არქივი

ადამიანისთვის ყველაზე სასიამოვნო ძილი ყოფილა

ucnauri

სიცოცხლის პატარა სიხარულებიდან ყველაზე სასიამოვნო ყოფილა იმის შესაძლებლობა, რომ, რაც შეიძლება კარგად გამოვიძინოთ. ასეთი დასკვნა გააკეთეს ბრიტანელმა მკვლევრებმა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად. გამოკითხვა ჩაატარა სწრაფი მომზადების სუპების მწარმოებელმა კომპანიამ.


„უდიდესი პატარა სიამოვნებების“ სიაში მეორე ადგილზეა – საკუთარ ჯიბეში შემთხვევით დარჩენილი 10 ფუნტის მოულოდნელი აღმოჩენა.

ინგლისელთათვის მესამე ადგილზეა – საწოლში თავიანთ შეყვარებულებთან ჩახუტება.

მეოთხე ადგილზე – ცრემლის დენამდე სიცილი.

ინგლისელებს უყვართ არა მარტო გამოძინება, არამედ დიდხანს ლოგინში კოტრიალი. ეს სიამოვნება მეხუთე ადგილზეა, მაგრამ მათთვის მნიშვნელოვანია საწოლის თეთრეულის სისუფთავე, რომელიც სიაში მეექვსე პოზიციაზეა. ამას მოჰყვება მაღაზიებში სიარული და საჭირო ნივთების ფასდაკლებით შეძენა.

მცირე სიამოვნებათა დიდ ათეულში შედის, აგრეთვე, თანამოსაუბრის სახეზე სიცილის გამოწვევა, პირველ ათეულს მოგონებებში ჩაძირვა და მათზე სიცილი ხურავს.

მეთერთმეტე ადგილზეა გამოსასვლელ დღეებში მშობლებთან ერთად სადილი, მეთორმეტე პოზიციაზე – სიამოვნება, რომელსაც მათ ანიჭებთ გარეგნობის გამო მიძღვნილი კომპლიმენტები, ამას კვლავ საწოლი მოჰყვება, ოღონდ, კარგი წიგნით. სიამოვნებაა ცხელი სუპიც. მეთოთხმეტე ადგილზეა ზედმეტი წონის დაკარგვით გამოწვეული სიხარული.

სიამოვნებათა შორისაა სიხარული საწოლში მიტანილი მოულოდნელი საუზმის გამო. მეთექვსმეტე ადგილზეა სასიამოვნო შეგრძნება, რომელიც ზოგჯერ დილაობით წარმოიშობა – იღვიძებ ადრიანად, რათა წახვიდე სამსახურში, უცებ კი გახსენდება, რომ დღეს დასვენების დღეა და, შეგიძლია, ძილი გააგრძელო.

პირველ ოცეულს ხურავს: უცნობები, რომლებიც ქუჩაში ჩაგვივლიან და გვიღიმიან, ძველი ალბომების დათვალიერება და პირველი თოვლი…

დაბოლოს, დავუჯეროთ კომპანიის თავმჯდომარეს რობ სტეისის: „აუცილებელი არაა, რომ მოხდეს რაღაც მნიშვნელოვანი, რათა მთელი დღით ავიმაღლოთ გუნება-განწყობა. ზოგჯერ ასეთივე ეფექტი პატარა სიხარულებით მიიღწევა“.

წყარო: თბილისელები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button