის გამოირჩევა შევარდენი (Falco Peregrinus), რომელიც სამართლიანად ითვლება ყველაზე სწრაფ ცოცხალ არსებად.

292342d4a1c5

b2a75d7eafc2

“სუპერჩემპიონი” როგორც კი პოტენციურ მსხვერპლს შეამჩნევს, ადგილს სწყდება, დიდ სიმაღლეზე უსწრაფესად ადის და ფრთებდაკეცილი მოწყვეტით ეშვება. სპეციალისტთა გამოთვლით, მსხვერპლზე თავდასხმის მომენტში შავარდნის სისწრაფე 322 კმ საათსაც კი აღწევს! მისი ჭანგის დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ საბრალო მსხვერპლს ან თავს წააცლის, ან ტანს შუაზე გლეჯს ხოლმე! ალბათ, ამის გამოა, რომ სხვა მტაცებელი ფრინველებისგან განსხვავებით, შავარდენი ნანადირევის თავს ხელუხლებელს ტოვებს.

წყარო: კვირის პალიტრა

p.s. დამაინტერესა ამ სტატიამ ზუსტი ციფრების გამო და ჩავთვალე რომ სხვებისთვისაც საინტერესო იქნებოდა, თან არამგონია რომ ბლოგის

ყველა სტუმარი ზემოთხსენებულ გაზეთს კითხულობდეს

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button