გასართობისაკითხავისასარგებლო

რატომ არის საშიში ჯანმრთელობისათვის ენერგეტიკული სასმელები?


რითია საშიში ენერგეტიკული სასმელები?

ადრე, გამოსაღვიძებლად, ენერგიის შეგრძნობისთვის და ხასიათზე მოსასვლელად ვსვავდით ყავას, მაგრამ ეხლა უფრო ხშირად ჩვენ ამისთვის ვისურვებთ მზა ენერგეტიკულ სასმელებს, რომლებიც არის თავისუფალ გაყიდვაში ყოველ ნაბიჯზე, ნებისმიერ მაღაზიაში და მარკეტში.

თუ ადრე ესეთი სასმელები ასოცირდებოდა, “ქლაბინგის” მოყვარულთა სასმელად, რისი საშუალებითაც მათ ძალა უნდა ყოფნოდათ ბოლომდე დასახარჯად და საცეკვაოდ, ეხლა ეს სასმელები გამოიყენება დილიდან საღამომდე და რაც ყველაზე საშინელებაა, მათი ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებლები ხდებიან ბავშვები.

რა არის ლითონის ბანკაში?

მოდით შევხედოთ ეტიკეტს და ვნახოთ, თუ რა იმალება მის ქვეშ.
1. ნივთიერებები, ნერვული სისტემის ტონირებისთვის (კოფეინი, ზრდადი ექსტრაქტი გუარანი და ჟენშენი)
2. ნახშირწყლები – ენერგიის მატარებლები, როგორებიცაა: გლუკოზა, საქაროზა.
3. ნივთიერებათა მასტიმულირებელი ელემენტები: ვიტამინი B და მზგავსი ვიტამინები, მაგალითად ტაურინი.
4. არომატიზატორები და ზაკვები დანამატი.რას გვაძლევენ ეს ნივთიერებები?

ენერგეტიკული სასმელები არის მატონიზირებელი, რომელიც გვაძლევს მცრირეხნიან ენერგიის მოზღვავებას. ადამიანის შინაგანი რესურსები მობილიზდება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის რესურსები უსასრულო არარის და მისმა მუდმივმა სტიმულირებამ შეიძლება გამოიწვიოს საშინელი შედეგები. ასე, რომ მისმა ყოველღიურმა გამოყენებამ შეიძლეგა გამოიწვიოს სრულებით საპირისპირო რეზულტატი, სიფხიზლის და ენერგიის მოზღვავების მაგივრად შეიძლება მიიღოთ, მოთენთილობა და დაღლა.

ასევე სხვა არასასიამუვნო შედეგებიც: აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია), მაღალი წნევა, უძილობა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს საშინელი დეპრესიული მდგომარეობაც…

უკუჩვენებები:ყველა ენერგეტიკული სასმელი შეიცავს კოფეინს ან კოფეინის შემცველ ზრდად ექსტრაქტებს, ისეთი, როგორიცაა “გუარანი”. ერთი ბანკა ესეთი სასმელის შეიცავს ნორმაზე 90 მილილიტრ კოფეინს – შესაბამისად დიდ ფინჯან მუქ ყავაში არის 100 მილილიტრი კოფეინი.

კოფეინი და მატონიზირებელი ზრდადი ექსტრაქტები (გურანი, ჟენშენი), სამკურნალო კვების სპეციალისტების თქმით, უკუჩვენებადია ადამიანებზე რომლებსაც აქვთ სუსტი ნერვები, ასევე მათთვის ვინც დაავადებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით (გულის იშემიური დაავადებები , არითმია და ა.შ.).

ასევე კოფეინი უარყოფითად მოქმედებს კუჭზე და მის მიდამოებზე და შეიძლება გამოიწვიოს წყლული და გასტრიტი.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ენერგეტიკული სასამელები არ შეიცავენ ვიტამინებს

იზოტონიკი:
პარალელურად ზემოთხსენებული ენერგეტიკული სასმელებისგან, არსებობს ასევე სპორტსმენებისთვის შემუშავებული ენერგეტიკული სასმელები, მათ ეძახიან იზოტონიკურებს.
ისინი არარიან გაზირებულები და თავიანთ გაცილებით მავნე “ათესავებისგან” განსხვავებით, არშეიცავს კოფეინის და გუარინის მზგავს გამოსაფხიზლებელ ნივთიერებებს.
მათ შემადგენლობაში შედის ელკარინი, რომელიც ეხმარება ცხიმის დაწვას და კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, ამასთანავე აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ასევე აღადგენს ვიტამინებს და მინერალებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

აღსანიშნავი უკუჩვენებები არააქვს იზოტონიკებს. ერთადერთი – ეს არის ინდივიდუალური შეუთავსებლობა რომელიმე კომპონენტთან, რომელიც სასმელის შემადგენლობაში შედის. იზოტონიკები შეიძლება შეიძინოთ სპორტილი კვების მაღაზიებში, ასევე ზოგიერთ სპორტკლუბში. ისინი არის სასმელის ან ფხვნილის სახით, არომატიზატორებთან ერთად ან მათ გარეშე.
სასმელი მზადაა მისაღებად და ფხვნილისთვის საჭიროა წყალში კარგად გახსნა.

ასე რომ ერთი ცხადია:
ენერგეტიკული სასმელები არაფერს არ აძლევენ ორგანიზმს, უბრალოდ აიძულებენ მას გამოიმუშაოს მისი შინაგანი რესურსები.

თუ თქვენ ამ სასმელების გარეშე, არწარმოგიდგენიათ ნორმალური ცხოვრება, მაშინ აკონტროლეთ და შეამცირეთ მიღების დოზა: არაუმეტეს ორჯერ კვირაში და არაუმეტეს ნახევარი ლიტრის ოცდაოთხი საათის განმავლობაში – ამ შემთხვევაში უკუჩვენება არიქნება

წყარო:pcmania.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close