გასართობისაკითხავიუცნაური

Yahoo-ში დასმული კითხვები

წარმოგიდგენთ Yahoo-ში დასმული ‘ნებისმიერი’ კითხვების მეორე ნაწილს

კითხვა: როგორ გამოვრთო CapsLock-ი????
გუშინ შემთხხვევით ჩამერთო CapsLock-ი და არ ვიცი როგორ გამოვრთო. ყველა ჩემი მეგობარი გაბრაზებულია ჩემზე იმიტომ, რომ გონიათ ვუყვირი. ეს პრობლემა ზუსტადაც, რომ ცხოვრებას მიმწარებს და ჩემს ოჯახს ანგრევს. მინდა ისევ მთლიანი ვიყო. გთხოვთ, დამეხმარეთ!!!
პასუხი: ეს პრობლემა გამოუსწორებელია. მეც ასე დამემართა

კითხვა: არის რაიმე გზა იმისათვის, რომ გყავდეს ბავშვი ორი თავითა და ერთი ტანით?
ტელევიზორში ვნახე გოგო, რომელსაც ესეთი ბავშვი ჰყავდა და მეც მინდა. როგორ გავაკეთო? :wtf:
პასუხი: არ აქვს

კითხვა: ჭორფლები შხამიანია?
ერთხელ ვიღაცამ მითხრა, რომ ჭორფლები შხამიანია და შეიძლება აფეთქდეს. და კიდევ მითხრა, რომ თუ ბევრი აფეთქდა, შეიძლება მოკვდე. მართალია?
პასუხი: არ აქვს

კითხვა: შეიძლება ბავშვი დაორსულდეს, როდესაც სექსი გაქვს ორსულობისას?
მაგალითად, ორსულად ხარ გოგოზე და გაქვს სექსი ორსულობის დროს, შეიძლება ამ დროს ბავშვი დაორსულდეს?
პასუხი: ბავშვი დაორსულდება, თუ მდედრობითი სქესისაა. თუ ეჭვობ, რომ ბავშვი დაორსულდა, მაშინ ეცადე, რომ აღარ დაკავდე სექსით, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ შენი ბავშვის ბავში დაორსულდეს და ასე გაგრძელდეს უსასრულობამდე… :makulatura:

კითხვა: სად შემიძლია ვიშოვო უძვლო ქათამი?
მინდა ქათმები გავზარდო, მაგრამ არ მიყვარს ძვლები, როდესაც ვჭამ….. სად უნდა ვიყიდო ასეთი?
პასუხი: რათქმაუნდა აქ (რაღაც საიტს უთითებს)

კითხვა: ახალი ასო მინდა ანბანში
არსებობს შესაძლებლობა, რომ ახალი ასო მოიგონო და ანბანში ჩასვა?
პასუხი: ვფიქრობ, პირველ რიგში, ჯობია ის ანბანი ისწავლო კარგად რაც არსებობს

კითხვა: ჩემს ძმას აინტერესებს შეიძლება თუ არა შავკანიანებისათვის გიტარაზე დაკვრა
პასუხი: არ აქვს

კითხვა: შეიძლება, შიდსი ავიკიდო აუზში შავკანიანებთან ბანაობისას?
დღეს აუზში ვბანაობდი, და შავკანიანი ოჯახი ჩამოვიდა აუზში. სასწრაფოდ ამოვედი და ფეხსაცმელი შევამოწმე, საფულე ან მობილური ხო არ მომპარეს. რამოდენიმე წუთის შემდეგ თვალები ჩამიწითლდა და ამიწყლიანდა. ნუთუ შიდსი გადმომდეს?
პასუხი: არ აქვს

კითხვა: მაჯა უნდა მოვიტეხო. გთხოვთ დამეხმარეთ!!!
იმის შემდეგ, რაც მაჯა ვიტკინე, ვერ ვამოძრავებ ისე, რომ საშინელი ტკივილი არ ვიგრძნო. ერთი გზა, რაც მაქვს ის არის, რომ დედამ და მამამ საავადმყოფოში წამიყვანონ და ვნახოთ მოტეხილი მაქვს თუ არა. ჩემი მშობლები ძალიან მკაცრები არიან. ორივე ამერიკის საჰაერო ძალებში მუშაობს და არ წამიყვანენ საავადმყოფოში, სანამ აუცილებელი არ გახდება.. (საწყალი, მშობლებისთვის ვერ უთქვამს საავადმყოფოში წამიყვანეთო)
პასუხი: არ აქვს

კითხვა: რატომ დაორსულდა ჩემი შეყვარებილი, როდესაც ვუთხარი რომ ეს არ გაეკეთებინა?
შეყვარებულს ვუთხარი, რომ არ დაორსულებულიყო, მაგრამ არმომისმინა და მაინც დაორსულდა. რატომ არ მომისმინა? მე მისი კაცი ვარ და ვიცი რა არის უკეთესი
პასუხი: არ აქვს

კითხვა: ვერ ვიტან შავკანიანებს. ამის გამო რასისტი ვარ?
პასუხი: არ აქვს

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close