საკითხავისასარგებლო

ხელოვნური ინტელექტი

საინტერესო ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ :)

რა არის ინტელექტი? ღვთაებრივი, თუ ხარისხობრივი კატეგორია? ამოცანის დასმა, თუ ამოხსნა? შეიძლება თუ არა ინტელექტი აისახოს ციფრებში?
ყოველი გონებრივი სამუშაო ინტელექტუალურია, შემოქმედებითი — მაღალინტელექტუალური. მედიცინამ გაათვითცნობიერა ადამიანის ტვინის ფუნქციონირების ის სეგმენტი,რომლითაც ინახება და ხარისხდება ინფორმაცია. მაგრამ ვერ ახსნა, როგორ იქმნება მასში სიახლე, საიდან წარმოიშობა ინფორმაცია თავის ტვინში იმის შესახებ, რაც მასში არასოდეს ყოფილა.
კაცობრიობამ შექმნა კომპიუტერი, რომელიც ადამიანის თავის ტვინზე უკეთესად იმახსოვრებს და ახარისხებს ინფორმაციას, მაგრამ ის ვერ წერს ღირებულ მუსიკას, ლექსს… მას არ შეუძლია შექმნას ახალი ტექნოლოგიები. ხელოვნური ინტელექტის შექმნა, ალბათ, ყველაზე დიდი ამოცანაა, რომელიც კი ცივილიზაციის წინაშე მდგარა, საშიშიც კი, რადგან გარკვეულ ასპექტში ეს ღმერთის ტერიტორიაზე გადასვლას ნიშნავს.

ინტელექტუარული მანქანების შექმნის იდეა უხსოვარი დროიდან ხიბლავდა ადამიანებს, მაგრამ მისი განხორციელება რეალურად შესაძლებელი გახდა ისევ და ისევ კომპიუტერების შექმნის შემდებ.ხელოვნური ინტელექტი(Artificial Intelligence – AI) არის კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი მიმართულება, რომლის მიზანია ისეთი მანქანების შექმნა, რომელთაც შეეზლებათ ინტელექტუალური ამოცანების გადაწყვეტა ადამიანების მსგავსად.
საერთოდ ამბობენ რომ ინტელექტი არის უნივერსალური ალგორითმი, რომელსაც თავად შეუძლია სხვა ალგორითმების შექმნა.
ხელოვნური ინტელექტი, როგორც კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. პირველი შრომები ამ მიმართულებით ეკუთვნის ინგლისელ მათემათიკოს ალამ ტიურინგს, რომელმაც ჯერ კიდევ 1947 წელს ჩამოაყალიბა ხელოვნური ინტელექტის განსაზღვრის მეთოდი: სისტემა შეიძლება ჩაითვალოს ინტელექტუალურად, თუ დამკვირვებლის მიერ დასმულ შეკითხვებზე ამ სისტემის პასუხებიდან გამომდინარე ვერ გავარკვევთ ადამიანთან გვაქვს საქმე თუ მანქანასთან

იცით ყველაზე ძნელი მცნიერებისთვის შესაქმნელად რა არის? ზუსტად ამ რარაცის გამო ვერ ქმნიან ხელოვნურ ინტელექტს ეს არის დიდი მოცულობის ვინჩესტერი, რადგან სასწავლელად საჭიროა ბევრი რაღაც დაიმახსოვრო, აქ სამე მეგაბაიტებთან, გიგაბაიტებთან და ტერაბაიტებთან არ მიდის ადამიანის ტვინს შეუძლია დაიმახსოვროს 1000000-ჟერ უფრო მეტი ვიდრე ნებისმიერ კომპიუტერს.

წყარო: hacking.ge

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close