ბრძნული აზრები (ნაწილი VI)
ბრძნული აზრები…
რიხნერი: ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს.
მარლენ დიტრიხი:- ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა.
ლაროშფუკო:-უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება.
სოფოკლე: თავის თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ერთ-ერთი ნიშანია.
ჟან-ჟაკ რუსო:-კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.
დიუმა:-ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი,რომელზეც სურათი ჰკიდია.
ლაუბი:-ოჯახში თუ ბავშვი არ იზრდება, იგი იღუპება.
ჟან პოლი:-სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.
პეტრე I :-არანაირი მოვალეობა არ გამაჩნდეს-აი,ეს არის უბედურება.
ბიორნე:-სინანული გონიერებაა,რომელიც გვიან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე :-სასწაული ეწინააღმდეგება არა ბუნების კანონებს,არამედ იმას რაც ჩვენ ვიცით კანონების შესახებ.
ნაპოლეონი:-თუ გინდა, რომ სიყვარულს ძლიო-გაექეცი.
სტალინი:-მიზანი ყოველივე ბრძოლისა -გამარჯვებაა.
ჰიუგო:-მინდა ვიყო სახელოვანი-ეს ბედნიერებაა; მაგრამ როდესაც მინდა სასარგებლო ვიყო -ეს მოვალეობაა.
კალდერონი:-ნურასდროს მისცემთ რჩევას იმას, ვინც მხოლოდ ფულს გთხოვთ.
ტოლსტოი:- თუ გინდა იყო ბედნიერი-იყავი!
ციცერონი :-სამართლიანობა სიბრძნის გარეშე ბევრ რამეს ნიშნავს, ხოლო სიბრძნე სამართლიანობის გარეშე-არაფერს.
პუბლილუსი:-ლამაზი გარეგნობა მუნჯი რეკომენდაციაა.