გართობა

რა? სად? როდის?

fe7a17806796

1. “X ვერასოდეს იქნება პასუხი, ის უბრალოდ შეკითხვას გავიწყებს” – რა არის ახსნილი ასე, ერთ–ერთ ინგლისურ საიტზე? 

2. როდესაც ტროელები ფიქრობდნენ, გაეკეთებინათ თუ არა ეს, საბოლოოდ მათ გადაწყვეტილება ერთი ანდაზიდან გამომდინარე მიიღეს როგორ ჟღერს ეს ანდაზა ქართულ ენაზე?

cd39010beef7

3.    I – ?
II – მისი დედაქალაქის სახელი ქართველი ახალგაზრდებისთვის გართობის ერთ–ერთ აკრძალულ საშუალებასთან    უფრო ასოცირდება;
III – მისი სახელი პირდაპირ თარგმანში იტალიის ერთ–ერთი ქალაქის სახელის მოფერებითი ვარიანტია;
IV – გამოსახულია სურათზე

დაასახელეთ პირველი

4. ეს ინგლისური სიტყვა ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოდის, როდესაც მსოფლიოში გადაადგილების ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება გემი იყო. იმას კი, რასაც თავად სიტყვა აღნიშნავს, მგზავრობისას იგივე დანიშნულება ჰქონდა, რაც მას დღეს აქვს, ანუ, მის გარეშე სამოგზაუროდ წასვლა, ფაქტობრივად შეუძლებელია. დაასახელეთ ეს სიტყვა.

5. “ქვა, ოთახი, ტყვე, თასი, საჩუქარი” – რა წოდება აკლია ამ ჩამონათვალს?

6. თუკი ამ სპორტული ფირმის სახელწოდებას ჩავაყენებთ ნათესაობით ბრუნვაში მივიღებთ ერთ ქართულ ზედსართავს, რომელიც ისეთი ადამიანის დასახასიათებლად გამოიყენება, ვისაც ნერვებთან გარკვეული პრობლემები აქვს და ხშირად უჭირს მათი მოთოკვა. დაასახელეთ ეს ფირმა

7. ამონარიდი სოფელში მოსმენილი დიალოგიდან:
“– ერთი ეგ სალესი მომაწოდე, თორემ ვეღარ ჭრის უკვე ცული…
– აბა სად დევს?
– მანდ, შენს გვერდით, …”

რომელი გამომგონებლის გვარით სრულდება ეს დიალოგი?

8. ერთ–ერთ რუსულ კომედიურ გადაცემაში იყო ასეთი დავალება. გუნდის ერთ–ერთ წევრს ეუბნებოდნენ გამოჩენილი ადამიანების სახელებს და მას ეს პიროვნება სასაცილოდ უნდა აეხსნა ისე, რომ დანარჩენ წევრებს გამოეცნოთ. მაშ, რომელი ცნობილი ადამიანი შეიძლებოდა ახსნილიყო ასე: “არ ვიცი, მე ეს გადაცემა ჯერ არ მინახავს”

წყარო: doin.ge  ;)

მსგავსი ამბები

Back to top button